Monthly Archives: ნოემბერი 2011

აღმოსავლეთმცოდნეობა

აღმოსავლეთმცოდნეობა ანუ ორიენტალსიტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც ჩემს მომავალ პროფესიად ავირჩიე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენც გაგაცნოთ მეცნიერების ეს მეტად საინტერესო სფერო, რომელიც დღესდღეისობით ნაკლებ პოპულარულია საქართველოში, მაგრამ ამის და მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ ინტერესით წაიკითხავთ ჩემს მიერ მოწოდებულ მასალებს.

აღმოსავლეთმცოდნეობა მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ახლო და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს, მათ ენებსა და კულტურებს, ამ საზოგადოებებს, მათ ისტორიას.
ამ დარგის აღსანიშნავად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები “აზიური კვლევები”, “შუა აღმოსავლეთის კვლევები”, “შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კვლევები”

რატომ შეიძლება სწორედ აღმოსავლეთმცოდნეობა მოგვევლინოს მეცნიერების იმ დარგად, რომელიც მოახერხებს მსოფლიოს, როგორც მთლიანობის, ახსნას?
უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ აღმოსავლეთმცოდნეობა ფართო გაგებით (აღმოსავლეთმცოდნეობა + აფრიკანისტიკა) გვთავაზობს დიქოტომიის
დასავლეთი – აღმოსავლეთი მეცნიერულ დასაბუთებას. წაიკითხე მეტი >


ისლამის წარმოშობა

ისლამის სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ისლამი ჩაისახა ჰიჯაზის ქალაქ მექაში, მე-7 საუკუნის პირველ მესამედში. ისლამის წარმოშობა არაბულ საზოგადოებაში გამოწვეული იყო მთელი რიგი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით. ისლამის წარმოშობის წინ არაბები იყვნენ პატრიარქალურ-თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პირობებში. როგორც ყველა ტომობრივ საზოგადოებაში, ტომს და მასში შემავალ ყველა გვარს თავისი წინამძღოლი ჰყავდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა ერთპიროვნულ მმართველობას. ისლამამდელ არაბეთში კოლექტიური მმართველობის პრინციპი მოქმედებდა, ფუნქციები განაწილებული იყო. ვ საუკუნის შუა ხანებში კურაიშელებმა თავიანთი წინამძღოლის _ კუსაიÁს მეთაურობით გააძევეს ხუზá‘ას ტომი მექიდან. მათ დაიკავეს მექა და მისი სანახები. მექა იყო ჰიჯაზის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი _ სავაჭრო და რელიგიური ცენტრი. წაიკითხე მეტი >


ქართველები პოლიტიკურ ლაბირინთში

საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებით თუ უნებლიეთ ნებისმიერი ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც არაა მნიშვნელოვანი ხარ თუ არა კომპეტენტური პიროვნება ამა თუ იმ საკითხში. მთავარია შეგიძლია საუბარი, მითუმეტეს  მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პოლიტიკური თერმომეტრის სკალა, უმაღლეს ნიშნულამდეა მისული.

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკმარისია გახვიდე ქუჩაში და მიმოიხედო გარშემო. განწყობა, რომელიც ხალხშია გამეფებული ერთ მხრივ შემაშფოთებელია, მაგრამ მეორე მხრივ სრულიად ბუნებრივია იმ მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

უკლებლივ ყველა: სქესის, ასაკის თუ სოციალური ფენის მიუხედავად მსჯელობს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე. ის თემები, რომლებიც დღემდე აქტუალური იყო ცალკე პენსიონერისთვის თუ ცალკე თინეიჯერისთვის დღეს შედარებით უკანა პლანზე ინაცვლებს და ადგილს უთმობს პოლიტიკურ ლაბირინთში დაკარგულ და პასუხგაუცემელ თემებს. წაიკითხე მეტი >


ბლოგ სფერო საქართველოში

საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე. წაიკითხე მეტი >


გოგონა დრაკონის ტატუთი

ამ წიგნის სახელი ჯერ თუ არაფერს არ გეუბნებათ, მაშ მოემზადეთ თქვენს თვალწინ გადაიშლება ახალი თანამედროვე ბესთსელერის შემაძრწუნებლად საინტერესო შტრიხები. შტრიხები, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდგომ სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში. თქვენ მოექცევით მისი ზემოქმედების ქვეშ და შთაბეჭდილებებით დამძიმებული დახურავთ წიგნის ბოლო გვერდს.

წიგნთან პირველი კონტაქტის დროს თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გარეკანი, სადაც ზურგმოშიშვლებული გოგონა დრაკონის ტატუთია გამოსახული, ამაზე წიგნის დამაინტრიგებელი სათაურიც მეტყველებს და ის წინათქმაც, რომელიც წიგნის უკანა ყდაზეა განთავსებული. ეს ყველაფერი უკვე საკამრისია იმისთვის, რომ კომფორტულად მოკალათდეთ და შეუდგეთ მილენიუმის ტრილოგიის პირველი ნაწილის ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხვას.

ალბათ მიხვდი, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება, რომელიც საათების განმავლობაში გადაგისვრით წიგნიერების ამოუცნობ სამყაროში და მოგწყვეტთ რეალურ ერთფეროვნებას.

ხო ვიცი ამ წუთებში ათასნაირი აზრი გიტრიალებს, გიჩნდება სურვილი დაიწყო კითხვა, მაგრამ ამავდროულად ფიქრობ, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მორიგი ფუჭი სიტყვები იყოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნის განდიდებას ან მის პროპაგანდას ისახავს მიზნად. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის განვადიდო წიგნი ან მისი ავტორი. ჩემი სურვილია მკაფიოდ გადმოვცე ის ემოციები, რაც წიგნის წაკითხვის დროს ჩემს ცნობიერებას წვდებოდა და მთელი თავისი ძლიერებით ითრევდა სტიგ ლარსონისეულ სამყაროში. წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)