Tag Archives: ოცნება

მახსოვს ვინატრე

აი დადგა დღე, როდესაც მივხვდი, რომ გავიდა კიდევ ერთი მრავლის მომცველი და ზოგჯერ ერთფეროვნად მიმავალი 2011 წელი. დავფიქრდი და კიდევ ერთხელ დავაკლიკე ადამიანური შესაძლებლობების მაკონტროლებელ ღილაკს, მივუთითე ფუნქცია ”გადახვევა” და დავბრუნდი ამა წლის დასაწყისში. ყველაფერი უჩვეულოდ დაიწყო.
მახსოვს, იმედით აღსავსე თვალებით შევეგებე ახალ, საოცრებათა მომლოდინე, სიყვარულით აღსავსე  2011 წელს.

მახსოვს ველოდი რაღაც ახალს, უჩვეულოს, გულში ჩამწვდომს და გამაოგნებელი ხმის გამომცემს. ისეთი ხმისას, შიგნიდან, რომ გაწვება და მთელი არსებით ითხოვს გამოშვებას, თავისუფლებით დაკმაყოფილებას და არაადამიანური წარმოუდგენლად მიმზიდველი გრძნობების შეგრძნობას. წაიკითხე მეტი >


მე სტუდენტი ვარ !

რამდენი დრო, რამდენი წვალება დამჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმის უფლება, ერთხელ და სამუდამოდ, რომ მომეპოვებინა. და აი დადგა დღე, როდესაც მე თამამად შემიძლია ვთქვა : დიახ მე სტუდენტი ვარ და მერე რა მოხდა? მიხარია? რაიმე განსაკუთრებული გრძნობა დამეუფლა? ოხ როგორ მინდა მოგატყუოთ და გითხრათ წაიკითხე მეტი >


ოცნება, რომელიც ვიცი არასოდეს ამიხდება …..

მოკლედ ამ თამაშში ველურმა ორქიდეამ დამთაგა… ალბათ სათაურიდან გამომდინარე მიხვდით რაზე უნდა დავწერო , მაგრამ დღეს ისეთი დღეა, რომ არ შემიძლია ამ პოსტში არ მოვიხსენიო განათლების სამინისტროს ”ბრწყინვალე ” მუშაობა. გაგიკვირდებათ და ჩვენი ძვირფასი სამინისტრო ახალი ინოვაციებით გვაოცებს. ახლახანს ახალი პროგრამა დანერგეს, არ ვიცი საიდან შემოიტანეს, მაგრამ აბიტურიენტებთან დაახლოების მიზნით მათ გადაწყვიტეს ღადაობის და დაცინვის გზით მჭიდრო კავშირი დაამყარონ მათთან.

მოკლედ ჯერ იყო ამ განცხადებით დაიწყეს :
აბიტურიენტთა საყურადღებოდ! პირველადი ჩარიცხვების შედეგები, სავარაუდოდ, 15-დან 25  აგვისტომდე გახდება ცნობილი.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, დავიჯერეთ და დიდი მოლოდინით ველოდებოდით ამ რიცხვს და იმედი გვქონდა 25 ში მაინც დაიდებოდა საბოლოო პასუხები, მაგრამ ნურას უკაცრავად,  ხომ უნდა განახორციელონ საკუთარი ახალი პროგრამა , რათქმაუნდა ისევ და ისევ ჩვენს თაობაზე, რომელსაც უკვე საცდელ კურდღლებად თვლიან. წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)