Tag Archives: საშინელება

”მის საქართველოს” ოჯახური ტრაგედია

სილამაზის კონკურს ”მის საქართველო 2011” -ის გამარჯვებულს, ჟანეტ ქერდიყოშვილსა და მის ოჯახს სიხარული არ დასცალდათ, მოულოდნელად ტრაგედია დაატყდათ თავს. 7 ოქტომბერს ჟანეტის უმცროსი და, 8 წლის ანიტა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. წაიკითხე მეტი >


ნწუ !არ გვინდა ფული !

დღეს გიო აშკარად მღალატობს მუზა…ლოგიკური კითხვა : ”აბა რატომ წერ?” და პასუხი გნებავთ ლოგიკური ან თუნდაც არალოგიკური ? :დავპირდი პუშკინას და არ მინდა ეს პირობა დავარღვიო : )მოკლედ არ ვაპირებ ეს ადამიანი ვაქო და ვადიდო(ეყოს კაცო ისედაც ბევრს უყვარს:დ)სულ სხვა თემაზე მინდა დღეს საუბარი,რომელიც ბევრჯერ ყოფილა დავის საგანი და შეიძლება გაცვეთილიც ვუწოდოთ,მაგრამ

ახლახანს ვუყურე ”სპეციალურ რეპორტაჟს” და სიმართლე გითხრათ თავი სერიალში მეგონა.ოჯახის წევრს,საყვარელ ადამიანს კლავ იმისთვის,რომ რაღაც მათხოვრული და მიზერული თანხა(ზოგი იტყვის 35 000 რა მიზერულიაო,მაგრამ დამიჯერეთ სულ უცნობის მოკვლაც არ ღირს ამ თანხის და საერთოდ არანაირი თანხის სანაცვლოდ და მით უმეტეს შენი დის,ძმის,მამის,დედის,ბიძაშვილის და ა.შ.)მიიღო მემკვიდრეობით. წაიკითხე მეტი >


ბებერი ნაძირალა

ცხოვრება ამაზრზენია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
დავრწმუნდი რა ამაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რომ ადამიანები კიდევ უფრო შემზარავები არიან საკუთარი არაადამიანური ქცევებით.

რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა მაწუხებს, რამდენი გაშმაგებული აზრი აწვება აზროვნების ბუდეს და ამოხტომას ლამობს, რადგან ვერ გაურკვევია, ასეთი აზრები ხომ არ შეესაბამება იმას, რისიც მას აქამდე სჯეროდა. ნუთუ ყველა ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს საშინელი დანაშაული, ისე, რომ არ იფიქროს შედეგზე, იმ ადამიანზე, რომელსაც ის გულს სტკენს. ეს კიდევ მარტივი ნათქვამია, გულის სტკენა არაფერია, რადგან ზოგჯერ ერთი ადამიანი თავისი არაადამიანური ქცევით სხვას ცხოვრებას უნგრევს, უმახინჯებს იმ გზას, რომელიც მას გასავლელი აქვს , სადღაც აქრობს და მას მხოლოდ თვითგვემას ან არარსებულ მომავალს უსახავს. უნადგურებს ცნობიერებას და იმ ყველაფერ ძვირფასს , რაც ყველა ადამიანში უნდა ცოცხლობდეს მთელი თავისი ძლიერებით. წაიკითხე მეტი >


თავის ტკივილი

რამოდენიმე დღეა თავის საშინელი ტკივილები მტანჯავს და ეს ყველაფერი ჩემი ბრალია… ზუსტად მეოთხეჯერ გამიმეორდა ეს ტკივილები და თანაც რის გამო? უბრალოდ სველი თმებით გავდივარ ქალაქში… არა და მგონია ხოლმე, რომ მშრალია.. : )

მოკლედ ეს რამდენჯერმე ზამთარში მოხდა, გავედი სველი(უფროსწორედ ნესტიანი)თმებით და მერე 3 დღე თავის ტკივილები მტანჯავდა, ექიმთანაც ვიყავი, მეგონა მოვრჩი, მაგრამ არაფერიც…

ტკივილი არაფერია.. უბრალოდ უნდა ვაღიარო ავადმყოფობის მეშინია და ყოველთვის ცუდზე ვფიქრობ…
თანაც ხომ იცით, სველი თმები, გარეთ გასვლა, თავის ტკივილები რა ავადმყოფობას მოასწავებს…. წაიკითხე მეტი >


აგვისტოს სისხლიანი დღეები

დღეს 8 აგვისტოა… 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ სცადა.  3 წელი გავიდა, მაგრამ ჭრილობები დღემდე არ შეგვხორცებია, დღემდე ვგრძნობთ უზომო ტკივილს, რომელიც სულს გვიფორიაქებს, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს და განა სხვანაირად ცხოვრება შესაძლებელია საკუთარი ნაწილის გარეშე ? საკუთარი მოძმის, საკუთარი ტერიოტორიის გარეშე? არა რათქმაუნდა.  მე მტკივა, შენ გტკივა -ეს საერთო ქართული ტკივილია და მანამდე იარსებებს, სანამ ჩვენს კუთვნლ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ.  3 წლის წინ ქართველი ერი უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა. ჩვენ გვართმევდენენ საკუთარ მიწა-წყალს, ეროვნულ თვითშეგნებას, .. ომი, ბრძოლა, სისხლი, სიკვდილი ეს ყველაფერი იმ პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,  თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ ამავდროულად თავს ყველაზე დაუცველად, ყველაზე მარტო ვგრძნობდით. Continue reading


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)