Tag Archives: ამოუცნობი მოვლენები

ნწუ !არ გვინდა ფული !

დღეს გიო აშკარად მღალატობს მუზა…ლოგიკური კითხვა : ”აბა რატომ წერ?” და პასუხი გნებავთ ლოგიკური ან თუნდაც არალოგიკური ? :დავპირდი პუშკინას და არ მინდა ეს პირობა დავარღვიო : )მოკლედ არ ვაპირებ ეს ადამიანი ვაქო და ვადიდო(ეყოს კაცო ისედაც ბევრს უყვარს:დ)სულ სხვა თემაზე მინდა დღეს საუბარი,რომელიც ბევრჯერ ყოფილა დავის საგანი და შეიძლება გაცვეთილიც ვუწოდოთ,მაგრამ

ახლახანს ვუყურე ”სპეციალურ რეპორტაჟს” და სიმართლე გითხრათ თავი სერიალში მეგონა.ოჯახის წევრს,საყვარელ ადამიანს კლავ იმისთვის,რომ რაღაც მათხოვრული და მიზერული თანხა(ზოგი იტყვის 35 000 რა მიზერულიაო,მაგრამ დამიჯერეთ სულ უცნობის მოკვლაც არ ღირს ამ თანხის და საერთოდ არანაირი თანხის სანაცვლოდ და მით უმეტეს შენი დის,ძმის,მამის,დედის,ბიძაშვილის და ა.შ.)მიიღო მემკვიდრეობით. წაიკითხე მეტი >


ტელეპორტაცია

ამოუცნობი მოვლენები ჩემი საყვარელი თემაა და მინდა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამჯერად უკვე ტელეპორტაციის შესხებ……

1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…
ექსპერიმენტი აღარ გაუმეორებიათ, აინშტაინი კი შეიძლება ვერც მიხვდა, რომ მისდა უნებურად, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნური ტელეპორტაცია განახორციელა. წაიკითხე მეტი >


ბერმუდის სამკუთხედი

საერთოდ ამოუცნობი მოვლენები ჩემი საყვარელი თემაა და ხშირად მაინტერსესებს ასეთი ამბები თუ მოვლენები. დღეს მინდა ერთ საინტერესო ამბავზე გესაუბროთ, ეს გახლავთ ბერმუდის სამკუთხედი.
ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც თითქოს საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.
ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. Continue reading


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)