Monthly Archives: ოქტომბერი 2011

მაინც რა არის სილამაზე ?

მაინც რა არის სილამაზე? ემორჩიელება თუ არა იგი დადგენილ სტანდარტებს და აქვს თუ არა მას განსაზღვრული ჩარჩოები?

დამეთანხმებით ალბათ და გაიფიქრებთ, რომ სილამაზე ყველა ჩვენგანის მიერ სხვადასხვაგავარად აღიქმება. მართალია შეიძლება ვიღაცისთვის ერთი კონკრეტული პიროვნება არ იყოს ლამაზი, მაგრამ მეორე ადამიანისთვის იგივე პიროვნება ამქვეყნად ყველაზე ლამაზ არსებას წარმოადგენდეს.

მოკლედ შევთანხმდეთ, სილამაზე ინდივიდუალურად აღქმადია ყველა ჩვენთაგანისთვის.

მარადიული კითხვა, რომელიც ყველა ადამიანს გვაწუხებს, მათ შორის რათქმაუნდა ქართველებსაც: ვართ თუ არა ლამაზი ერი?

ამ კითხვის დროს ჩვენი ბუნებრივი რეაქცია შემდეგია :

ჩვენისთანა მშვენიერი
განა არის სადმე ერი? წაიკითხეთ მეტი >


”მის საქართველოს” ოჯახური ტრაგედია

სილამაზის კონკურს ”მის საქართველო 2011” -ის გამარჯვებულს, ჟანეტ ქერდიყოშვილსა და მის ოჯახს სიხარული არ დასცალდათ, მოულოდნელად ტრაგედია დაატყდათ თავს. 7 ოქტომბერს ჟანეტის უმცროსი და, 8 წლის ანიტა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. წაიკითხე მეტი >


გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება !

მაინც რა ვართ ადამიანები ? ჩვენ ხომ ხშირ შემთხვევაში არ ვაფასებთ იმას რაც ძვირფასია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის კეთილი ნებით მოგვიპოვებია.

გაგაჩნია და მაინც არ იღიმი, არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით.
დაბღვერილი სახით დაიარები ქუჩაში, უკმაყოფილებას ასხივებ და თრგუნავ შენს გარშემომყოფებს …

შენ კი არ იცი, იქვე შენს გვერდით რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც საკუთარი ცხოვრების მძიმე ტვირთს ატარებს. მას ხომ შენნაირად არ გაუმართლა ცხოვრებაში. მან ხომ მრავალი ტანჯვა გამოიარა, მაგრამ შენგან განსხვავებით არ გაბოროტებულა, ისევ შეინარჩუნა გრძნობები, რომელიც ეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში.
წაიკითხე მეტი >


დაბნეული პირველკურსელი თსუ-ში

დღეს 4 ოქტომბერია, ანუ სულ რაღაც ერთი დღეა, რაც ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედოროდ(ამას დრო გვიჩვენებს) დაიწყო სწავლა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ამჟამად არა სკოლაში, არამედ უკვე უნივერსიტეტში ვაგვიანებ.

პირველმა დღემ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით სტუდენტების მიერ მოწყობილ აქციას, რომელმაც ჩემზე ცუდათ იმოქმედა, უფროსწორად დამაფიქრა იმ არჩევენაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მივიღე.  ეს არჩევანი კი უნივერსიტეტის შერჩევას ეხება. (ვიდეო ნახეთ აქ)

ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან თსუ-ში სულ 2 დღის მისული ვარ და სიმართლე  გითხრათ პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ კარგია, ვფიქრობ თავისუფლად შევძლებ სწავლას.
სხვის აზრს კი ნამდვილად არ მოვიხვევ თავზე, მირჩევნია მე თვითონ აღმოვაჩინო ხარვეზები, რათქმაუნდა თუ ის არსებობს, ვიდრე ვიღაცის ბლუდუნს მოვუსმინო, რომელიც შეიძლება საფუძველმოკლებულია. წაიკითხე მეტი >


ნწუ !არ გვინდა ფული !

დღეს გიო აშკარად მღალატობს მუზა…ლოგიკური კითხვა : ”აბა რატომ წერ?” და პასუხი გნებავთ ლოგიკური ან თუნდაც არალოგიკური ? :დავპირდი პუშკინას და არ მინდა ეს პირობა დავარღვიო : )მოკლედ არ ვაპირებ ეს ადამიანი ვაქო და ვადიდო(ეყოს კაცო ისედაც ბევრს უყვარს:დ)სულ სხვა თემაზე მინდა დღეს საუბარი,რომელიც ბევრჯერ ყოფილა დავის საგანი და შეიძლება გაცვეთილიც ვუწოდოთ,მაგრამ

ახლახანს ვუყურე ”სპეციალურ რეპორტაჟს” და სიმართლე გითხრათ თავი სერიალში მეგონა.ოჯახის წევრს,საყვარელ ადამიანს კლავ იმისთვის,რომ რაღაც მათხოვრული და მიზერული თანხა(ზოგი იტყვის 35 000 რა მიზერულიაო,მაგრამ დამიჯერეთ სულ უცნობის მოკვლაც არ ღირს ამ თანხის და საერთოდ არანაირი თანხის სანაცვლოდ და მით უმეტეს შენი დის,ძმის,მამის,დედის,ბიძაშვილის და ა.შ.)მიიღო მემკვიდრეობით. წაიკითხე მეტი >


BNG და მე

აი დადგა ეს დღე. დღე, როდესაც გადავწყვიტე დამეწერა იმ თემაზე, რომელზე წერისგანაც თავს ვიკავებდი, რადგან მაშინ ჯერ კარგად არ ვიცნობდი იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთა ერთობლიობა ქმნის საოცარ გუნდს სახელად ”ბნგ”-ის.

დიახ ამ პოსტს ვწერ, დიდი სითბოთი, რადგან ამ ჯგუფმა შეძლო ჩაენერგა ეს გრძნობა თითოული ბლოგერის მიმართ…

პირველივე დღიდან დამხვდა საოცარი ატმოსფერო და საოცარი ადამიანები, საკუთარი გენიალური ბლოგებით.

მოკლედ მოდი ამ სითბოს მეტად აღარ გადმოვღვრი, რადგან ეს იმდენად ბანალურია, რომ ჯობია სხვა მხრივ განვავითარო პოსტი.

თქვენ ხართ ის ადმიანები, ვინც ასე თუ ისე მიცნობთ ჩემი პოსტებით, რადგან მე თითოეულ მათგანში მიწერია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე და არავითარი ნაყალბევი, დაკოპირებული ფრაზები. წაიკითხე მეტი >

M.K-ს ღიმილ-კამპანია სტუმრად teennewson-თან

სიცილი და ღიმილის ნებისმიერი ფორმა რომ სიცოცხლეს ახანგრძლივებს, დარწმუნებული ვარ, ეს უკვე იცი.

მაგრამ მაინც მოღუშული სახით დადიხარ ქუჩაში, არ გიხარია ტროტუარზე მობაჯბაჯე მტრედების დანახვა და არც ახალფეხადგმულ ბავშვს უღიმი, შენს წინ რომ მობანდალებს.

რატომ?

ალბათ იმავე მიზეზით, რომლის გამოც ყოველდღე (ან დღეში რამდენჯერმე) ყიდულობ კოლოფს წარწერით „მოწევა კლავს“–შენ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ შენი ცხოვრებაა და როგორც გაგიხარდება, ისე მოიქცევი.

არ ვაპირებ (ახლა და ამ პოსტში) ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანიის გატარებას. ჩემს უპირველეს მოვალეობად ღიმილისა და პოზიტიური განწყობის გავრცელება მიმაჩნია და სწორედ ამაზე მინდა გესაუბრო. წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)