პირველი სამუშაო დღე, ანუ რეალობასთან კიდევ უფრო ახლოს


სპეციალურად ვცვლი ქუჩის სახელწოდებას და ადამიანთა სახელებს. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით. რა იცი, რა ხდება…. 

დღეს “სტუდენტური საზაფულო სამუშაოები” იმ ფაზაში შევიდა, როდესაც უკვე აქტიურად დავიწყეთ ჩვენი მოვალეობების შესრულება. თავიდანვე ვიცოდი, რომ მუშაობის პროცესი საინტერესო და მძიმე იქნებოდა. მე ხომ გორის მოსახლეობის სახლის კარები თამამად უნდა შევაღო და ლაღად გამოვიკითხო მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, ავღწერო მათი საბინაო პირობები.  არა მარტო ჩავინიშნო მათი პასუხები, არამედ ადამიანურად მივუდგე თითოეულ მათგანს და მხოლოდ სამუშაოს შესრულების სურვილის გამო არ გავაკეთო ჩემი საქმე.

დილის 11 საათი იყო, როდესაც მე და ჩემი მეწყვილე სამუშაო ადგილიდან დავიძარით და კომბინატისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუყევით. სიცხის მიუხედავად  წინ მივიწევდით, მზის მცხუნვარე ენერგიას ჩვენი ენთუზიაზმით ვახშობდით და პირველი დანიშნულების წერტილისაკენ გზას ვიკვალავდით.  რამოდენიმე წუთი მხოლოდ იმის გარკვევას მოვანდომეთ, თუ სად იყო მშვიდობის ქუჩის მეორე ჩიხი. ათვლის წერტილის პოვნის შემდეგ კი დადგა დრო დაგვეზარებინა კარზე და პირველი ოჯახი გამოგვეკითხა. კარზე პირველი დაკაკუნების მცდელობისას სარდაფიდან ვიღაც კაცმა ომახიანად შემოგვძახა. იმდენად ომახიანად, რომ ჩემი მეწყვილე დაფრთხა და სურვილი გაუქრო შიგნით შესვლისა. მაგრამ საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგ პიროვნებასთან მოვხვდით ოჯახში. იგი ზრდილობიანად დაგვთანხმდა ინტერვიუზე და სახლშიც შეგვიპატიჟა. ჩემი ყურადღება მიიპყრო ეზოში ლეკვების სიმრავლემ და იმ უბრალოებამ რაც იქ სუფევდა. არ გამკვირვებია ის პასუხებიც, რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა მოგვცა. ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, სულ 2 ოჯახი ერთად. ყველა მათგანი უმუშევარი იყო, არ გააჩნდა არანაირი შემოსავლის წყარო. მხოლოდ მოხუცების პენსიაზე იმყოფებოდნენ. არ ჰქონდათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მისაღები, ერთდროულად საერთო ოთახიც იყო და სამზარეულოც.  არ ჰქონდათ აბაზანა, მაგრამ ამის მიუხედავად არ წუწუნებდნენ და ბედს არ უჩივოდნენ.
მახსოვს გაუხარდა, როდესაც გაიგო ჩემი წლოვანება. გაუხარდა ალბათ იმიტომ, რომ ამ ასაკში მუშაობა კარგ ტონად ჩამითვალა. თანაც მისი შვილიც ჩემი თანატოლი უნდა იყოს.
საბოლოოდ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა.  ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და ჩვენ ჩვენი გზა გავაგრძელეთ. იმ დანარჩენი 4 ოჯახიდან, ვისგანაც ინტერვიუ უნდა აგვეღო 3 გან ანალოგიური სიტუაცია დაგვხდა. ყველა მათგანს უჭირდა, აწუხებდა უმუშევრობა, მაღალი ფასები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მათგან ერთი მოხუცი ქალი  განსაკუთრებით დამამახსოვრდა. რომელმაც საბუთებიც კი გვანახა იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი ხანია იბრძვის საკუთარი ბინის გასარემონტებლად გამგეობაში. მაგრამ პასუხი ისევ არ ჩანს. თურმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულა მისი ბინა და მას შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ავარიულ შენობაში უწევს ცხოვრება.
მე–5 რესპოდენტი რუსი ქალბატონი გამოდგა, რომელიც საკმაოდ მდიდრულ, საკუთარ ბინაში ცხოვრობდა. თავიდანვე შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ჩვენი მისვლა. ყოყმანის შემდეგ ჰოლში შეგვიყვანა, დაუძახა თავის შვილიშვილს, რათა მას შეევსებინებინა ჩვენთის ანკეტა. რატომღაც ეგონა, რომ რუსული არ გვესმოდა და შვილიშვილს რუსულად ეუბნეობდა: მთელი ოჯახის საიდუმლოებები გამოგვკითხეს, ყველაფერს ფარდა ახადესო …

აი, ასეთია ჩვენი ყოფა, ქართველებს საკუთარ სამშობლოში უკიდურეესად უჭირთ, მაგრამ ამის მიუხედავად არ კარგავენ ჩვეულ იმედს, მოლოდინს. რუსები კი ფუფუნებაში ცხოვრობენ და მაინც დაბღვერილი სახეებით უყურებენ სტუმარს…

დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნი თუ რაოდენ მძიმეა გორის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. თანაც ეს პირველი დღე იყო. დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უფრო მძიმე სურათების ხილვა მომიწევს.

Advertisements

11 responses to “პირველი სამუშაო დღე, ანუ რეალობასთან კიდევ უფრო ახლოს

  • Elene Vardzelashvili

    giiooo:) igive situacia dagvxvda chvenc yvelam migvigo roogorc sakutari shvilebi ,namdvilad gulwrpelad vambob qartveli xalxis stumartmoyvareobas sazgvari ar aqvs . tavidan megona rom karebs cxvir win mogviketavdnen da ar shegvishvebdnen ,tummca es ase ar moxda ,ristvisac madlobas vuxdi im 5 ojaxs vinc dges gamovikitxet:) ,zogi martlac sashinel pirobebshi cxvorobs tumca cdilobs imedia shexedos am ambavs ,yveelas ojaxshi sadac ki shevedit dagxvda erti-erti yvelaze didi da mwvave problema UMUSHEVROBA!! imedia odesme ragac dozit maiinc shemcirdeba es ert-erti yveelaze didi da aqtualuri problema))

  • teennewson

    კი ყველა ოჯახში ანალოგიური პრობლემები აქვთ და იმედია ოდესმე მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ ! ))

  • ანონიმური

    chemi samsaxuri ufro seriozuliaa….me gacilebit meti pasuxsimgebloba makisria

    • teennewson

      კი ყავის სმას დიდი პასუხისმგებლობა უნდა. ყელში არ გადაგცდეს მაინც რავი :დ მე კი გამახარებ მაგით, მაგრამ…. : ))

  • პარანოიდი

    იმიტომაც ქონდა ალბათ ესეთი რეაქცია, რომ გუმანით ხვდებოდა მერე ასეთ პოსტს დაწერდი ^___^

  • მეანდერძე

    ისე გიწერია თითქოს საქართველოში ყველა რუსი ფუფუნებაში ცხოვრობს და ნამდვილად უარყოფითი დამოკიდებულება იგრძნობა მათდამი, ალბათ განზრახ არა, მაგრამ დამერწმუნე ნამდვილად ეს ტონი იგრძნობა.

    • teennewson

      როცა მაგ ფრაზას ვწერდი, მეც ზუსტად ეგ გავიფიქრე. მაგრამ ბოლოს მაინც დავწერე… რა თქმა უნდა რუსებს ისევე უჭირთ, როგორც ქართველებს. უბრალოდ ქართველები ბევრად სტუმართმოყვარეები არიან და უფრო კარგად გვხვდებიან. ზოგადად, ღაირბებმა უფრო თბილი მიღება იციან….

  • Jane

    საინტერესო სამუშაო გელის როგორც ვატყობ. ისე, ბოლო მონაკვეთთან დაკავშირებით მინდა დაგეთანხმო. მარტო რუსები არა, სხვა უცხოელებიც უკეთ ცხოვრობენ ვიდრე ქართველები. დიპლომატიურ მისიებს და ეგეთ ხალხს არ ვგულისხმობ რასაკვირველია. უბრალოდ, ისე დაემთხვა რომ ჩემ ირგვლივ მსგავსი მაგალითები მრავლადაა. რუსებიც, პოლონელებიც და კიდევ გერმანელი ვიცი ერთი ოჯახი, რომლებიც რაღაც ბიზნესებს აკეთებენ აქ : )))))
    მარტო დახვედრა-მასპინძობა არაა აქ სხვაობა..

    • teennewson

      კი, სრულიად გეთანხმები. გარშემო, რომ მიმოიხედო უამრავ მაგალითს აღმოაჩენ…. ეს ჩვენ ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: