”მის საქართველოს” ოჯახური ტრაგედია


სილამაზის კონკურს ”მის საქართველო 2011” -ის გამარჯვებულს, ჟანეტ ქერდიყოშვილსა და მის ოჯახს სიხარული არ დასცალდათ, მოულოდნელად ტრაგედია დაატყდათ თავს. 7 ოქტომბერს ჟანეტის უმცროსი და, 8 წლის ანიტა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ბავშვი ბენდელიანის ქუჩაზე, რვასართულიანი კორპუსის მეექვსე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ბავშვს დააბდებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც სახლსში მარტო არასოდეს ტოვებდნენ. ტრაგედიის დღესაც ის 17 წლის ძმასთან ერთად იყო, რომელიც მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად რამდენიმე წუთით ჩავიდა, უკან მობრუნებულს კი პატარა დაიკო დაღუპული დახვდა. ანიტა პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლის ეზოში ჩავრდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, გოგონა იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, ის გზაში გარდაიცვალა.
მისი ძმა ამ შემთხვევის შემდეგ თავის მოკვლასაც კი ცდილობდა.

ეს მართლაც, რომ შემზარავი ფაქტია, პირადად ჩემზე ძალიან იმოქმედა. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ალბათ ღმერთს, მართლაც  ანგელოზები მიჰყავს თავისთან.


5 responses to “”მის საქართველოს” ოჯახური ტრაგედია

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)