Tag Archives: კონკურსი

მე – სოციალურად აქტიური

20121204-215419.jpg

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია იმატა ბლოგერების რიცხვმა და შესაბამისად საზოგადოების დინტერესებამაც სოციალური მედის ამ მიმართულების მიმართ. სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ ინფორმაციის გავრცელების ახალ, შესამჩნევად ეფექტურ საშუალებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება მათ მიერ გამოცხადებული კონკურსებით ბლოგერებისათვის და ჯურნალისტებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც არაა გამონაკლისი. მათ მიერ გამოცხადებული კონკურსები გამორჩევა საინტერესო თემატიკით და მიმზიდველი პრიზებით. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოცხადდა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო დაეწერა სტატია, თემაზე: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობის წახალისება?
მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა კონკურსების მიმართ, გამომდინარე საზოგადოებაში დმაკვიდრებული დოგმისა: „მე მაინც ვერ გავიმარჯვებ“ , „ყველაფერი წინასწარაა ჩაწყობილი“ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი ძალები.
დავწერე სტატია და გავაგზავნე მითითებულ მისამართზე. ამის შემდეგ კონკურსის მსვლელობა სრულიად გადამავიწყდა. არ ველოდი პასუხებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა საკუთარი თავის გაამრჯვებულთა სიაში ამოკითხვა. არა იმიტომ, რომ ზედმეტად თავმდაბალი ადამიანი ვარ, ან ცუდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ იმიტომ რომ ძნელია წარმოიდგინო საკუთარი თავი ასეთი კონკურსის გამარჯვებულის ამპლუაში. თუმცა, შეუძლებელი არაფერია.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, რომელმაც მაუწყა, რომ მე – ადამიანს, რომელსაც თავი უიღბლოთა სიის მოწინავე რიგებში წარმოედგინა, აღმოაჩინა რომ, სწორედ ის გახდა კონკურსის გაამრჯვებული. ემოციები ორმაგად გამძაფრდა როდესაც გავიგე, რომ საჩუქარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გადმომცემდა და ეს საჩუქარი ipad 2 იქნებოდა. ხო, ამ დროს – ცხოვრება მშვენიერია.
საჩუქრის გადმოცემის დღე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაამთხვიეს. იქ ობამა ზეიობდა გაამრჯვებას, აქ კი – მე.
როგორც აღმოჩნდა ეს პრიზი ჩემი წარმატების საწინდარი გახდა ბლოგ სფეროში, რადგან სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთ, ბლოგერთა კონკურსში გავიმარჯვე, რომელსაც საქართველოში ზიანის შემცირების ქსელი და ევროკავშირი ახორციელებდა, თემაზე: ნარკომანია, აივ-ი, შიდსი და C ჰეპატიტი. რომლის ფარგლებში რამდენიმე ბლოგერი და უკვე შემდგარი, წარმატებული ჟურნალსიტები ლოპოტაზე გავემგზავრეთ, სადაც მიმოვიხილეთ ამ თემების გაშუქების ხარისხი და მისი გადმოცემის ფორმები, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ მრავალი უზუსტობა და ინფორმაციის ნაკლულობა ქართულ მედია სივრცეში.


დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი

იბადები არჩევანის უფლებით. იზრდები და ხვდები, რომ შენი არჩევანი წარმართავს შენს ცხოვრებას. სრულდები 18 წლის და კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრებ, რომ შენს არჩევანს შეუძლია წარმართოს არა მარტო შენი, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი.

თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი ის ძირითადი ღირებულებებია, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაგრძნობინებს, რომ ვართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ეს მას სურს.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს. ადვილია ილაპარაკო თავისუფალ ნებაზე თუ არჩევანის გაკეთებაზე, როცა მას წინ არაფერი ეღობება.

დაბადების ადგილი: საქართველო
სახელი და გვარი: გიორგი ურუშაძე
წლოვანება: 19 წლის.
დიახ, ეს ჩემი პირადი მონაცემებია. ადვილი მისახვედრია, რომ წელს პირველად მომიწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ კითხვა: მომიწევს? არა, რატომ.. მე ხომ არ ვარ ვალდებული წავიდე არჩევნებზე. მაშ, რამ უნდა გადამადგმევინოს ეს ნაბიჯი ?

სინამდვილეში პასუხი ნათელია. მე უნდა დავიჯერო, რომ ჩემი არჩევანი არ დარჩება მხოლოდ ჩემ პირად საკუთრებად და ის შეუერთდება ყველა თავისუფალი მოქალაქის თავისუფალ ნებას, იქცევა ერთ მთლიან გამოვლინებად საქართველოს მოსახლეობის ნებისა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის მწარე გამოცდილება და წარსული, რამაც ქართველების ცნობიერებაში ღრმა კვალი დატოვა. გაყალბებული არჩევნები, მოპარული ხმები და წართმეული არჩევანის უფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც ქართველებს დღემდე აბრკოლებს და უკარგავს არჩევნებზე წასვლის სტიმულს.

ხალხის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ არჩევნებზე წასვლა უბრალოდ, დროის კარგვაა. რადგან მათი აზრით ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და ზედა ეშელონებში უკვე განაწილებული აქვთ პროცენტული მაჩვენებლები ამა თუ იმ პარტიისა.

ხალხის ნდობის დაბრუნება. აი, რა არის გამოსავალი. აი, მიზეზი რის გამოც ხალხი არჩევნებზე წავა. მაგრამ ეს ხომ არაა მარტივი. მათ ჯერ კიდევ არ უგემიათ ბოლომდე სამართლიანი არჩევნების გემო, ამიტომ ძნელია მხოლოდ დაპირებებით მოხიბლო და ამით ისე განაწყო ისინი, რომ მათ ეს მორიგი ტყუილი არ ეგონოთ.

ამიტომ მე როგორც ერთ–ერთი მათგანს მთავარ გამოსავლად მიმაჩნია პროგრამა: „ჩემი პირველი არჩევნები“.

ახლა, კი ავხსი თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც წელს პირველად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას შეგვიძლია წამოვიწყოთ საყოველთაო კამპანია, რომლის პირდაპირი სამიზნე იქნება ის ხალხი, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.  კამპანია იწარმოებს შემდეგი ლოზუნგებით:

ლოზუნგი პირველი, სამიზნე – ახალგაზრდობა

„გააკეთე შენი პირველი არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ“.

ლოზუნგი ორი, სამიზნე – სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

„წადი არჩევნებზე და კვლავ იწამე არჩევანის თავისუფლება“

ამ პროგრამის დახმარებით ერთ მხრივ ავიყოლიებთ ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც წელს პირველად აკეთებს საკუთარ არჩევანს, მეორე მხრივ კი საქართელოს მოსახლეობას დავაფიქრებთ. მე მჯერა, რომ ისინი იწამებენ ახალგაზრდობის მონდომებას. წავლენ არჩევნებზე არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საკუთარი შვილების მომავლის გამო. ცდა ნამდვილად ღირს, რადგან სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ისინი შეისმენენ საკუთარი შვილების მოწოდებას და მათი გულისთვის გადაგამენ სწორ ნაბიჯს, წავლენ არჩევნებზე.

როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე და გავიგე მისი მიზანი. ბევრი ვიფიქრე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. პასუხის მისაღებად ისევ ხალხს მივმართე. დავუსვი კითხვა: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი წახალისება?  მათი პასუხები სხვადასგვარი იყო, თუმცა ძნელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ მათ ვერანაირი დაპირება ვერ მოხიბლავდა, თუ ის წამოსული იქნებოდა მთავრობის, ან რომელიმე კანდიდატის მხრიდან. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობა მიმაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ხალხი კეთილგანაწყოს ამ პროცესის მიმართ და მისცეს სტიმული 1 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს საკუთარი რჩეული. ჩვენ, ახლაგაზრდობამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის სასურველი მომავლისათვის.


გოგონა დრაკონის ტატუთი

ამ წიგნის სახელი ჯერ თუ არაფერს არ გეუბნებათ, მაშ მოემზადეთ თქვენს თვალწინ გადაიშლება ახალი თანამედროვე ბესთსელერის შემაძრწუნებლად საინტერესო შტრიხები. შტრიხები, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდგომ სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში. თქვენ მოექცევით მისი ზემოქმედების ქვეშ და შთაბეჭდილებებით დამძიმებული დახურავთ წიგნის ბოლო გვერდს.

წიგნთან პირველი კონტაქტის დროს თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გარეკანი, სადაც ზურგმოშიშვლებული გოგონა დრაკონის ტატუთია გამოსახული, ამაზე წიგნის დამაინტრიგებელი სათაურიც მეტყველებს და ის წინათქმაც, რომელიც წიგნის უკანა ყდაზეა განთავსებული. ეს ყველაფერი უკვე საკამრისია იმისთვის, რომ კომფორტულად მოკალათდეთ და შეუდგეთ მილენიუმის ტრილოგიის პირველი ნაწილის ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხვას.

ალბათ მიხვდი, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება, რომელიც საათების განმავლობაში გადაგისვრით წიგნიერების ამოუცნობ სამყაროში და მოგწყვეტთ რეალურ ერთფეროვნებას.

ხო ვიცი ამ წუთებში ათასნაირი აზრი გიტრიალებს, გიჩნდება სურვილი დაიწყო კითხვა, მაგრამ ამავდროულად ფიქრობ, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მორიგი ფუჭი სიტყვები იყოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნის განდიდებას ან მის პროპაგანდას ისახავს მიზნად. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის განვადიდო წიგნი ან მისი ავტორი. ჩემი სურვილია მკაფიოდ გადმოვცე ის ემოციები, რაც წიგნის წაკითხვის დროს ჩემს ცნობიერებას წვდებოდა და მთელი თავისი ძლიერებით ითრევდა სტიგ ლარსონისეულ სამყაროში. წაიკითხე მეტი >


ნიჭიერების მიძინებული ვულკანი ანუ ჯეოსტარი 2011

გუშინ სტარტი აიღო ყველასთვის კარგად ნაცნობმა მუსიკალურმა პროექტმა ჯეოსტარი 2011 – მა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. იგი ამერიკული პროექტის ”აიდოლის” ანალოგია და ასევე ძალიან გავს ბრიტანულ პროექტს x ფაქტორს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება.

სიმართლე გითხრათ თავიდანვე დიდი მოლოდინით ველოდებოდი ორშაბათს , რადგან გული მიგრძნობდა, რომ აუცილებლად ვიხალისებდი მონაწილეების გამოსვლაზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდი ქართველების ზე-ნიჭიერებაში . ეს მოლოდინიც გამიმართლდა.
ჩემ თვალწინ ქართული ნიჭიერების მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა და ამოაფრქვია თავისი შემაშფოთებელი და გავარვარებული ლავა, რომელიც ჯეოსტარის ჟიურის დაუნდობლად დაუპირისპირდა. წაიკითხე მეტი >


გაკვეთილი(საკონკურსო)

სანამ კითხვას დაიწყებდეთ გეტყით, რომ ვმონაწილეობ პირველი არხის მიერ გამოცხადებულ ბლოგერთა კონკურსში, თემით ”გაკვეთილი” ასე, რომ შედით ამ ლინკზე და დაალაიკეთ ჩემი პოსტი,  (გიორგი ურუშაძე – ჩემი სახელი და გვარი აწერია) წინასწარ მადლობა…. აი აქ დააკლიკეთ  კონკურსი

გაკვეთილი? მრავლისმთქმელია…. არ ვიცი, საიდან დავიწყო წერა… მრავალი ასოციაცია მომდის თავში… მახსენდება სკოლა, რომელიც სულ რამდენიმე თვეა რაც დავამთავრე, მახსენდება ცხოვრებისეული გაკვეთილი, მაგრამ ერთ მთავარს ვხვდები. ნებისმიერი გაკვეთილი ეს იქნება ცხოვრებისეული თუ სკოლის ვიწრო გაგებით, ყველა ჩვენგანს გვასწავლის რაღაც ახალს, რაღაც სასარგებლოს, რომელიც საჭიროა შევითვისოთ მთელი არსებით.
საერთოდ ჩემნაირი ტიპის ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრება ერთი დიდი გაკვეთილია, რადგან  ჩვენს გარშემო არსებობს უამრავი მასწავალებელი, ახლობლების ან თუნდაც უცხო ადამაინების სახით. ყოველი მოვლენა, ქმედება თუ შეცდომა გაკვეთილია, რომელიც წარსულში ჩადენილი შეცდომის განმეორების საშუალებას არ გვაძლევს… წაიკითხე მეტი >


golden talant georgia 2011

სულ მალე საქართველო ახალი გრანდიოზული მუსიკალური პროექტის მომსწრე გახდება, ეს გახლავთ golden talant 2011, რომელიც  რაღათქმაუნდა ბათუმში  ჩატარდება. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ 25 ქვეყნის პოპულარული შემსრულებლები, კონკურს ასევე გააშუქებს 25 ქვეყნის ტელევიზია, რითაც საქართველო კიდევ ერთხლ მოაქცევა მსოფლიოს კულტურული მოვლენების ეპიცნეტრში.
როგორც შევიტყვე ხარვეზები საკმაოდ იყო შიდა შესარჩევ კასტინგზე, მათ შორის იყო პრეტენზიები ქართველი კონკურსანტების მხრიდან, მათი აზრით ჟიური არ იყო სამართლიანი და რამდენიმე კარგი მომღერალი დაიჩაგრა, ასეთი პრეტენზიები ჰქონდათ ბექა ბროლაძეს და ეკა კვალიაშვილის ქალიშვილს, რომლების კასტინგძე დაიწუნეს. ასევე არ ვარგოდა აპარატურა, მაგრამ ორგანიზტორები ირწმუნებიან რომ ეს ხარვზები კონკურსზე აღარ განმეორდება.
მე კი იმედს ვიტოვებ,რომ ეს მართლაც ასე იქნება, რადგან ასეთი დონის კონკურსი ხელს შეუწყობს ქვექნის განვითარებას, ტურისტების მოდინებას და ასევე კულტურული ცხოვრების წინა პლანზე წამოწევას.
ქართველი კონკურსანტი სალომე ქავთარაძე   იმედია გაიმარჯვებს… : ))


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)