საპარლამენტო შიმშილის თამაშები


newparliamentchamber-kutaisi-may26პოლიტიკური კატა–თაგვობანა სცილდება პარლამენტის “სოლიდურ” საზღვრებს და კომიკურ ელფერს იძენს.  სკამებზე მონადირე “პატრიოტები” ტრიბუნას იყენებენ, არა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისათვის, არამედ პირად მტრობაზე დამაყრებული საკითხების განხილვისათვის.  თუმცა, ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ. დავაცადოთ, ჯერ კარგად მოიფხანონ ენები და ჩაალპონ ერთმანეთი პოლიტიკურ ჭაობში და მერე იქნებ ხალხისთვისაც მოიცალოს, რომელიმე მხარემ – პოზიციამ თუ ოპოზიციამ.

დღევანდელი საპარლამენტო დებატები მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ჯერ  კიდევ კარგა ხანი მოგვიწევს გამგებიანი ძიებისა და დეიდების როლის მორგება. ჯერ კიდევ წინაა ოცნებების ასრულებით გამოწვეული ნეტარება.

კოჰაბიტაცია – ამ სიტყვის პანიკურმა გამოძახილმა და მისმა მუდმივმა გამეორებამ პოლიტიკური ოპონენტების მიერ, მოგვცა მხოლოდ და მხოლოდ ახალი  ფრანგული სიტყვა ქართულ ლექსიკაში. თანამშრომლობა არ შედგა და ალბათ არც შედგება თუ იგივე ტემპებით გაგრძელდა ქვეყნის “განვითარებაზე” ზრუნვა.

ჩვენ არ გვყვავს პოლიტიკოსები, ჩვენ გვყვავს შოუმენები. რომელთა ადგილი Comedy TV –ზე უფროა, ვიდრე პარლამენტში. როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა მათი გამოსვლა, როცა ისინი საუბრობენ ერთმანეთზე და არა ქვეყანაზე და ხალხზე.

ისინის საუბრობენ ერთამანეთის მიმართ ზეწოლაზე. ისინი საუბრობენ დაპირებებზე. მაგრამ ისინი არ საუბრობენ შედეგებზე, განსახორციელებელ ნაბიჯებზე.  პოზიციის მთავარი თავდაცვითი არგუმენტია 1 ოქტომბერს განხორციელებული ხალხის ნების გამოვლინება და მათი გამარჯვება. მაგრამ, მათ ავიწდყებათ, რომ სწორედ ეს ხალხი აკვირდება მათ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებს და სწორედ ამ ხალხს შეუძლია შეცვალოს მთავრობა, ისევე როგორც ეს ოქტომბერში გააკეთა.


4 responses to “საპარლამენტო შიმშილის თამაშები

  • nestandarejan

    რაც შეეხება იმას, რომ ხალხზე და რეფორმებზე უნდა ისაუბრონ და არა ერთმანეთის პიროვნუკლ ნაკლოვანებებზე — ამაში გეთანხმები, მაგრამ 100 დღე ამხელა ქვეყნის გამართვისთვის და თან ისეთი მემკვიდრეობის გამოსწორებისთვის, როგორიც ნაციონალებმა დაუტოვეს ”…ოცნებას”, ძალიან ცოტაა და მეჩვენება, რომ ძალიან აწვებიან ეს ნაციონალები— მართლა მყაყე და ჭაობა ადამიანები და აქეთ კიდევ სულმოკლე მოსახლეობა, რომელმაც სანამ თავი ფულიანი ძია ბიძინას ფრთებქვეშ არ დაიგულა ვერაფერს უბედავდა მტარვალ მიშას… მართლა ახლა მოუნდა ყველას საკუთარი ფინანსური და პიროვნული მდგომარეობის გამოსწორება, ახლა, როცა აღარავინ აღარ დაიჭერს და არ გააუპატიურებს, არა?! მგონია, რომ ძალზედ სულმოკლე მოსახლეობაა,უგუნური… აბა არ ყოფილიყო ბიძინა, მართლაც ეს უკეთილშობილესი კაცი და თავის ჯიბეზე და თავზე არ აეღო პასუხისმგებლობა, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ აზრის გამოხატვისთვის მჭირდება — ჩემს ფეხებს გაითავისუფლებდა ეს დაჩრდილული და მძინარა ხალხი თავს მიშას ვარდების ეკლებისგან !!! ასე რომ, ჯერ ადრეა ასეთი მკვეთრი კრიტიკა, უკმაყოფილება და იმედგაცრუება… წინა მთავრობას ხომ დავაცადეთ 9 წელი და რა გააკეთეს?! ახლა ამათ, კეთილი ინებეთ და ერთი წელი მაინც აცადეთ, რომ აზრზე მოვიდნენ და საქმეს მიხედონ, თანაც გაითვალისწინე, რომ წინა მთავრობის ნაშთები ძალიან უშლიან ხელს ამ ჰუმანურ და ზრდილობიან ხელისუფლებას!

    • teennewson

      ჰომ. “ჰუმანურ და ზრდილობიან ხელისუფლებას” –
      მენიშნა. ეს ის ხალხი არ არის ფულის გამო, რომ შეუერთდნენ ბიძინას?! ივანიშვილზე, რაც თქვი გეთანხმები და მეც იმავე პოზიციაზე ვარ. რასაც ვერ ვიტყვი მისი გუნდის წევრებზე, ხიდაშვილზე თუ ენერგეტიკაში ღრმად ჩახედულ კალაძეზე. კი, უნდა ვაცადოთ და მართალია 100 დღეში ვერ შეცვლიან საქართველოს. მაგრამ მიმოიხედო გარშემო და დაასახელე რა სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა. დაპირებები მაინც არ უნდა იქნას უკან წაღებული. აი, თუნდაც ნახე ოცნების წინასაარჩევნო კლიპი განათლების სისტემის შესახებ და მერე მოუსმინე განათლების მინისტრს. ( რომლის შესაძლებლობა მე პირადად მქონდა) არცერთი დაპირების ასრულება არ არის გეგმაში. პირიქით სწავლის გადასახადი შეილება გაიზარდოს კიდეც.
      მე ვგმობ ნაციონალების გადადგმულ ძალიან ბევრ ნაბიჯს, მაგრამ ამავდროლად ვაღიარებ იმ წინსვლას, რაც საქართველომ უდავოდ განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ოპოზიცია არ უნდა წამოეგის ხაფანგზე. არ უნდა დაკარგოს დრო პირად მტრობაზე და შურისძიებაზე. მათ ხალხის იმედები უნდა გაამართლონ.

  • Sofi Lacabidze

    გამარჯობა teennewson ერთ-ერთ პოსტზე შენი კომენტარი ვნახე..აღმოსავლეთმცოდნეობასთან დაკავშირებიტ,რაღაცის გარკვევა მინდა ვფიქრობ გეცოდინება თუ შეძლებ დამიკავშირდი ძალიან გამიხარდება 🙂 ჩემ Fეისბუქის ლინკს დაგიტოვებ
    https://www.facebook.com/sofi.lacabidze.1 მადლობა წინასწარ დიდი

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)