“მე ჟურნალისტი ვარ და შენ გატყუებ”


მე ბლოგერი ვარ, მე ჟურნალისტი ვარ, მე ადამიანი ვარ, რომელიც ხალხს ატყუებს – ეს ის სიტყვებია, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს ქვეტექსტად გასდევს. საქართველოს მასმედია თავის თავში აერთიანებს სწორედ ასეთ ჟურნალისტთა ერთობლიობას. სპეციალურად არ ვეხები ბლოგერებს, რადგან მათ სრული თავისუფლება აქვთ, ისევე, როგორც ჟურნალისტებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი არ არიან “ვალდებულები” დაიცვან პროფესიული ეთიკა, რომელიც დიდი ხანია ყველამ მიივიწყა.
მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ წერონ ყველაფერზე ფაქტების გარეშე. ეს ხომ ძალიან მარტივია, თანაც მაშინ როდესაც ამაში ფულს გიხდიან. ჟურნალისტის დანიშნულებაც ხომ სწორედ ესაა, მოატყუო საზოგადოება და ეს ისევ მათვისდა სასიკეთოდ. ვითომ, რატომ უნდა დაუმძიმო გული საცოდავ ხალხს მწარე რეალობით.

საცოდაობაა მედიის დაყოფა პოლიტიკური შეხედულებების თუ პარტიული კუთვნილების მიხედვით. მაგრამ ეს რეალობაა. არსებობს სამთავრობო და ოპოზიციური არხები, რომელთა მთავარი მზიანი ერთმანეთის ტალახში ამოსვრა და არაპირდაპირი გზით გინებაა. არც ერთი მათგანი არ აშუქებს ობიექტურ სინამდვილეს.

ამ ბოლო დროს ასევე მომრავლდა ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები, რომელთაც ხშირ შემხთხვევაში ცალკეულ ადამიანთა ჯგუფები მართავენ. მათმა ნაწილს ობიექტური სინამდვილის ბუნების შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს. ისინი წერენ საკუთარი მსოფლმხედველობის ვიწრო პრიზმიდან გამომდინარე და სულაც არ აინტერესებთ რა იყო სინამდვილეში. ისინი ყურადღებას ამახვილებენ არა მოვლენის მთლიან შინაარსზე, არამედ მოვლენის ისეთ მომენტზე, რომელიც ცალკე აღებული სულ სხვა ინფორმაციის მატარებელია. იმედია, მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ. თქვენ, ყველას კარგად გეცოდინებათ თუ როგორ ამახინჯებს ქართული მასმედია ინფორმაციას საკუთარი დამონტაჟენული, ინტერპრეტირებული ვარიანტებით.

არხები, რომლებიც წესით მხოლოდ ინფორმაციას უნდა აშუქებდეს, ბულვარული პრესის მსგავსად ჭორებით აბრუებს საზოგადოებას. კონკრეტული პიროვნების თითოეულ შეცდომას, არასწორ ჩაცმულობას თუ სხვა ნიუანს კარგად შეფუთულ ზღაპარს აბამენ და ისე ავრცელებენ საზოგადოებაში.

დღეს ვერც კი მოძებნით ისეთ ტელევიზის, რომელიც მოვლენებს ობიექტურად აშუქებს. პრესაში საქმე შედარებით კარგად გვაქვს, რადგან იქ ორიოდე გაზეთი მაინც, მოიძებნება, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს საზოგადეობას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია.

ასე რომ, როგორც ხედავთ საქმე საკმაოდ რთულადაა, პრობლემის მოგვარება საკმაოდ ძნელი იქნება და ეს უახლოეს მომავალში არც არის მოსალოდნელი. სანამ ჟურნალისტიკა არ განთავისფლდება მთავრობის წნეხისაგან და არ გახდება ფინანსურად დამოუკიდებელი, ბოლომდე ვერასდროს შესძლებს გახდეს ისეთი ორგანო, როგორიც სინამდვილეში უნდა იყოს. ის ვერ შეძლებს შეასრულოს თავის ძირითადი დანიშნულება – სიმართლის თქმა და ამით ხალხის სამსახურში ყოფნა.

Advertisements

12 responses to ““მე ჟურნალისტი ვარ და შენ გატყუებ”

  • Ana Ghviniashvili

    გიო,საერთოდ რას ეძახი ობიიქტურობას.იმის რწმენა რომ ვინმე ობიექტურია,მითუმეტეს ჟურნალისტი ერთი დიდი მარაზმია.პრობლემა მარტო ჟურნალისტებში კი არ არის,ხალხშია,ჩვენშია.ყველაფერზე ჩუმად ვართ,ისე “ვტლიკინებთ’მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება არაფერსაც არ ვაკეთებთ.მეც მაწუხებს ეს მდგომარეობა,თან ძალიან,მაგრამ მგონი უნდა მოვიდეს დრო სხვას არ დაუწყოთ ყურება და რაღაცის გამოსწორებას ჩვენც შევცადოთ…

  • teennewson

    ობიექტურობაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჟურნალისტის მიერ არა დამახინჯებული, არამედ სწორი, ნამდვილი ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისათვის. თორემ ყველასთის ნათელია, რომ აბსოლიტურად ობიექტური ვერავინ იქნება გასაგები მიზეზების გამო.

    გეთანხმები, პრობლემა ხალხშიცაა, რადგან ჩვენი სიჩუმით ამ ყველაფერს ხელს ვუწყობთ. ეს პოსტი სწორედ იმიტომ დაიწერა, რომ მინდა რაღაც გამოსწორდეს. ხალხს ხმა მივაწვდინო და ყველამ ერთად დაიწყოს ზრუნვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად….

  • Butterfly

    ჩვენ ყველა ერთმანეთს ვატყუებთ !

    • teennewson

      რატო მატყუებ ? : დ

      რას გულისხმობ , უფრო კონკრეტულად მითხარი … : ))

      • Butterfly

        🙂 აი ასე უბრალოდ… ჩვენ ყველა ერთმანეთს ვატყუებთ… შენთვის მომინდ(ვ)ია უფრო დაკონკრეტება და ამის იქით რასაც იგულისხმებ 🙂

  • teennewson

    ხო და პაციენტებთან ტყუილი არ სჭრის ისე :დ ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია – ამ პრინციპით მოქმედებ შენ როგორც ჩანს… : )) პრინციპში შენი კომენტარის ქვეტექსტს თავიდანვე მივხვდი და გეთანხმები ნაწილობრივ…

  • natia121

    ძირითადად გეთახმები, მაგრამ “ფინანსური დამოუკიდლებო” არ არის ერთადერთი გამოსავალი. საერთოდ როგორ უნდა მიაღწიონ მაგ დამოუკიდებლობას, ანუ მედია უნდა იყოს ცალკე ორგანო? რომელიც ისევ სახელმწიფოსგან მიიღებს დაფინანსებას ხო? აბა კერძო ბიზესი ხო არ იქნება :დ ხოდა მოკლედ ადამიანებს ფინანსურზე მეტად აზროვნების თავისუფლება აკლიათ:დ

  • teennewson

    ფინანსური დამოუკიდებლობა და ცალკე ორგანო რა შუაშია, მითუმეტეს სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღება. აქ საკმაოდ რთული ჯაჭვია. მედია საკუთარი რეკლამებით , შემოსავლით უნდა არსებობდეს, რაც უშუალო კავშირშია ბზინესის განვითარებასთან და მის დამოუკიდებლობასთან. აზროვნების თავისუფლება ში ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ეს უფრო რეალ ტივის და მსგავსი არხების ჟურნალისტებს ეხება. (არ ვგულისხმობ ყველა მათგანს) მე სრულიად არ მიმაჩნია, რუსთავი 2 ის ან სხვა რომელიმე არხის ჟურნალისტები თავისუფალი აზოროვნების მიღმა მყოფები იყვნენ. უბრალოდ ისინი თავლს ხუჭავენ ან ახუჭვინვებენ ორმაგი სარგებელის პრიცნიპით.

  • niniTo

    ჯერ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვართ (ობიექტურობას რომ უწოდებ). დღეს ყველა პოლიტიზირებულია და სანამ ასე იქნება, არ გვეყოლება ობიექტური მედია. თავი იმპერიაში მგონია, ძალიან შორს ვართ დემოკრატიისგან და თუ სისტემა (ხალხს მნიშვნელობა არ აქვს) არ შეიცვალა, ასე ვიქნებით მუდამ.

  • mettichara

    yvelam karagd icis rom titouli jurnalisti karieraze fiqrobs, rom isini shezgudulebia rian da ver gaashuqeben yvelfrs,yvelam kargad cici tu raoden shelamazebulia televizorshi gashvebuli informaciebi ad mainc sjerat mati,mahin vinaa damnashave? me momavali jurnalisti var da nadvilad ver davdeb pirobas ro si ertaderti gamonaklisi voqnebi vinc mxolod da mxolod simartles ityvis:)

  • teennewson

    სიმართლის თქმა მარტო ჟურნალისტზე არ არის დამოკიდებული. არც ერთი ჟურნალისტი არ ირჩევდა ჟურნალისტიკას იმ მიზით, რომ მერე ხალხი გაებრუებინა ტყუილებით. უბრალოდ ეს სახელმწიფოს პოლიტიკის ბრალია და ნაწილობრივ თვითონ ჟრნალისტებისაც, იმიტომ, რომ ხმას არ იმაღლებენ და მორჩილად უკრავენ თავს…

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: