გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება !


მაინც რა ვართ ადამიანები ? ჩვენ ხომ ხშირ შემთხვევაში არ ვაფასებთ იმას რაც ძვირფასია, რაც მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის კეთილი ნებით მოგვიპოვებია.

გაგაჩნია და მაინც არ იღიმი, არ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით.
დაბღვერილი სახით დაიარები ქუჩაში, უკმაყოფილებას ასხივებ და თრგუნავ შენს გარშემომყოფებს …

შენ კი არ იცი, იქვე შენს გვერდით რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც საკუთარი ცხოვრების მძიმე ტვირთს ატარებს. მას ხომ შენნაირად არ გაუმართლა ცხოვრებაში. მან ხომ მრავალი ტანჯვა გამოიარა, მაგრამ შენგან განსხვავებით არ გაბოროტებულა, ისევ შეინარჩუნა გრძნობები, რომელიც ეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში.

რამდენი ადამიანის თვალებში შეგიძლია ამოიკითხო უდიდესი სევდა, რომელსაც ის გამალებით მალავს, იცინის შენს გვერდით, მაგრამ ტირის განმარტოებით.

ცხოვრება ლამაზი ფერებით ნამდვილად არაა დახატული, ყოველდღე ვაწყდებით ახალ წინააღმდეგობებს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ღირსეულად უნდა შეხვდეს.

ჩვენი ყოველდღიური და მართლაც ზოგჯერ უმნიშვნელო პრობლემების გამო ვიძაბებით და ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ უბედურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ცხოვრება. არა და ეს ხომ ასე სულაც არაა, გაიხედე და დაინახავ რამდენ შენს ახლობელს აქვს შენზე კიდევ უფრო დიდი მიზეზი, იმისა , რომ თავი უბედურად იგრძნოს, მაგრამ ის შენგან განსხვავებით იღიმის, არ ნებდება და ცხოვრების წინააღმდეგობებს ღირსეულად ხვდება. არ დაგავიწყდეს ცხოვრება ხომ ერთი დიდი ომია, რომელი პატარ-პატარა ბრძოლებისგან შედგება, შეიძლება ერთი ბრძოლიდან წაგებული გამოხვიდე, მაგრამ უნდა ეცადო საბოლოოდ ომი მოიგო და გახდე ღირსეული გამარჯვებული. ბოლოს და ბოლოს დაამარცხო საკუთარი თავი და მოიპოვო ძალაუფლება საკუთარ უარყოფით თვისებებზე. ეს შენ შეგიძლია, შენც ხომ ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ცხოვრებისგან დაჩაგრული, მაგრამ მომავლის იმედით აღსავსე პიროვნება.

არ ვიცი მკითხველო ახლა რას ფიქრობ, მაგრამ მე ერთი ვიცი, როდესაც ვუყურებ ადამიანს და მის თვალებში ვხედავ უდიდეს სევდას, შინაგან ტკივილს, რომელიც ისე ღრმად აღბეჭდილა მის თვალებში, როგორც შენში საყვარელი ადამიანის ხატება, ძნელია მას პატივი არ სცე, რადგან ეს ყველაფერი  სულიერ სიბრძნეს მატებს, იმ ღირებულ თვისებებს სძენს, რომლის მეშვეობით იგი პიროვნებად ყალიბდება, მაგრამ არ დაგავიწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას შენარჩუნებული აქვს უწინდელი სულის მშვენიერება და ის მომავლის იმედით აღსავსე მზერა, რომელიც ყველა ჩვენგანში უნდა იგრძნობოდეს, მთელი თავისი ძლიერებით.

Advertisements

11 responses to “გაიღიმე, ცხოვრება გრძელდება !

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: