Tag Archives: ინტერვიუ

პირველი სამუშაო დღე, ანუ რეალობასთან კიდევ უფრო ახლოს

სპეციალურად ვცვლი ქუჩის სახელწოდებას და ადამიანთა სახელებს. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით. რა იცი, რა ხდება…. 

დღეს “სტუდენტური საზაფულო სამუშაოები” იმ ფაზაში შევიდა, როდესაც უკვე აქტიურად დავიწყეთ ჩვენი მოვალეობების შესრულება. თავიდანვე ვიცოდი, რომ მუშაობის პროცესი საინტერესო და მძიმე იქნებოდა. მე ხომ გორის მოსახლეობის სახლის კარები თამამად უნდა შევაღო და ლაღად გამოვიკითხო მათი სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, ავღწერო მათი საბინაო პირობები.  არა მარტო ჩავინიშნო მათი პასუხები, არამედ ადამიანურად მივუდგე თითოეულ მათგანს და მხოლოდ სამუშაოს შესრულების სურვილის გამო არ გავაკეთო ჩემი საქმე.

დილის 11 საათი იყო, როდესაც მე და ჩემი მეწყვილე სამუშაო ადგილიდან დავიძარით და კომბინატისკენ მიმავალ გზას ფეხით გავუყევით. სიცხის მიუხედავად  წინ მივიწევდით, მზის მცხუნვარე ენერგიას ჩვენი ენთუზიაზმით ვახშობდით და პირველი დანიშნულების წერტილისაკენ გზას ვიკვალავდით.  რამოდენიმე წუთი მხოლოდ იმის გარკვევას მოვანდომეთ, თუ სად იყო მშვიდობის ქუჩის მეორე ჩიხი. ათვლის წერტილის პოვნის შემდეგ კი დადგა დრო დაგვეზარებინა კარზე და პირველი ოჯახი გამოგვეკითხა. კარზე პირველი დაკაკუნების მცდელობისას სარდაფიდან ვიღაც კაცმა ომახიანად შემოგვძახა. იმდენად ომახიანად, რომ ჩემი მეწყვილე დაფრთხა და სურვილი გაუქრო შიგნით შესვლისა. მაგრამ საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგ პიროვნებასთან მოვხვდით ოჯახში. იგი ზრდილობიანად დაგვთანხმდა ინტერვიუზე და სახლშიც შეგვიპატიჟა. ჩემი ყურადღება მიიპყრო ეზოში ლეკვების სიმრავლემ და იმ უბრალოებამ რაც იქ სუფევდა. არ გამკვირვებია ის პასუხებიც, რომელიც ჩვენმა რესპოდენტმა მოგვცა. ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა, სულ 2 ოჯახი ერთად. ყველა მათგანი უმუშევარი იყო, არ გააჩნდა არანაირი შემოსავლის წყარო. მხოლოდ მოხუცების პენსიაზე იმყოფებოდნენ. არ ჰქონდათ ნორმალური საცხოვრებელი პირობები. მისაღები, ერთდროულად საერთო ოთახიც იყო და სამზარეულოც.  არ ჰქონდათ აბაზანა, მაგრამ ამის მიუხედავად არ წუწუნებდნენ და ბედს არ უჩივოდნენ.
მახსოვს გაუხარდა, როდესაც გაიგო ჩემი წლოვანება. გაუხარდა ალბათ იმიტომ, რომ ამ ასაკში მუშაობა კარგ ტონად ჩამითვალა. თანაც მისი შვილიც ჩემი თანატოლი უნდა იყოს.
საბოლოოდ ინტერვიუმ კარგად ჩაიარა.  ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და ჩვენ ჩვენი გზა გავაგრძელეთ. იმ დანარჩენი 4 ოჯახიდან, ვისგანაც ინტერვიუ უნდა აგვეღო 3 გან ანალოგიური სიტუაცია დაგვხდა. ყველა მათგანს უჭირდა, აწუხებდა უმუშევრობა, მაღალი ფასები, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. მათგან ერთი მოხუცი ქალი  განსაკუთრებით დამამახსოვრდა. რომელმაც საბუთებიც კი გვანახა იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი ხანია იბრძვის საკუთარი ბინის გასარემონტებლად გამგეობაში. მაგრამ პასუხი ისევ არ ჩანს. თურმე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებულა მისი ბინა და მას შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად ავარიულ შენობაში უწევს ცხოვრება.
მე–5 რესპოდენტი რუსი ქალბატონი გამოდგა, რომელიც საკმაოდ მდიდრულ, საკუთარ ბინაში ცხოვრობდა. თავიდანვე შეეტყო, რომ არ ესიამოვნა ჩვენი მისვლა. ყოყმანის შემდეგ ჰოლში შეგვიყვანა, დაუძახა თავის შვილიშვილს, რათა მას შეევსებინებინა ჩვენთის ანკეტა. რატომღაც ეგონა, რომ რუსული არ გვესმოდა და შვილიშვილს რუსულად ეუბნეობდა: მთელი ოჯახის საიდუმლოებები გამოგვკითხეს, ყველაფერს ფარდა ახადესო …

აი, ასეთია ჩვენი ყოფა, ქართველებს საკუთარ სამშობლოში უკიდურეესად უჭირთ, მაგრამ ამის მიუხედავად არ კარგავენ ჩვეულ იმედს, მოლოდინს. რუსები კი ფუფუნებაში ცხოვრობენ და მაინც დაბღვერილი სახეებით უყურებენ სტუმარს…

დღეს, კიდევ ერთხელ დავრწმუნი თუ რაოდენ მძიმეა გორის მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა. თანაც ეს პირველი დღე იყო. დარწმუნებული ვარ წინ კიდევ უფრო მძიმე სურათების ხილვა მომიწევს.


ბლოგ სფერო საქართველოში

საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე. წაიკითხე მეტი >


ანაბეჭდი–ანკეტა [ნინუცას თეგ–თამაში]

რა შეკითხვას დაუსვამდი საკუთარ თავს?– ცხოვრობ ისე, როგორც შენ სინამდვილეში გინდა?

რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს?– ცხოვრებაში…

რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს?– კომპიუტერის, მობილურის, გაღვიძების… წაიკითხე მეტი >


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)