Tag Archives: კურსელები

მან შომა რა დუსთ დარამ !

არ ვიცი საიდან დავიწყო წერა მიტოვებულმა, ზაფხულის ფოთოლივით მიმჭკნარმა, დასიცხულმა და სიყვარულით ანთებულმა ბლოგერმა, ირანისტმა. მაგრამ მე მინდა დღეს ეს უფერული პოსტი ჩემს მეგობრებს, ჩემს ირანისტებს მივუძღვნა. ადამიანებს, რომლებმაც მასწავლეს თუ როგორ უნდა მებრძოლა, ადამიანებს რომლებმაც ხელი გამომიწოდეს და მაჩვენეს გუნდური ცხოვრების ხიბლი. არ ვიცი, რა დავარვქა იმ ურთიერთობას, რომელიც დღითიდღე სპარსულ ამობრუნებულ 5 იანს ემსგავსება და სპარსული ანბანისამებრ ლამაზ ფორმებს იღებს.

ეს ისტორია წესით მაშინ დაიწყო, როცა ერთმა დაბნეულმა ბიჭმა ფეხი თსუ–ს ზღურბლზე დადგა და აღმოსავლური ჰაერით მოწამვლაც კი იკადრა, ეს მაშინ როცა მანამდე ყველაფერი აღმოსავლური მასში მხოლოდ არაფრისმთქმელ ემოციებს აღძრავდა…

This slideshow requires JavaScript.

წაიკითხე მეტი >


ხმლიანი ბერი და ანტი ქრისტე

დილის 8 საათია…. მაღვიძარა გამალებით რეკავს და მატყობინებს, რომ დამთავრდა წუთები ნეტარებისა…

ვახელ თვალებს და ოთახში გაკვირვებული მზერით ვიყურები, ვიხსენებ თუ რა მიზეზი ჰქონდა ამ თავხედ არსებას, რომ ასე უტიფრად შეძლო ჩემი გაღვიძება.

მახსენდება…
დღეს ხომ თბილისში უნდა წავიდე, აწ უკვე ჩემს უნივიერსიტეტში, რათა გავიარო რეგისტრაცია და გავხდე ოფიციალური სტუდენტი…. მიხარია, მაგრამ მეზარება …
სიხარული სიზარმაცეზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა და შეძლო ჩემი ლოგინიდან წამოყენება.გავემზადე, დათქმულ ადგილას შევხვდი მეგობრებს და გავეშურეთ სადგურისკენ…სამწუხაროდ გადავწყვიტეთ, რომ მატარებლით  წავსულიყავით თბილისში… ჩვენ ხომ არ ვიცოდით წინ რა ”სასიამოვნო” მგზავრობა გველოდა… წაიკითხე მეტი >

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)