აღმოსავლეთი



მოკლედ გაუჩინარებაზე და იმამ ხომეინის საღამოზე

ირანის კულტურულ წარმომადგენლობაში, გაიმართა ცნობილი ირანელი პოეტის და საზოგადო მოღვაწის იმამ ხომეინის პოეზიის საღამო. რომელიც მერწმუნეთ ჩვეულებრივ მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენდა, გამომდინარე იქ დამსწრე საზოგადებიდან. ჩემ გარშემო მიმოიარებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც არის: მაგალი თოდუა, ჯემშიდ გიუნაშვილი და ვახუშტი კოტეტიშვილის მეუღლე ქალბატონი მზეო, რომელმაც ბუმბერაზი ირანისტის ცხოვრების მცირე მონაკვეთი გააცოცხლა. საოცარი შეგრძნებაა იხილო ის ადამიანები , რომლებმაც ეს დარგი მეცნიერების უმაღლეს მწვერვალზე აიყვანეს. ეს არ იყო შეხვედრა ჩვეულებრივ ადამიანებთან, ეს იყო შეხვედრა ცოცხალ ლეგენდებთან.
ასეთ დროს ორმაგად გიჩნდება სურვილი უფრო მეტი ისწავლო და ღირსეულად გააგრძელო ის გზა, რომელიც უკვე კარგა ხანია მიმართულებას იკვლევს ქართულ-ირანულ გზაჯვარედინზე. მოუსმინო ასეთი ადამიანების გამოსვლას და არ იგრძნო თავი ამაყად, რომ ხარ ქართველი და თანაც მომავალი ირანისტი, შეუძლებელია.


სპარსული ახალი წელი თბილისში

ამჯერად მინდა შევეხო – ნოვრუზობას, ეგრეთწოდებულ – სპარსულ ახალ წელს. რომელიც სულ რაღაც 6 დღის წინ აღინიშნა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობაში. განსაკუთრებით სოფელ გომბორში, თბილისსა და სხვა მუსლიმებით დასახლებულ პუნქტებში.

ამ დღესასწაულს ხშირად მიაკუთვნებენ მუსლიმური დღესასწაულების რიგს, მაგრამ მას არ აქვს პირდაპირი კავშირი ისლამთან. ნოვრუზი არის ახალი წელი მზის კალენდრით, რომელიც ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას. ის აღინიშნება მზის კალენდრით ფარვარდინის თვის პირველ დღეს, ხოლო გრიგორიანული კალენდრით, 21-22 მარტს. წელს გამონაკლისი იყო ნაკიანი წელიწადის გამო და აღინიშნა 20 მარტს, 8 საათსა 14 წუთსა და 27 წამს. მოგეხსენებათ დროის ზუსტ გამოთვლას ამ დღესასწაულისა დიდი მნიშვნელობა აქვს.


”იესო ძე კაცისა”

ამ წიგნის ხელში აღება და ჩემი წიგნიერების სამყაროში გადასროლა წამიერად მოხვდა. პირველი შეხება, მართლაც საოცარი იყო. სათაურიდანვე გამომდინარე ვხვდებოდი, რომ რაღაც განსხვავებული მეკავა ხელთ, თანაც ისე, რომ შემეძლო ამ განსხვავებულს ჩავწვდომოდი და უფრო ღრმად შემეგრძნო, ისე, როგორც სხვა ნებისმიერი  უზომოდ საინტერესო წიგნი.
სათაური ასე თუ ისე მეტყველებს მის შინაარსზეც. თავიდანვე გეტყვით, რომ ყველაფერი გამოგონილია და არ შეეფრება სინამდვილეს. იგი მხოლოდ ავტორისეული წარმოსახვის ნაყოფია, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციით უცნაურად აცოცხლებს სახარებისეულ პასაჟებს და სხვადასხვა ადამიანის მიერ დანახულ იესოს წარმოგვიდგენს. თითქმის იდეალურ წონასწორობას ინარჩუნებს თეოლოგიაში. აქ გადმოცემულია როგორც ისეოს მოკეთეთა მონაყოლი, ასევე პირიქით.  წიგნში იესოზე მოგვითხრობენ მისი თანამედროვენი მოციქული მათე თუ ფილიმონი – ბერძენი ჯალაექიმი, მარიამ მაგდალინელი, პოეტი იერუსალიმიდან, პეტრე თუ ფილოსოფოსი…

“არაბული გაზაფხული” ლიბიაში

2011 წელს თუნისში დაწყებულმა აჯანყებამ ნათელყო, რომ უკმაყოფილებას სოციალური და ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და აღნიშნული რეგიონის მაშტაბებს ბევრად სცილდებოდა.
”არაბული გაზაფხული” კი სწორედ ის სახელწოდებაა, რომელიც მსოფლიო მასმედიამ ამ მოვლენებს უწოდა, როგორც ჩანს, 1968 წლის ”პრაღის გაზაფხულის” ანალოგიით, როდესაც ხალხი გამოვიდა ჩეხოსლოვაკიის ტოტალიტარულ-კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ.
მრავალ არაბულ ქვეყანაში არსებობდა ღრმა უკმაყოფილება საკუთარი რეჟიმებით, მაგრამ ”თუნისის რევოლუციის” სწრაფმა წარმატებამ პროტესტის აფეთქებისთვის დეტონატორის როლი ითამაშა.
დომინოს ეფექტით პროტესტი სწრაფად გადაედო სხვა არაბულ ქვეყნებს. უკვე 2011 წლის იანვარში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები: იორდანიაში, ომანში, იემენში, ეგვიპტეში, ბაჰრეინში; მარტში-სირიაში. რეგიონს გარეთ დემონსტარციები იყო ალჟირში, მაროკოში, ხოლო ლიბიაში , რომელსაც 1969 წლიდან, 42 წლის განმავლობაში თავის ოჯახთან და კლანთან ერთად უცვლელად მართავდა საერთაშორისო დონეზე უტაქტობითა და ახირებით ცნობილი დიქტატორი, პოლკოვნიკი მუამარ ალ-კადაფი, ანტისამთავრობო გამოსვლები ნახევარწლიან სამოქალაქო ომში გადაიზარდა.
საყოველთაო ლოზუნგად იქცა ”აშ-შააბ იურიდ ისკატ ან-ნიზამ” (ხალხი მოითხოვს რეჟიმის დამხობას). (გაჩეჩილაძე, 2011)

იაჰია ჰაკკი – “უმ ჰაშიმის კანდელი”

იაჰია იბრაჰიმ ჰაკკი (1905-1992) XX ს-ის ცნობილი ეგვიპტელი მწერალი, ნოველის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელია ეგვიპტურ მწერლობაში. ჰაკკი ძირძველი კაიროელი იყო, საიდა ზეინაბის უბანში დაბადებული. ,,უმ ჰაშიმის კანდელში“ კაიროს ამ ძველი უბნის აღწერა სწორედ მის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს აცოცხლებს შთამბეჭდავად მკითხველის თვალწინ. ,,უმ ჰაშიმის კანდელი“ თავად მწერლისთვის ნოველის მისეული ხედვის ხორცშესხმაა. მისი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნოველები სწორედ ისინია, რომლებშიც მოვლენები ვრცლად არ ვითარდება. მთავარი ნოველაში მისი მორალი, მისი აზრია. ის, რაც მე ,,უმ ჰაშიმის კანდელში“ მაინტერესებს, _ აღნიშნავს ავტორი, _ ის მხატვრული სახეებია, აღმოსავლეთ-დასავლეთს რომ უპირისპირებს ერთმანეთს, მატერიალისტურსა და სულიერს, ადამიანთა ლეთარგიულ მდგომარეობასა და მოძრაობის დაუოკებელ სურვილს. 

აღმოსავლეთმცოდნეობა

აღმოსავლეთმცოდნეობა ანუ ორიენტალსიტიკა ის მეცნიერებაა, რომელიც ჩემს მომავალ პროფესიად ავირჩიე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენც გაგაცნოთ მეცნიერების ეს მეტად საინტერესო სფერო, რომელიც დღესდღეისობით ნაკლებ პოპულარულია საქართველოში, მაგრამ ამის და მიუხედავად იმედს ვიტოვებ, რომ ინტერესით წაიკითხავთ ჩემს მიერ მოწოდებულ მასალებს. აღმოსავლეთმცოდნეობა მეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ახლო და შორეული აღმოსავლეთის ხალხებს, მათ ენებსა და კულტურებს, ამ საზოგადოებებს, მათ ისტორიას. ამ დარგის აღსანიშნავად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინები “აზიური კვლევები”, “შუა აღმოსავლეთის კვლევები”, “შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის კვლევები. რატომ შეიძლება სწორედ აღმოსავლეთმცოდნეობა მოგვევლინოს მეცნიერების იმ დარგად, რომელიც მოახერხებს მსოფლიოს, როგორც მთლიანობის, ახსნას? 

6 responses to “აღმოსავლეთი

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)