“უკაცრავად, მაგრამ ჩემს ონკანში ქლორიანი წყალი მოდის?”


water-tap

“უკაცრავად, მაგრამ ჩემს ონკანში ქლორიანი წყალი მოდის და ეს კიდევ არაფერი, ქვიშაც მოჰყვება. ხალხს წყალი ვეღარ დაგვილევია, ეს რა ქვეყანაა.”

“ჩემს უბანში კი წყალი ისევ გაითიშა. არა, ამის მოთმენა წარმოუდგენელია. განა შეიძლება, წვიმიანი ამინდი გახდეს წყლის შეწყვეტის მიზეზი?”

 

ეს და სხვა მრავალი მიზეზი, ხშირად, თქვენი მხრიდან კომპანია GWP-ის „კეთილად“ მოხსენიების საბაბი ხდება. მთავარი ხომ ერთია, მოდის თუ არა ჩვენს ონკანში წყალი და სულაც არ გვაღელვებს, ვინ არის რეალურად ამაზე პასუხისმგებელი ან რა ხდება, თუნდაც, წყლის დროებითი შეწყვეტის მიზეზი?

მე ვინ ვარ? მე თქვენნაირი მომხარებელი ვარ, მეც თქვენსავით მაწუხებს წყლის ხარისხი და მისი უწყვეტი დინება ჩემს ონკანში. ხო, ვაღიარებ, ალბათ, მეც ხშირად გამომიხატავს პროტესტი, თუნდაც, სოციალურ ქსელში GWP-ის წინააღმდეგ. თუმცა, ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი.

12 ივლისს წყალმა ბუნდოვანი მხარეები ჩამორეცხა და სიმართლეც გამოააშკარავა. სწორედ ამ დღეს მოეწყო ბლოგერების ტური ყველა იმ წერტილში, საიდანაც თბილისის და მისი შემოგარენის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება.

ათვლის წერტილი ღრმა ღელის წყალსადენი გახდა, რომელიც არაგვისა და ჟინვალის წყლებით მარაგდება.

და პასუხი კითხვაზე: რატომ ხდება ძლიერი წვიმა წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი ?

მაგალითად, თუ არაგვის ხეობაში ძლიერი წვიმაა, ეს იწვევს მდინარის დაბინძურებას, რომლითაც ღრმა ღელის წყალსაცავი მარაგდება, შესაბამისად, ასეთ წყალს სტანდარტებთან მისაახლოებლად უფრო ხანგრძლივი პროცედურის გავლა სჭირდება, რაც, ზოგ შემთხვევაში, მოკლე დროით, წყლის მიწოდების შეფერხების მიზეზი ხდება. კომპანია GWP-ის პოლიტიკა ხომ ასეთია: სჯობს, მიწოდება შეაფერხო, ვიდრე მოსახლეობას არასტანდარტული წყალი მიაწოდო.

ლაბორატორია, სტერილური ხალათები და ჩვენი სასმელი წყლის სათავესთან სიახლოვე განსაკუთრებულად საინტერესო გამოდგა. აღმოჩნდა, რომ წყლის ხარისხის შემოწმება 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს სასიცოცხლო სითხის სანდოობაში.

და პასუხი კითხვაზე: ჩვენს ონკანში რატომ მოდის თეთრი შეფერილობის წყალი? განა ეს ქლორია ?

არა, რა თქმა უნდა, არანაირი ქლორი. ეს უბრალოდ გამოწვეულია წყლის ძლიერი ნაკადით და ჟანგბადის მოლეკულებით, რომელიც წყალს თეთრ შეფერილობას აძლევს. ნუ შეგეშინდებათ, ქლორის შემცველობა წყალში 40 წუთში ერთხელ მოწმდება.

„წყლის მუდმივი კონტროლი თქვენი ჯანმრთელობის უტყვი გარანტიაა, ეს GWP-ის უცვლელი პოლიტიკაა.”

და პასუხი კითხვაზე: რატომ მოდის ჩემს ონკანში ქვიშიანი წყალი ?

მაშინ, როდესაც ხდება წყალსადენი მილის გამოცვლა, რეაბილიტაცია ან სულაც საჭიროა მისი გაწმენდა, რაც ქვიშის მეშვეობით ხდება, შესაძლებელია, სასმელ წყალს მცირე ხნით ეს უკანასკნელი მოსდევდეს, რომელიც სრულიად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისათვის.

ტური ბუნებრივია ღრმა ღელის წყალსაცავთან არ დამთავრებულა, ლაბორატორიის შემდეგ ჩვენ ნატახტრის წყალსადენსა და ჟინვალის წყალსაცავს მივადექით. გაკვირვება ისტორიული ფაქტების მოსმენით კიდევ უფრო გაღრმავდა. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენებული სასიცოცხლო სითხის სათავეები, დღესაც იგივე შემართებით აწვდიან მოსახლეობას სასმელ წყალს.

მაგრამ ტურის მთავარი მიზანი მხოლოდ ისტორული ფაქტების მოსმენა არ ყოფილა. მიზანი იყო ერთი – დაიჯერე ის, რაც რეალურია, ქართული წყალი ხომ უნიკალურია.

ასე რომ, რჩევა, დაფიქრდი, სანამ წყალს დალევ, ამ შემთხვევაში სრულიად უადგილოა. 

და მაინც დაგრჩათ კითხვები? არ მესმის, პასუხი ხომ თქვენს ონკანებში მოედინება. დალიე წყალი და შეიგრძენი მისი ხარისხი!

პ.ს.

პოსტის დასასრული. ცხელა, დროა, წყალი დავლიოთ!

 

გიორგი ურუშაძე

ფოტოკოლაჟი

 

Advertisements

5 responses to ““უკაცრავად, მაგრამ ჩემს ონკანში ქლორიანი წყალი მოდის?”

  • koronatoidar

    ვაა. მე კიდე რამდენჯერ მომიხსენებია “კეთილად” წყლის კომპანია. სღ! ინფორმატიული და ორიგინალური პოსტია! 🙂

  • Giorgi Dalaqishvili

    anu ra gamodis tu 40 wutshi ertxel mowmdeba qloris shemcveloba wyalshi shemowmebidan 5wutshi rom qloris donem shemtxvevit moimatos da daiwamlos ramdenime raioni sad midian?

    • teennewson

      გამორიცხულია გიორგი ქლორიანი წყალი გაეპაროთ. 24 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მოწმდება წყალი. ქლორის რაოდენობა კი ასე უბრალოდ არ იმატებს.

  • ლიზა

    რა კარგია, რომ ეს ტური ჩატარდა, ცოტათი დავმშვიდდი 🙂

  • Georgicus

    ისეთი პოსტია ჯივიპის ნდობა ერთიორად გამეზარდა 🙂 რაღა მომკლავს აწი, წყალი შეწყდება და ამ პოსტს გავიხსენებ :3

    ისე, არც გუშინ იყო სადმე ცუდი ამინდი და არც ახლა, როცა ამ პოსტს ვკითხულობდი, და პრობლემა მგონი სხვა რამეშია. ასეთი უნიათო გაპრავება ვიკმაროთ? თუ წყალი არ მოდის, მიუხედავად იმისა დარია თუ ავდარია ეს ბევრ რამეზე მიუთითითებს?

    პს: ეგებ გამარკვიოთ, რომელი სტანდარტით არის დაშვებული ქვიშიანი წყლის დალევა და მისი უვნებლობა? (აღარაფერს ვიტყვი ჭიების ცვენაზე)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: