Category Archives: საინფორმაციო პოსტები

საშობაო ეპისტოლეს გამოძახილი

ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვაზე წარმოთქმულ პატრიარქის ეპისტოლეს დიდი გამხომაურება მოჰყვა. საზოგადოებრივი აზრი გაიყო. შეფასებები წირვის დასრულებისთანავე გაკეთდა. ერთ-ერთი პირველი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყო:  “პატრიარქის წლევანდელი ეპისტოლე, ისევე როგორც ყოველთვის, ძალიან ღრმა, შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესო იყო”.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ  პატრიარქის ეპისტოლეს სოზარ სუბარიც გამოეხმაურა: ‘’მერამდენედ გაჟღერდა თემა ოჯახის სიმტკიცეზე. ქრისტიანობის მთავარი ფუნდამენტი, რომელიც პატრიარქის ეპისტოლეში იყო, არის ოჯახი და ოჯახის სიწმინდეზე ასეთი აქცენტების გაკეთება არ არის შემთხვევითი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი თითოეული ჩვენგანისათვის’’

პატრიარქმა ეპისტოლეში მრავალ ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის: თანამედროვე ოჯახის ფასეულობებზე, უმცირესობების უფლებებსა და მდგომაროებაზე, აბორტზე. ისაუბრა მასწავლებლების, დამლაგებლების დიასახლსიების და ზოგადად ადამიანთა მოვალეობზებზე, რომელიც მათ ღვთის და საკუთარი ზნეობის წინაშე გააჩნიათ. თუმცა, ყველაზე დიდი აჟიოტაჟი პატრიარქის ეპისტოლის ამ სიტყვებმა გამოიწვია: „შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?!“. ილია II-ის  საშობაო ეპისტოლეს ეს ნაწილი ალილოს მსვლელობაზე თამარ ხაჭაპურიძემ გააპროტესტა.  იგი მსვლელობას პლაკატით ხელში მიჰყვებოდა.

თამარ ხაჭაპურიძე

თამარ ხაჭაპურიძე

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე აფასებს, მისი განცხადებით, ის ბავშვთა დისკრიმინაციის რისკს შეიცავს. მისი თქმით, სახელმწიიფო ვალდებულია მსგავს დისკრიმინაციულ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

„მე წლების განმავლობაში ვმუშაობდი სახალხო დამცველის აპარატში და ჩვენ ადამიანის, ბავშვთა უფლებების კუთხით ვთანამშრომლობდით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან. განვიხილავდით იმ თემებს, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება. დღეს კი მინდა ვთქვა , რომ პატრიარქის საშობაო ეპისტოლე შეიცავს ბავშვთა დისკრიმინაციის რისკს. გამოიყო კონკრეტული ჯგუფი, რომელზეც ითქვა, რომ ისინი არ არიან სრულფასოვნები. ეს გამორიცხავს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მოთხოვნაა სახელმწიფო იყოს ადეკვატური მსგავსი განცხადებების მიმართ. სახელმწიფოს ვალდებულებაა , გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის დებულებები იყოს დაცული და ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებდეს, რაც სამწუხაროდ ამ ორი დღის განმავლობაში ვერ დავინახეთ. ამ ეპისტოლიდან გამომდინარე თანასწორობის იდეა გამოირიცხა“. -განაცხადა რუსთავი-2-თან საუბრისას ანა აბაშიძემ.

საშობაო ეპისტოლეს საპატრიაქროქსთან აქცია მოჰყვა. აქციაზე  საპატრიარქოს მხარდამჭერები უფრო ადრე მივიდნენ. მათ შორის იყო გიორგი გაბედავა, რომელმაც აქციის ერთერთ ორგანიზატორის, ეკა ჭითანავას ტრასპარანტის ჩამოგლეჯვა სცადა.

This slideshow requires JavaScript.

ეპისტოლეს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც გამოეხმაურა: „საჭიროა ეპისტოლეს არა მხოლოდ მოსმენა, არამედ ძალიან კარგად ჩაკითხვა, შინაარსში ჩაღრმავება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მასში უფრო საინტერესოს ვიპოვით თითოეული ჩვენი მოქალაქე და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო გაკეთებული მათ შორის, ისეთ თემებზე როგორებიცაა, აბორტები, სექსუალური უმცირესობები, აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები ამ სულისკვეთებას რაც არის ეპისტოლეში და ეს ასოლუტურად ტოლერანტული იყო“.

საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ კორძაია ფეისბუქზე პატრიარქის საშობაო ეპისტოლესთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას შემდეგნაირად ეხმაურება: „დღეს მწვავე დისკუსია გამოიწვია საშობაო ეპისტოლემ, ანუ მოსაზრებებმა, რომლებიც ეხებოდა სუროგატი დედების მიერ ან/და ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილ ბავშვებს, ასევე, სექსუალურ უმცირესობებს და „ადგილობრივი მოსახლეობის“ დამოკიდებულებას მათ მიმართ. ეს იყო გამოთქმული მოსაზრებები, და მაინც რამ გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა? მხოლოდ მოსაზრებამ არა, რა თქმა უნდა. ამის მიზეზი, ჩემი აზრით, არის ის, რომ მთელს ამ პროცესში არ ჩანდა ადამიანი, მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება“.

მე, როგორც ადამიანის (არა ადამიანების, ან ხალხის) უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ვთვლი, რომ უზენაესი ღირებულება არის ადამიანი, ეს იყო და არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განაცხადი და სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით მოვხვდი პარლამენტსა და ამ კომიტეტში. საქართველოს კონსტიტუცია იცავს თითოეული მათგანის უფლებას.”

საშობაო ეპსიტოლეს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც ეხმაურება: “ტექსტის ავტორებმა სამწუხაროდ, ვერ გათვალეს თუ რა ტკივილი შესაძლოა მიყენებოდა იმ ბავშვებს ამ განცხადების საფუძველზე. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი, რომ ეპისტოლეს ის ნაწილი, რომელიც სუროგაციას და ხელოვნურ განაყოფიერებას უკავშირდება, ის რამდენიმე ფრაზა, რომ გაჩენილი ბავშვები იქნებიან პრობლემატურნი და მოწოდება, რომ არ შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, არის მნიშვნელოვნად რისკისშემცველი.“

როგორც ხედავთ ეპისტოლეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის არიან მომხრეები და მოწინააღმდეგები.  „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ ხელმძღვნელი თეა თუთბერიძე ეპისტოლეს უარყოფითად აფასებს. მისი აზრით,  წლევანდელი ეპისტოლე ერთდაერთი არაა, სადაც „სისულელეები“ წერია.  “ჩვენი ეკლესია ქრისტეს გზას შორდება” – წერს თეა თუთბერიძე.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, სოციალური ქსელის მეშვეობით საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება.

“რაც შეეხება საშობაო ეპისტოლეს, ვფიქრობ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ თემებზე საჯარო დისკუსიის დროს. გამოხატვის თავისუფლება დაცულია და შეგვიძლია ყველაფერი ვთქვათ რასაც ვფიქრობთ, მაგრამ გამიჩდა განცდა, რომ ჩვენ ვტკენთ გულს პატრიარქს დაუმსახურებლად. პატრიარქს, რომელიც ყველაზე დიდი მაგალითი გვყავს სიყვარულის, მიმტევებლობის და თავმდაბლობის. მოვისმინე ისეთი კომენტარებიც კი, რომ თურმე პატრიარქი სიძულვილს ქადაგებს, არ უყვარს ეს ბავშვები, არ აღიარებს მათ, შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ….. ბევრი ევროპული ქვეყანა საკანონმდებლო დონეზე კრძალავს სუროგაციის მეთოდს. ჩვენთან ეს ბიზნესი და ტრეფიკინგის წყარო გახდა, თუმცა ვინც ამ გზით მოევლინა სამყაროს, მართლაც ისეთივე მშვენიერია და უსაყვარლესი, როგორც ყველა სხვა ბავშვი, როგორც ჩვენი შვილები. ბავშვი ბავშვია და ყველა გასაფრთხილებელია. “

საშობაო ეპსიტოლეს სასულიერო პირები და თავად საპატრიარქოც გამოეხმაურა.

მამა თეიმურაზის განცხადებით, პატრიარქის ეპისტოლე მოსახლეობამ არასწორად გაიგო. მისი თქმით, რა თქმა უნდა, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები არიან ჩვეულებრივი ადამიანები და ბედნიერებიც გახდებიან. მართმადიდებელი ეკლესია არა ბავშვებს, არამედ სურაგაციის გზით განაყოფიერებას ეწინააღმდეგება.

საპატრიაქროს განცხადება საზოგადოებას მამა თეოდორემ გააცნო, განცხადებაში საუბარია, რომ  ეკლესია ხელოვნური განაყოფიერებით და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვებს არ უპირისპირდება. აქვე  ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღები არ არის.

„ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ.“ – განმარტავს მამა თეოდორე.

საზოგადოებრივი დისკუსია აღნიშნულ თემაზე დღემდე გრძელდება. პოლიტიკური პირები, საზოგადო მოღვაწეები და სასულიერი პირები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს. პოზიციები იყოფა. თუმცა, საზოგადოება შემდეგ საკითხში ურყევია, სუროგაციის მეთოდით დაბადებული ბავშვები, სრულფასოვანი ბავშვები არიან.

გიორგი ურუშაძე


ახალი მედიის ინსტრუმენტები

ახალმა მედიამ ჟურნალისტიკაში გარდატეხა მხოლოდ შინაარსობრივი თვალასაზრისით არ მოახდინა. მთავარი წვილი ახალი მედიის ინტრუმენტებს მიუძღვით, რომელთაც სრულიად შეცვალეს თანამედროვე ჟურნალისტის მიდგომა ამბის გაშუქებისადმი.
ცოტა თქვენგანმა თუ იცის შემდეგი ინტერნეტ სერვისები : Dropbox, Google Drive, Soundcloud, Wunderlist, storify და Qik. ზოგიერთი მათგანს იცნობთ კიდეც, მაგრამ იყენებთ კი, მის სრულ შესაძლებლობებს?
dropbox
Dropbox – ეს არის ონლაინ მეხსიერების ბარათი. ძალიან კარგი საშუალება დისტანციურად ფაილების მიმოცვილსათვის და ასევე მათი რედაქტირებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დიდი ზომის ფაილი გაუზიაროთ მეგობარს, ისე რომ მას არ დასჭირდეს Dropbox – ზე  დარეგისტრირება.

Google Drive – ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების და პლაგინების მქონე ინტერნეტ გიგანტის სერვისი. ამჯამად, Drive-ის ერთ-ერთ პროგრამაზე – WeVideo-ზე შევჩერდები. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ, კითხვას – საჭიროა თუ არა ჩავწეროთ კომპიუტერში სპეციალური პროგრამა ვიდეოს დასამონტაჟებლად, შეგვიძლია უარყოფითი პასუხი გავცეთ.

Wunderlist – დღეიდან შეგიძლია დაივიწყოთ  To Do ლისტის შესამქნელად გამოყენებული ბლოკნოტები. ახლა ეს ისეთი მარტივი და მოსახერხებელია, ადვილად შესაძლებელია თქვენი მუშაობა ორმაგად ნაყოფიერი გახდეს. ამ პროგრამის მეშვეობით შეძლებთ დაგეგმოთ  დღის განრიგი, გაუზიაროთ იგი მეგობრებს და ძალიან მარტივად შექმნათ თქვენი ორგანიზაციის გასაკეთებლი საქმეების სია, რომელსაც ყველა თანამშრომელი ერთდროულად იხილავს.

storify – უნიკალური Web პლატფრომა, სადაც ქმნით თქვენ ონლაინ მედია არხს და იწყებთ მაუწყებლობას.  საქმე იმაზე მარტივადაა ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება გვეგონოს. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ სტატია, ისე რომ მულტიმედიური ინფორმაციის მოსაძიებლად არ დაგჭირდეთ ახალი სამუშაო ტაბის გახსნა. გჭირდებათ ვიდეო, სურათი, სოციალური ქსელიდან კომენტარების ამოღება ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღება? თქვენ ეს ყველაფერი storify-ის სამუშაო პანელში დაგხვდებათ.

Qik – მობილური ტელეფონით ან მცირე მეხსიერების მქონე კამერით ვერ ჩავწერთ დიდი მოცულობის ვიდეოს. ამ დებულების გასაბათილებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ინტერნეტ სერვისი – Qik.  ამ პროგრამის მეშვეობით თავისუფლად შეგვიძლია ჩავიწეროთ დიდი მოცულობის ვიდეო, რომელიც შეინახება პირდაპირ ინტერნეტ სივრცეში, თანაც კამერის დაზიანების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ვიდეოს დაკარგვისაგან.

Soundcloud – ეს არის ონლაინ აუდიო შემნახველი საკანი, ფლეიერი და ძალიან კარგი უფასო საშუალება, ავტვირთოთ აუდიო ფაილები და შემდეგ უპრობლემოდ ჩავსვათ იგი ჩვენს საიტზე. მაგალითისთვის, აქვე განახებთ გადმოტანილი აუდიო ფაილების ვერსიებს.

გიორგი ურუშაძე


დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


“არაბული გაზაფხული” ლიბიაში


2011 წელს თუნისში დაწყებულმა აჯანყებამ ნათელყო, რომ უკმაყოფილებას სოციალური და ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და აღნიშნული რეგიონის მაშტაბებს ბევრად სცილდებოდა.
”არაბული გაზაფხული” კი სწორედ ის სახელწოდებაა, რომელიც მსოფლიო მასმედიამ ამ მოვლენებს უწოდა, როგორც ჩანს, 1968 წლის ”პრაღის გაზაფხულის” ანალოგიით, როდესაც ხალხი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარულ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
მრავალ არაბულ ქვეყანაში არსებობდა ღრმა უკმაყოფილება საკუთარი რეჟიმებით, მაგრამ ”თუნისის რევოლუციის” სწრაფმა წარმატებამ პროტესტის აფეთქებისთვის დეტონატორის როლი ითამაშა.
დომინოს ეფექტით პროტესტი სწრაფად გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებს. უკვე 2011 წლის იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები: იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში; მარტში-სირიაში. რეგიონს გარეთ დემონსტარციები იყო ალჟირში, მაროკოში, ხოლო ლიბიაში , რომელსაც 1969 წლიდან, 42 წლის განმავლობაში თავის ოჯახთან და კლანთან ერთად უცვლელად მართავდა საერთაშორისო დონეზე უტაქტობითა და ახირებით ცნობილი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი, ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა. წაიკითხეთ მეტი >


ბლოგ სფერო საქართველოში

საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე. წაიკითხე მეტი >


”მის საქართველოს” ოჯახური ტრაგედია

სილამაზის კონკურს ”მის საქართველო 2011” -ის გამარჯვებულს, ჟანეტ ქერდიყოშვილსა და მის ოჯახს სიხარული არ დასცალდათ, მოულოდნელად ტრაგედია დაატყდათ თავს. 7 ოქტომბერს ჟანეტის უმცროსი და, 8 წლის ანიტა, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. წაიკითხე მეტი >


”რეაქტიურობა-პროაქტიურობა”

როგორია ჩვენი აწმყო?
საიდან მოვდივართ, ანუ ცხოვრების როგორი გზა გამოვიარეთ?
როგორი გვინდა, რომ იყოს ჩვენი მომავალი, ანუ სად გვინდა რომ ვიყოთ?

რატომ ვართ აქ და რა განაპირობებს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას და მომავალში რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემლად მრავალი მეცნიერი მუშაობდა, შეიქმნა არაერთი მიდგომა.

პირველი მიდგომა არის დეტერმინიზმის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ხასიათი იმთავითვე განპირობებულია სამი ფაქტორით და საკუთარი ცხოვრების მანძილზე ადამიანები ვეღარაფერს ვეღარ ცვლიან თავის ხასიათსა და შესაძლებლობებში.
ეს დეტერმინიზმებია: წაიკითხე მეტი >


ნიჭიერების მიძინებული ვულკანი ანუ ჯეოსტარი 2011

გუშინ სტარტი აიღო ყველასთვის კარგად ნაცნობმა მუსიკალურმა პროექტმა ჯეოსტარი 2011 – მა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. იგი ამერიკული პროექტის ”აიდოლის” ანალოგია და ასევე ძალიან გავს ბრიტანულ პროექტს x ფაქტორს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება.

სიმართლე გითხრათ თავიდანვე დიდი მოლოდინით ველოდებოდი ორშაბათს , რადგან გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად ვიხალისებდი მონაწილეების გამოსვლაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი ქართველების ზე-ნიჭიერებაში . ეს მოლოდინიც გამიმართლდა.
ჩემ თვალწინ ქართული ნიჭიერების მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა და ამოაფრქვია თავისი შემაშფოთებელი და გავარვარებული ლავა, რომელიც ჯეოსტარის ჟიურის დაუნდობლად დაუპირისპირდა. წაიკითხე მეტი >


”ვარსკვლავები” გვირჩევენ

ამ პოსტში გაგაცნობთ ვარსკვლავთა საუკეთესო რჩევებს, რომელთაც ისინი საკუთარი წარმატების გარანტად მიიჩნევენ…..

მაშ ასე…..

ალიშა ქისი:  ”გააკეთეთ ის, რაც გიყვართ.”

მეთიუ მაკკონაჰი:  ”არასოდეს დაეცეთ”
ტაირა ბენქსი: ”განავითარეთ თქვენი ნიჭი”
როზარიო დოუსონი: ”იცხოვრეთ აწმყოთი” წაიკითხე მეტი >


ყველაზე სექსუალურები საცვლებში

ბრიტანულმა ტაბლოიდმა ”სანმა” ვარსკვლავების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გამოიყურებიან საცვლებში. ყველაზე სექსუალურად და მიმზიდველად მომღერალი მელანი ბრაუნიდასახელდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ მე-3 შვილი გააჩინა. რეიტინგში მეორე ადგილი მომღერალმა ბიონსემ

მმმ.. მშვენიერია.. : )

დაიკავა, რომელიც, რათქმაუნდა, საცვლებში ორსულობამდე პოზირებდა. მესამე საპრიზო ადგილზე კი მომღერალი კეტი პერი გავიდა.

ამ სიაში ასევე მოხვდნენ: პამელა ანდერსონი, დიტა ფონ ტიზი, ვიქტორია ბექჰემი და ევა მენდესი.


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)