Tag Archives: სკოლა

გრძნობების შეგრძნობის ხელოვნება ანუ ბედნიერების საიდუმლო

ჩემს ძველ ნივთებს ვათვალიერებდი და შემთხვევით სკოლის დროინდელი თემების რვეული ვიპოვე.
გადავხედე მაშინდელ ნაწერებს, ბევრი ვიცინე, გავიხსენე ძველი დრო და დავაკვირდი ჩემი წერის სტილს. აღმოვაჩინე, რომ მცირედი განსხვავება არის ეხლანდელსა და 2 წლის წინანდელ ნაწერებს შორის…

ერთი საინტერესო თემაც აღმოვაჩინე, რომელიც სიყვარულზე მეწერა, ისე კი გამიკვირდა, აღარ მახსოვდა თუ სიყვარულზეც მქონდა დაწერილი თემა, თანაც სკოლისთვის.

აი ისიც :

სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამავე დროს დამრჩეს გრძნობა, რომ თითქოს არაფერი მითქვამს.
სიყვარული ეს ის ამოუცნობი გრძნობაა, როდესაც ადამიანი გრძნობს გრძნობების მთელ კოლონას. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია იგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად.
წაიკითხე მეტი >


მონატრებული სკოლა

რამდენი ხანია სკოლა დავამთავრე…
დიახ უკვე რამდენიმე თვეა და ერთს მივხვდი, მიუხედავად ჩემი სიჯიუტისა… ახლა ვფიქრობ, რომ სკოლა ნამდვილად კარგი იყო… თავისი გვერდითი თუ პირდაპირი მოვლენებით….

მთელი ცოხვრება გავიძახოდი, რომ სკოლა არასდროს მომენატრებოდა, მაგრამ ვცდებოდი…
პრინციპში ერთ მხრივ სკოლაში დაბრუნებას არასდროს აღარ ვინატრებ, მაგრამ ფაქტია აუცილებლად მომენატრება სასკოლო გარემო და რათქმაუნდა ჩემი კლასელები, რომლებიც მართლა ძალიან მიყვარს…. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აფერისტულ სმაილი არაა საჭირო წინადადების ბოლოს.

This slideshow requires JavaScript.

წაიკითხე მეტი >


საუკეთესო პერიოდი ანუ გზა ბილიკისაკენ

261971_10150227218337562_276813237561_7321905_499899_n მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე მოგიყვეთ.
მოგიყვეთ არა მარტო ჩემზე, არამედ იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
მოკლედ ეს ორგანიზაცია გახლავთ საზოგადეობა ”ბილიკი”, რომელთანაც  პირველი შეხება 13 წლის ასაკში მქონდა.

ახლა კი ნელი ნაბიჯით გამოყევით ამ პოსტის ბილიკს….მისმა სიგრძემ არ შეგაშინოთ.. ბილიკის დასასრულს თქვენ სინათლეს დაინახავთ 🙂
………

ერთხელ სკოლის მთავარ ჰოლში გავიარე და დავინახე განცხადება, რომელიც საცოდავად ეკიდა განცხადებების დაფაზე. გამიკვირდა, რადგან როგორც წესი განცხადების დაკიდება და მისი ჩამოხევა ერთია ხოლმე. ამიტომ ინტერესის გამო მივუახლოვდი და წავიკითხე წაიკითხე მეტი >


ახალი ეტაპი

აი ატესტატიც ავიღე, დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეტაპი, სახელად ”სკოლა”. (მაგრამ გული მწყდება, ვერცხლის მედალზე, ოქროსი მინდოდა… 🙂 მგონი დამსახურებულიც მქონდა, მაგრამ, დიდი მაგრამ.. 🙂 წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)