Tag Archives: უნარშეზღუდული

დღე პირველი

დღე პირველი, როცა ვიგრძენი შიში, იმისა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. დღე პირველი, როდესაც ვიგრძენი შემეძლო გამეკეთებინა ღირებული, საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც და დღე პირველი, როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება და ის ამაოება, რომლითაც ყოველდღე ვსაზრდოობ.

აჰა, გათენდა ის პირველი დღე, როდესაც ემოციების მთელი კოლონა გაცოცხლდა ჩემში და სითბოების ნეტარი ძალა ჩამეღვარა მთელ სხეულში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა თან მდევს და არ მანებებს ვიფიქრო ამა ცხოვრების ამაოებებზე. არამედ მაიძულებს ვიყო ისეთი არსება, რომელიც იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად და არა გამოუსადეგარ, უსულო, ხორცშესხმულ არსებად.

პირველი წუთები იყო შიშნარევი, შემდეგი წუთები კი სევდანარევი და ბედნიერებით აღსავსე.

თვალები გამალებით მისჩერებოდნენ და ცდილობდნენ გარეთ არ გამოეშვათ სველი ემოციები. გული უჩვეულოდ ჩქარა სცემდა და არაამქვეყნიურ ხმაურს გამოსცემდა. ცდილობდა ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ის ამ წუთებში განიცდიდა სხვა ორგანოებისთვისაც გადაეცა. წაიკითხე მეტი >


ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით !

ჩვენ ადამიანები თითქმის ყოველთვის უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ცხოვრებით და არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დიახ ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით.  ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდ სახეს იღებს და ადამიანში ადამიანურ თვისებებს კლავს. აქრობს გრძნობებს, ემოციებს და ადამიანს რობოტად აქცევს, რომელმაც ეგრეთწოდებული ”თასკები” უნდა შეასრულოს.  – ეს ყველაფერი რატომ ? იმიტომ ,რომ ჩვენ გვავიწყდება, რომ იმითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რაც გაგვაჩნია, რადგან არსებებონენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ბევრად უარეს მდგომარეოაში იმყოფებიან. მათ ხალხი ”უნარშეზღუდულებს” უწოდებს, რასაც მე არ ვიზიარებ, ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უფრო უნარშეზღუდულია, ვიდრე ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი. წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)