BNG და მე


აი დადგა ეს დღე. დღე, როდესაც გადავწყვიტე დამეწერა იმ თემაზე, რომელზე წერისგანაც თავს ვიკავებდი, რადგან მაშინ ჯერ კარგად არ ვიცნობდი იმ ადამიანების ჯგუფს, რომელთა ერთობლიობა ქმნის საოცარ გუნდს სახელად ”ბნგ”-ის.

დიახ ამ პოსტს ვწერ, დიდი სითბოთი, რადგან ამ ჯგუფმა შეძლო ჩაენერგა ეს გრძნობა თითოული ბლოგერის მიმართ…

პირველივე დღიდან დამხვდა საოცარი ატმოსფერო და საოცარი ადამიანები, საკუთარი გენიალური ბლოგებით.

მოკლედ მოდი ამ სითბოს მეტად აღარ გადმოვღვრი, რადგან ეს იმდენად ბანალურია, რომ ჯობია სხვა მხრივ განვავითარო პოსტი.

თქვენ ხართ ის ადმიანები, ვინც ასე თუ ისე მიცნობთ ჩემი პოსტებით, რადგან მე თითოეულ მათგანში მიწერია მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე და არავითარი ნაყალბევი, დაკოპირებული ფრაზები.
თქვენ აფასებთ ჩემს პოსტებს და განიხილავთ… შეიძლება საშინლად არ მოგწონთ ისინი, მარა მე ხომ ჯერ დამწყები ვარ და ვდილობ ვწერო, ვწერო იმაზე რაც გულს მიფორიაქებს და რაც საინტერესოდ მიმაჩნია.ვარ თუ არა ბლოგერი? რა მნიშვნელობა აქვს ამას… მთავარია ადამიანი ვიყო ჩემი პრინციპებით და ჩემი წერის მანერით, რაც აუცილებელია, თითოელი ჩვენნაირი ინდივიდისთვის. ცნება ”ბლოგერი” არ მიმაჩნია რაიმე დამსახურების შედეგად მიღწეულ სიმბოლოდ, იგი ხომ წოდებაა უბრალოდ, რომლის ტარება არაფერს არ მმატებს… გარდა სტატუსისა, რომელიც სრულიად არაფრისმთქმელია… შეიძლება ყველა გიხსენიებდეს, როგორც ბლოგერს, მაგრამ შენი პოსტები არაფრად ვარგოდეს. ეს გადახვევა რატომ ? – იმიტომ ,რომ ბნგ-ში ისეთ ადამიანებს არ შევხვედრივარ, ვისთვისაც მნიშვნელობა მხოლოდ სტატუსს აქვს. (გამონაკლისები ყველგან არიან) : )

პირველი ბლოგი, რომელიც აღმოვაჩინე იყო ქეთუსის ბლოგი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი ბლოგის შექმნაში. არავის არ გეწყინებათ თუ გეტყვით, რომ ამ ბლოგის მიმართ განსაკუთრებული სიმპატიით ვარ განწყობილი, რაგდან მან ჩემს ბლოგს დაუდო საფუძველი.

არ გავაგრძელებ ჩემი სიმპატია ბლოგერბის ჩამოთვლას, რადგან ეს ძალიან გამიგრძელდება. მათი სია ხომ ნამდვილად არაა ცოტა…  ისინი ისედაც გრძნობენ ამას ჩემს მიერ დატოვებული კომენტარებით.

რა შემიძლია ვთქვა მეტი? – მხოლოდ, ის რომ რაც ამ სამყაროში პირველად შემოვდქი ფეხი იმ დღიდან მივეჯაჭვე და ჩემი ახალდაბადებული ბლოგერის თოთო ხელები ღრმად ჩავჭიდე მას, რათა მესწავლა და განმევითარებინა ჩემი ბავშვური ტიტინი.
იმედია შევძლებ ამ ტიტინის განვითარებას და აწ უკვე მოსაუბრე ბლოგერად მოგევლინებით.

პ.ს

იმედია შეგხვდებით ყველას და გაგიცნობთ……

Advertisements

34 responses to “BNG და მე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: