Tag Archives: facebook

რჩევები აბიტურიენტებს

მოკლედ მე და ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა რჩევები, რომელსაც  წელს შემდგარი სტუდენტები მისცემენ ახლად გამომცხვარ აბიტურიენტებს…. ეს ყველაფერი ცოტა იუმორით და ცოტა სერიოზულობით გამოირჩევა…

ჯობია თქვენი თვალით იხილოთ :

  • ვაი თქვე საცოდავებო (ეს ცუდათ არ მიიღოთ, უბრალოდ გულწრფელად თქვეს)
  • არავითარი სექსი გამოცდის წინ ერთი კვირის განმავლობაში მაინც.
  • ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
  • წაიკითხე მეტი >

Advertisements

facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს

მე ჩავები თეგ–თამაშში, რომლის იდეის ავტორია  Ado Doodlez. 

 საერთოდ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად facebook-ის მიმართ ამ პოსტში მაქ გამოხატული და თუ გსურთ გაეცანით > facebook მანია… (მოდი ცოტა კრიტიკულად და ცინიკურად შევხედავ ამ ყველაფერს)

და მაინც რას ვიზავ  facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს? უბრალოდ გავიფიქრებ, ღმერთო ამხელა ბედნიერების ღირსი განა იყო კაცობრიობა? დიახ თქვენ შეცდომით არ წაიკითხეთ ეს ფრაზა, რეალურად მართლაც ასე ვფიქრობ, განა რა მოგვიტანა facebook -მა ისეთი, რომ ღირდეს მის გამო ნერვიულობა, დროის ფუჭი კარგვა და უაზრო  ალიაქოთი… წაიკითხე მეტი >


მინდა ვიყო ბლოგერი

ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაც ახლის გაკეთება მომინდა, მომბეზრდა ყოველდიურად facebook -ში ჯდომა და უაზრო მიწერ-მოწერა. თანაც ხელსაყრელი პირობებიც მაქვს ჩემდა სამწუხაროდ, ზაფხულია მე კიდე ვერსად მივდივარ, რაღა დამრჩენია ამ სიცხეში წერის გარდა, თანაც ეროვნული გამოცდებიც წელს ჩავაბარე და პასუხებს ველოდები, მოკლედ ემოციურად საკმაოდ დატვირთული ვარ. ასე, რომ თქვენ გაგანდობთ ჩემს აზრებს, რაც არ უნდა სულელურად მიიჩნოთ ისინი. მინდა წერა და მოდი თქვენი ნებართვით დავიწყებ ამ ბლოგერობას, ერთად ვნახოთ რა გამომივა. ამ გადასახედიდან საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია, იმედია ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდები. ხო და კიდევ მთავარი, ვინც ჩემს ბლოგზე მოხვდებით, ეს იქნება გამოცდილი ბლოგერი, უბრალო მკითხველი თუ გზააბნეული არ მოგერიდოთ რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ….


facebook mania

facebook-ი , ის სოციალური ქსელია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ნებით თუ უნებლიეთ ჩვენ ყველანი მის სივრცეში აღმოვჩნდით. გავხდით მასზე დამოკიდებული. იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი შეიქმნა, მისი მევეობით ვცდილობთ კონტაქების დამყარებას, რათქმაუნდა ვირტუალურად, რაც საშუალებას გვაძლევს დიდი ხნის უნახავი ახობლები მოვიკითხოთ და კომპიუტერის მევეობით მაინც გვქონდეს მათთან კავშირი, მაგრამ facebook- ის ფუნქცია მხოლოდ ეს არ არის, მას სხვა ბევრი დატვირთვაც აქვს. მისი თამაშები, სხვადასხვა აპლიკაცია ძალიან მიმზიდველი და სანტერესოა, ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში მშვენიერია, მაგრამ გაჩნდა პრობლემა facebook მანია, მრავალი ადამიანი მიეჯაჭვა facebook-ს , 24 საათის განმავლობაში მის გარეშე ვეღარ ძლებს და სხვა უფრო მნიშვნელოვან საკითხებს უკანა პლანზე აყენებს. ბევრი თქვენგანი დამეთანხმება, რომ facebook-ს დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითი მხარეც საკმაოდ დიდი რაოდნობით აქვს, მათ შორის უმნიშვნელოვანესია დროის ფაქტორი, მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ იგი აღარ უნდა გამოვიყენოთ, პირიქით, გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ზომიერების ფარგლებში. ამ სოციალურმა ქსელმა საართველოში ბოლო წლებია საკმაოდ მყარად მოიკიდა ფეხი და პოზიციები დაათმობინა ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა მაგალითად ადნაკლასნიკები …


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: