Category Archives: თეგ თამაში

ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება …..

მოკლედ ამ თამაშში ველურმა ორქიდეამ დამთაგა… ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდით რაზე უნდა დავწერო , მაგრამ დღეს ისეთი დღეა, რომ არ შემიძლია ამ პოსტში არ მოვიხსენიო განათლების სამინისტროს ”ბრწყინვალე ” მუშაობა. გაგიკვირდებათ და ჩვენი ძვირფასი სამინისტრო ახალი ინოვაციებით გვაოცებს. ახლახანს ახალი პროგრამა დანერგეს, არ ვიცი საიდან შემოიტანეს, მაგრამ აბიტურიენტებთან დაახლოების მიზნით მათ გადაწყვიტეს ღადაობის და დაცინვის გზით მჭიდრო კავშირი დაამყარონ მათთან.

მოკლედ ჯერ იყო ამ განცხადებით დაიწყეს :
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! პირველადი ჩარიცხვების შედეგები, სავარაუდოდ, 15-დან 25  აგვისტომდე გახდება ცნობილი.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, დავიჯერეთ და დიდი მოლოდინით ველოდებოდით ამ რიცხვს და იმედი გვქონდა 25 ში მაინც დაიდებოდა საბოლოო პასუხები, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ხომ უნდა განახორციელონ საკუთარი ახალი პროგრამა , რათქმაუნდა ისევ და ისევ ჩვენს თაობაზე, რომელსაც უკვე საცდელ კურდღლებად თვლიან. წაიკითხე მეტი >


საუკეთესო პერიოდი ანუ გზა ბილიკისაკენ

261971_10150227218337562_276813237561_7321905_499899_n მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე მოგიყვეთ.
მოგიყვეთ არა მარტო ჩემზე, არამედ იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
მოკლედ ეს ორგანიზაცია გახლავთ საზოგადეობა ”ბილიკი”, რომელთანაც  პირველი შეხება 13 წლის ასაკში მქონდა.

ახლა კი ნელი ნაბიჯით გამოყევით ამ პოსტის ბილიკს….მისმა სიგრძემ არ შეგაშინოთ.. ბილიკის დასასრულს თქვენ სინათლეს დაინახავთ 🙂
………

ერთხელ სკოლის მთავარ ჰოლში გავიარე და დავინახე განცხადება, რომელიც საცოდავად ეკიდა განცხადებების დაფაზე. გამიკვირდა, რადგან როგორც წესი განცხადების დაკიდება და მისი ჩამოხევა ერთია ხოლმე. ამიტომ ინტერესის გამო მივუახლოვდი და წავიკითხე წაიკითხე მეტი >


ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით !

ჩვენ ადამიანები თითქმის ყოველთვის უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ცხოვრებით და არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დიახ ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით.  ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდ სახეს იღებს და ადამიანში ადამიანურ თვისებებს კლავს. აქრობს გრძნობებს, ემოციებს და ადამიანს რობოტად აქცევს, რომელმაც ეგრეთწოდებული ”თასკები” უნდა შეასრულოს.  – ეს ყველაფერი რატომ ? იმიტომ ,რომ ჩვენ გვავიწყდება, რომ იმითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რაც გაგვაჩნია, რადგან არსებებონენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ბევრად უარეს მდგომარეოაში იმყოფებიან. მათ ხალხი ”უნარშეზღუდულებს” უწოდებს, რასაც მე არ ვიზიარებ, ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უფრო უნარშეზღუდულია, ვიდრე ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი. წაიკითხე მეტი >


facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს

მე ჩავები თეგ–თამაშში, რომლის იდეის ავტორია  Ado Doodlez. 

 საერთოდ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად facebook-ის მიმართ ამ პოსტში მაქ გამოხატული და თუ გსურთ გაეცანით > facebook მანია… (მოდი ცოტა კრიტიკულად და ცინიკურად შევხედავ ამ ყველაფერს)

და მაინც რას ვიზავ  facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს? უბრალოდ გავიფიქრებ, ღმერთო ამხელა ბედნიერების ღირსი განა იყო კაცობრიობა? დიახ თქვენ შეცდომით არ წაიკითხეთ ეს ფრაზა, რეალურად მართლაც ასე ვფიქრობ, განა რა მოგვიტანა facebook -მა ისეთი, რომ ღირდეს მის გამო ნერვიულობა, დროის ფუჭი კარგვა და უაზრო  ალიაქოთი… წაიკითხე მეტი >


ანაბეჭდი–ანკეტა [ნინუცას თეგ–თამაში]

რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?– ცხოვრობ ისე, როგორც შენ სინამდვილეში გინდა?

რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?– ცხოვრებაში…

რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?– კომპიუტერის, მობილურის, გაღვიძების… წაიკითხე მეტი >


სიყვარულის ტრენინგი

არ მინდა ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო, უბრალოდ მოკლედ მოვყვები ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც თავს გადამხდა… საერთოდ არ მიყავრს პირად თემებზე საუბარი, მითუმეტეს როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მაგრამ ეს პოსტი გამონაკლისი იქნება…..

ჩემს ქალაქში ანუ გორში არსებობს ერთი ძალიან მაგარი ორგანიზაცია სახელად ”ბილიკი”, სადაც ვიყავი ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი. ეს იყო კლუბი სადაც ყველა სკოლიდან იყო შერჩეული ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი და გაწევრიანებული ჩემს კლუბში. ყოველკვირეულად გვქონდა შეხვედრები, სადაც მე და კიდევ ერთი ჩემი თანაშემწე ვატარებდით ტრენინგებს, გასვლით ღონისძიებებს და შეხვედრებს ცნობილ, ინტელქტუალურ ადამიანებთან, ვაწყობდით საღამოებს და ასე შემდეგ….. წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)