დაბნეული პირველკურსელი თსუ-ში


დღეს 4 ოქტომბერია, ანუ სულ რაღაც ერთი დღეა, რაც ჩემდა საბედნიეროდ თუ საუბედოროდ(ამას დრო გვიჩვენებს) დაიწყო სწავლა, მაგრამ ერთი განსხვავებით, ამჟამად არა სკოლაში, არამედ უკვე უნივერსიტეტში ვაგვიანებ.

პირველმა დღემ საკმაოდ ნორმალურად ჩაიარა თუ არ ჩავთვლით სტუდენტების მიერ მოწყობილ აქციას, რომელმაც ჩემზე ცუდათ იმოქმედა, უფროსწორად დამაფიქრა იმ არჩევენაზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ მივიღე.  ეს არჩევანი კი უნივერსიტეტის შერჩევას ეხება. (ვიდეო ნახეთ აქ)

ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან თსუ-ში სულ 2 დღის მისული ვარ და სიმართლე  გითხრათ პირველი შთაბეჭდილებები საკმაოდ კარგია, ვფიქრობ თავისუფლად შევძლებ სწავლას.
სხვის აზრს კი ნამდვილად არ მოვიხვევ თავზე, მირჩევნია მე თვითონ აღმოვაჩინო ხარვეზები, რათქმაუნდა თუ ის არსებობს, ვიდრე ვიღაცის ბლუდუნს მოვუსმინო, რომელიც შეიძლება საფუძველმოკლებულია.

ლექციები უკვე დაგვეწყო, მეც ვცდილობ მთელი შემართებით შევუდგე სწავლას, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არასდროს მიფიქრია აღმოსავლეთმცოდნეობაზე, დღეს ვხვდები, რომ საკმაოდ კარგი პროფესია შევარჩიე.
მთავრი ხომ ისაა, აკეთო ის რაც გსიამოვნებს და ისწავლო ის რაც მოგწონს, ასე, რომ მგონი ამ საკითხებში მე და ჩემი ფაკულტეტი ერთმანეთს ვუგებთ.

ბავშვენს ნელ-ნელა გავიცნობ, მართალია ძნელია ამდენ ადამიანში ვინმე გამოარჩიო ან მიხვდე ვინ როგორია, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი გაირკვევა …
იმედია პირველკურსელებისათვის დამახასიათებელი ჩვეული დაბნეულობაც მომშორდება და უკვე თამამად შევუდგები, აწ უკვე სტუდენტურ ცხოვრებას, რომელიც მრავალ საინტერესო დაბრკოლებას თუ პირიქით სასიამოვნო სიურპრიზებს მპირდება…

პ.ს

ეს პოსტი, როგორც სხვა რამდენიმე  განსაკუთრებული სიჩქარითაა დაწერილი, ესეც იმიტომ, რომ ამ სტუდენტობის გადამკიდე ბლოგისთვის მთლად ჩემებურად ვეღარ მოვიცალე, მაგრამ გპირდებით გამოვნახავ ხოლმე დროს და აუცილებლად მოგაწვდით ახალ საინტერესო პოსტებს… : )

Advertisements

19 responses to “დაბნეული პირველკურსელი თსუ-ში

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: