Category Archives: თინეიჯერი

Adress – იშოპინგე 1 ლარად

საქართველოში არც თუ ისე ხშირი მოვლენაა, სამოსის ბიზნესში მომხმარებლების განებივრება, სხვადასხვა აქციებით. არის სადღესასწაულო ფასაკლებები, მაგრამ არც თუ ისე ხშირად და თანაც შედარებით დაბალპროცენტიანი. Adress-მა კი ბაზარზე სიახლე შემოიტანა. კომპანია, რომელიც საკუთარ ქსელში 7 მაღაზიას აერთიანებს: 1)123 – პეკინის 11;  2)Etam – პეკინის 5, ჭავჭავაძის 16  3)Promod- პეკინის 5;  4)DPAM – ჭავჭავაძის 12;  5)Celio – პეკინის 5;  6)Tom Tailor – პეკინის 5;  7)Gerry Weber – პეკინის 23, იწყებს აქციას – “ნებისმიერი შენაძენი 1 ლარად”.

გრანდიოზული აქციის არსი შემდეგში მდგომარეობს: ყოველი მეხუთე მყიდველი, არა რომელიმე ერთეული მაღაზიის მეხუთე, არამედ Adress-ის ქსელში მეხუთე მომხმარებელი ხდება აქციის გაამრჯვებული და 1000 ლარამდე ღირებულების პროდუქციას იღებს მხოლოდ 1 ლარად. დიახ, არ მოგესმათ. ეს არ არის კლიენტების მოტყუებისათვის განკუთვნილი ფანდი, ეს რეალობაა, რომელიც ისედაც სასიამოვნო პროცესს – შოპინგს, ორმაგად საინტერესოს და სახალისოს ხდის. აქცია Adress-ის 5 წლის თავს ეხმაურება.

მაღაზიები გათვლილია ყველა გემოვნების, ასაკისა და ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ თქვენ არ იზღუდებით. 12-დან 21 დეკემბრის ჩათვლით შოპინგობთ მხოლოდ 1 ლარად.

Adress-ის აქციამ მთელი თბილისი მოიცვა, ცნობისმოყვარე თვალები მაღაზიის ვიტრინებს დაკვირებით უყურებს და ვერ გაურკვევია, შევიდეს თუ არა. ფიქრობს, იქნებ მატყუებენ, ვინ რას მოგვაგებინებსო. მაგრამ გეტყვით, რომ ეს, ასე არაა. შედით, იყიდეთ და გახდით შემდეგი იღბლიანი. ამ დროსათვის ქსელს, 30-ზე მეტი გამარჯვებული ჰყავს. ვინ იცის, იქნებ შემდეგი, შენ ხარ.

გამარჯვებულს სპეციალური პროგრამა ავლენს, რომელიც საერთოა Adress-ის შვიდივე მაღაზისაათვის. ნებისმიერ მაღაზიაში ნივთის შეძენისას, ჩვეულებრივ იხდით ფულს, ელოდებით ჩეკს, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში ეწერება – გილოცავთ, ჯამი – 1 ლარი.


გრძნობების შეგრძნობის ხელოვნება ანუ ბედნიერების საიდუმლო

ჩემს ძველ ნივთებს ვათვალიერებდი და შემთხვევით სკოლის დროინდელი თემების რვეული ვიპოვე.
გადავხედე მაშინდელ ნაწერებს, ბევრი ვიცინე, გავიხსენე ძველი დრო და დავაკვირდი ჩემი წერის სტილს. აღმოვაჩინე, რომ მცირედი განსხვავება არის ეხლანდელსა და 2 წლის წინანდელ ნაწერებს შორის…

ერთი საინტერესო თემაც აღმოვაჩინე, რომელიც სიყვარულზე მეწერა, ისე კი გამიკვირდა, აღარ მახსოვდა თუ სიყვარულზეც მქონდა დაწერილი თემა, თანაც სკოლისთვის.

აი ისიც :

სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამავე დროს დამრჩეს გრძნობა, რომ თითქოს არაფერი მითქვამს.
სიყვარული ეს ის ამოუცნობი გრძნობაა, როდესაც ადამიანი გრძნობს გრძნობების მთელ კოლონას. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია იგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად.
წაიკითხე მეტი >


”ვარსკვლავები” გვირჩევენ

ამ პოსტში გაგაცნობთ ვარსკვლავთა საუკეთესო რჩევებს, რომელთაც ისინი საკუთარი წარმატების გარანტად მიიჩნევენ…..

მაშ ასე…..

ალიშა ქისი:  ”გააკეთეთ ის, რაც გიყვართ.”

მეთიუ მაკკონაჰი:  ”არასოდეს დაეცეთ”
ტაირა ბენქსი: ”განავითარეთ თქვენი ნიჭი”
როზარიო დოუსონი: ”იცხოვრეთ აწმყოთი” წაიკითხე მეტი >


”ძერსკი ნაროდი”

დაყენებული მანერები, არაბუნებრიობა, გაწელილ-გატყლარჭული საუბარი, არასწორად შეხამებული მოდური ტანსაცმელი – აი ეს არის დღევანდელი ეგრეთწოდებული ქართველი ”ძერსკის” მოკლე აღწერილობა.

რაც არ უნდა გაგკივირდეთ მათ საკუთარი მკაცრი კანონებიც აქვთ, საკუთარ საზოგადეობაში ისე არავის მიიღებენ, თუ იმ ადამიანის ერთი სურათი მაინც არ არის განთავსებული ფეისბუქში ან ოდნოებზე სპეციალურად შექმნლ გვერდზე, რომელსაც აწერია : ყველაზე ყველაზეე ძერსკეები ან ყველაზე საყვარლები . ნუ აქვთ ფანტაზია და ბევრ სხვა სასაცილო წარწერასაც იპოვი… წაიკითხე მეტი >


ყველაზე გემოვნებიანები

ჟურნალმა ”ვანიეთი ფაირმა” ყველაზე კარაგდ ჩაცმული პოპულარული ადამიანების სია გამოაქვეყნა. 2011 წლის გემოვნებიან ადამიანთა სიაში მოხვდნენ ჰერცოგინია კეით მიდლტონი, წაიკითხე მეტი >


რჩევები აბიტურიენტებს

მოკლედ მე და ჩემმა ფეისბუქელმა მეგობარმა გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა რჩევები, რომელსაც  წელს შემდგარი სტუდენტები მისცემენ ახლად გამომცხვარ აბიტურიენტებს…. ეს ყველაფერი ცოტა იუმორით და ცოტა სერიოზულობით გამოირჩევა…

ჯობია თქვენი თვალით იხილოთ :

  • ვაი თქვე საცოდავებო (ეს ცუდათ არ მიიღოთ, უბრალოდ გულწრფელად თქვეს)
  • არავითარი სექსი გამოცდის წინ ერთი კვირის განმავლობაში მაინც.
  • ბოლომდე წაიკითხეთ ეს პოსტი.
  • წაიკითხე მეტი >


ყველაზე მაგარი ”ნაშები”

მოკლედ აქ შემოგთავაზებთ მსოფლიოს ტოპ ”ნაშობას”, ანუ მსოფლიოს ულამაზესი ქალების ტოპ 5-ეულს, ბოლოს და ბოლოს მათ, ხომ ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთ პოპულარულ web სივრცეში განთავსებულიყო მათი ფოტოები. ასე, რომ ჩვენ ვაფასებთ მათ შრომას და გთავაზობთ ტოპ 5-ეულს. 🙂

ანჯელინა ჯოლი

წაიკითხე მეტი >


მსოფლიოს ყველაზე მდიდარი თინეიჯერები

უფ რა ფეხებია 🙂

ერთი სტატია ხომ მაინც უნდა იყოს ისეთი teen news რომ შეეფერებოდეს…. ასე, რომ ….

ჯურნალმა ”ფიფლმა” დაასახელა მსოფლიო შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი თინეიჯერები . კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ფული გამოიმუშავა ახალგაზრდა პოპშემსრულებელმა ჯასტინ ბიბერმა. მისი წლიური შემოსავალი 53 მილიონი დოლარია და ამით ყველაზე მდიდარი თინეიჯერების სათავეში მოექცა. წაიკითხე მეტი >


მეგა ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი ბათუმში



მსოფლიო დონის კონცერტი mtv ის ლოგოს ქვეშ და ეს ყველაფერი ჩვენთან საქართველოში. ამჯერად ბათუმს ენრიკე იგლესიასი ეწვია ტურნე ”ეიფორიას” ფარგლებში, მან რამდენიმე საათიანი ამაღელვებელი და დაუვიწყარი შოუ პროგრამა აჩუქა არა მარტო ქართველ მაყურებლებს, არამედ უცხოელ ტურისტებს და mtv ის მრავალათასიან მაყურებელს. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი შემსრულებლებიც, მათ შორის: სოფო ნიჟარაძე, სტეფანე და 3G და ჯგუფი ელდრაინი. შოუ პროგრამა დაახლოებით 10 დღეში გავა ტელეეკრანებზე და მას მსოფლიოს 152 ტელევიზიაში უჩვენებენ, მათ შორის საქართველოშიც.



Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)