Tag Archives: დღევანდელობა

ქართველები პოლიტიკურ ლაბირინთში

საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებით თუ უნებლიეთ ნებისმიერი ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც არაა მნიშვნელოვანი ხარ თუ არა კომპეტენტური პიროვნება ამა თუ იმ საკითხში. მთავარია შეგიძლია საუბარი, მითუმეტეს  მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პოლიტიკური თერმომეტრის სკალა, უმაღლეს ნიშნულამდეა მისული.

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკმარისია გახვიდე ქუჩაში და მიმოიხედო გარშემო. განწყობა, რომელიც ხალხშია გამეფებული ერთ მხრივ შემაშფოთებელია, მაგრამ მეორე მხრივ სრულიად ბუნებრივია იმ მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

უკლებლივ ყველა: სქესის, ასაკის თუ სოციალური ფენის მიუხედავად მსჯელობს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე. ის თემები, რომლებიც დღემდე აქტუალური იყო ცალკე პენსიონერისთვის თუ ცალკე თინეიჯერისთვის დღეს შედარებით უკანა პლანზე ინაცვლებს და ადგილს უთმობს პოლიტიკურ ლაბირინთში დაკარგულ და პასუხგაუცემელ თემებს. წაიკითხე მეტი >


გრძნობების შეგრძნობის ხელოვნება ანუ ბედნიერების საიდუმლო

ჩემს ძველ ნივთებს ვათვალიერებდი და შემთხვევით სკოლის დროინდელი თემების რვეული ვიპოვე.
გადავხედე მაშინდელ ნაწერებს, ბევრი ვიცინე, გავიხსენე ძველი დრო და დავაკვირდი ჩემი წერის სტილს. აღმოვაჩინე, რომ მცირედი განსხვავება არის ეხლანდელსა და 2 წლის წინანდელ ნაწერებს შორის…

ერთი საინტერესო თემაც აღმოვაჩინე, რომელიც სიყვარულზე მეწერა, ისე კი გამიკვირდა, აღარ მახსოვდა თუ სიყვარულზეც მქონდა დაწერილი თემა, თანაც სკოლისთვის.

აი ისიც :

სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამავე დროს დამრჩეს გრძნობა, რომ თითქოს არაფერი მითქვამს.
სიყვარული ეს ის ამოუცნობი გრძნობაა, როდესაც ადამიანი გრძნობს გრძნობების მთელ კოლონას. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია იგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად.
წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)