იპოვე სექსუალური პარტნიორი


ქორწილი, გათხოვება, სექსი ისევ რჩება ქართველების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ოო, რამდენ მათგანს სწადია ამ სურვილების ასრულება, მაგრამ პრინციპში ეს ვის არ სწადია. არ მითხრა, რომ შენ არა? არ დაგიჯერებ. (ოდესმე მაინც მოგინდება)

ეს მარადიული პრობლემა თუ არა სურვილია, რომელიც ყველა ადამინში ცოცხლობს, მაგრამ ზოგიერთ მათგანში განსაკუთრებით იფეთქებს ხოლმე მთელი თავისი ძლიერებით და ანთავისუფლებს თავის მომაკვდინებელ, ვნებისამღვძრელ სექსუალურ ფანტაზიებს.

ყველა ჩვენგანი საკუთარი გზებით ცდილობს იპოვოს სექსუალური პარტნიორი, მეგობარი, ცოლი თუ ქმარი.  ზოგი რეალურ გარემოში, სანაცნობო წრეში ეძებს ასეთ ადამიანს, ზოგი ვირტუალურ ურთიერთობებს დაეძებს და იმედი აქვს, რომ ეს ვირტუალური სამყარო რეალურ ურთიერთობებში გადაიზრდება, ზოგი კი უბრლოდ მარტივად ტელეფონს იღებს და შეტყობინებებს აგზავნის გაზეთის ერთ-ერთ სვეტში, სახელად ”გავიცნოთ ერთმანეთი”. ეს გზა ჩემთვის ცოტა არ იყოს სასაცილო და არაფრისმთქმელია, არ მესმის ადამიანის ასე გაცნობა, მითუმეტეს ოჯახის შესაქმნელად. მაგრამ თქვენ ჩემზე კარგად იცით, რამდენი ადამიანიცაა იმდენი განსხვავებული აზრი არსებობს , ამიტომ ვიღაცას მოსწონს და აკეთებს კიდევაც.

აი ეხლა კი შემოგთავაზებთ ასეთ განცხადებებს, ვინ იცის ამ ბლოგზეც არიან ისეთი მკითხველები ვინც ასეთი გზით ეძებს პარტნიორს. დაე გაიხარეთ და გაიცანით თქვენი მომავალი პარტნიორი. 🙂 ან უკეთესი იხალისეთ ამ განცხადებებზე.

ვარ 28 წლის მიმზიდველი, ლამაზი ქვრივი ქალი. გავიცნობ გაწონასწორებულ, სულით ლამაზ 40–50 წლამდე მამაკაცს. 558208744.

ოჯახის შესაქმნელად გავიცნობ 27 წლამდე გოგოს, სერიოზული ურთიერთობისთვის. ცოლს ვარ გაშორებული. არასერიოზულები ნუ შემაწუხებთ. ნიკა მქვია, 26 წლის. 558167045. ბათუმი

ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ ბინით უზრუნველყოფილ ქალს. ვარ 38 წლის მამაკაცი, ფიზიკურად უნაკლო. 599205939.

ვარ 49 წლის, დროებით ვცხოვრობ დეიდასთან, დროებით უმუშევარი. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ 40 წლამდე ქალს. 551134324. ზურაბი

ვარ 24 წლის, 180 სმ, პუტკუნა, დედისერთა. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ მამაკაცს 30–35 წლამდე, სუფთა წარსულით, დასაქმებულს. 790282265.

გავიცნობ 40 წლის ზემოთ სერიოზულ მამაკაცს, მხოლოდ ოჯახის შექმნის მიზნით. ვარ 50 წლის მარტოხელა ქალი. დარეკეთ საღამოს 6–8 საათამდე. 599491675.

ვარ 48/176/82 მამაკაცი, ვცხოვრობ თბილისში. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ ქალიშვილ გოგოს 39 წლამდე, საშუალოზე მაღალს. 555449094. კობა

ვარ 39 წლის, უცოლო, იმერელი მამაკაცი, ყველაფრით უზრუნველყოფილი. გავიცნობ იმერელ ქალიშვილ გოგონას, ოჯახის შექმნის მიზნით, 32 წლამდე. 557527483. გოგიტა.

პ.ს მონაცემები რეალურია. ნომრებს იმიტომ ვაქვექნებ, რომ იმ გაზეთში, სადაც ვნახე, მითითებული იყო… წესით ფულს უნდა ვიღებდე ამ განცხადებების გამოქვეყნებაში, მაგრამ სიკეთეს რა ვუთხარი, თანაც ქართველების გამრავლებაზეც, ხომ უნდა იზრუნოს ვიღაცამ.   🙂 ხო კიდევ ერთი ქალიშვილობა კვლავ აქტუალურია. ასე, რომ გოგოებო: მტკიცედ სდექთ !


114 responses to “იპოვე სექსუალური პარტნიორი

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)