დღეს, 5 აგვისტოს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა. დიახ, სრულმა 365–მა დღემ ჩაიქროლა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე უსაქმურობისგან დაღლილს დამეწყო წერა. თავიდა ცოტა არ იყოს ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს და მხოლოდ რამდენიმე დღიან გასართობად მიმაჩნდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დღემდე თქვენთან ერთად მოვედი და ბლოგ სფეროში მცირე ადგილის დაკავება მაინც შევძელი. ძნელია, წერო სისტემატიურად და თანაც ისე, რომ მკითხველს თავი მოაწონო. მითუმეტეს მაშინ, როცა ბლოგის მნიშვნელობა ყველას სხვადასხვანაირად აქვს გააზრებული.
ჩემი მიზანი არ ყოფილა დამეწერა პირად ცხოვრებაზე და ბლოგი გამომეყენებინა, როგორც დღიური. არა, უბრალოდ მე მინდოდა მეწერა ყველაფერზე და არა რაიმე კონკრეტულზე. გამეზიარებინა ჩემი მცირე გამოცდილება, ცოდნა სხვებისთვის და პირიქით, მიმეღო მკითხველისაგანაც იგივე. არ ვიცი რამდენად შევძელი ამ ფუნქციების შესრულება, მაგრამ მე ეს ნამდვილად მინდოდა.
დღეიდან შევეცდები კიდევ უფრო გავააქტიურდე და თუ ამას მკითხველის რაოდენობაც შეუწყობს ხელს მთლად ბედნიერი ვიქნები. რამდენიც არ უნდა იძახოს ბლოგერმა, რომ ის მხოლოდ თავის გულის მოსაფხანად წერს და არ აინტერესებს სტატისტიკა, არ ენდოთ, რადგან არ არსებობს ბლოგერი, რომელსაც ყოველდღიურად თვალი არ გაურბის ციფრებისაკენ. 🙂
ახლა კი, შემოგთავაზებთ ერთი წლის განმავლობაში ბლოგის სტატისტიკას.
ასე რომ, დღეისათვის
ჯამში 28,572 Hits , მეორე მთვლელის მიხედვით 35500
top.ge- ს მთვლელით 14753 ვიზიტორი.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო 4 სექტემბერს, როდესაც ჰიტების რაოდენობამ 710–ს მიაღწია.
ჯამში, სულ 94 პოსტია დაწერილი. 1,193 კომენტარი, 17 კატეგორია და 510 თაგია ბლოგზე.
ბლოგის პირწიგნაკის გვერდს 200 მოწონება აქვს.
ბლოგს 262 follower ჰყავს.
რაც შეეხება ყოველდღიურ სტატისტიკას, როცა პოსტებს აქტიურად ვწერდი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა ბლოგს, მაგრამ პასიურობის ჟამს ეს მაჩვენებელი დაბლა იწევს, რაც სრულიად ბუნებრივიცაა…
რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ბლოგს დაბადების დღე მივულოცო და ვუსურვო განვითარება და ერთგული მკითხველების მომრავლება.
აგვისტო 5th, 2012 at 11:21 AM
გილოცავ! ^^
აგვისტო 5th, 2012 at 11:27 AM
გილოცავ და წარმატებები, მეორეს რომ მოგილოცავ უფრო კარგი შედეგები გქონოდეს ^_^
აგვისტო 5th, 2012 at 11:28 AM
მადლობთ, გაიხარეთ… ^^ :*:*
აგვისტო 5th, 2012 at 11:28 AM
მახსოვს როგორ აქტიურობდა ეს გვერდი აბიტურინტული ციებ–ცხელებისას, დროთა განმავლობაშიც დაიხვეწა, ყოჩაღ კარგი project-ი გამოგივიდა :დ
აგვისტო 5th, 2012 at 11:39 AM
შენგან კომპლიმენტი ბევრს ნიშნავს… დიდი მადლობა, გაიხარე… :)))
აგვისტო 5th, 2012 at 11:50 AM
გილოცავ პირველ დაბადების დღეს!! წარმატებები, უამრავი რეიტინგული პოსტები და უთვალავი მკითხველი 🙂
კარგად მახსოვს რა მაგარი ემოცია იყო ჩემი ბლოგი რომ გახდა 1 წლის 🙂
აგვისტო 5th, 2012 at 11:54 AM
მადლობა კახი… ^^ კარგი სურვილებია… 🙂
აგვისტო 5th, 2012 at 2:44 PM
უკვე დიდი ბიჭი ხარ :)) :დ ❤
აგვისტო 5th, 2012 at 2:54 PM
ხო, კიჭებიც ამომდის ნელ–ნელა… 🙂
აგვისტო 6th, 2012 at 9:36 AM
გილოცავ, გიო!
მაღალ სტატისტიკასა და მართალ პოსტებს გისურვებ ამ წელსაც : ))
აგვისტო 6th, 2012 at 7:13 PM
გეიხარე… :* ❤ იმედია, ახდება შენი სურვილები… : ))
აგვისტო 7th, 2012 at 7:40 PM
გილოცავ და წარმატებებს გისურვებ
აგვისტო 7th, 2012 at 7:57 PM
კიდევ ბევრი დაბადების დღე მოგველოცოს 😀
აგვისტო 8th, 2012 at 11:55 AM
მადლობთ ორივეს. გაიხარეთ…. : )
აგვისტო 13th, 2012 at 11:24 AM
გილოცავ გილოცავ. დიდი ბლოგი გაზრდილიყოს :)))))))))
აგვისტო 24th, 2012 at 6:35 PM
ჰოომდა,წერე და წერე და წერე პუშკიი )))