Tag Archives: ბლოგერი

უაზრობა-ბლოგინგი-უაზრობა

მაშინ როდესაც არ იცი რაზე დაწერო, მაშინ როდესაც ფიქრობ, რომ გამოგელია ფანტაზიის უნარი და შენი შესაძლებლობები ამოწურულია, უნდა დაწერო არაფერი, აი ისეთი არაფერი, რომელსაც ეხლა მე ვწერ…  მოკლედ ზუსტად 18 დღეა, რაც ბლოგერობას მივყავი ხელი. ამ პერიოდში დავწერე 34 პოსტი. ზოგს ეს რიცხვი ბევრი გგონია, ზოგს ცოტა.. მაგრამ მე თუ მკითხავთ ცოტაა, იმასთან შედარებით რისი დაწერაც მინდოდა. საერთოდ ვფიქრობ, რომ პოსტების რაოდენობით არ განისაზღვრება ბლოგის წარმატებულება, კი მართალია რაც უფრო ბევრი პოსტია, მით მეტია მომხმარებელი, მაგრამ თუ პოსტში არ ჩადე რაიმე ღირებული აზრი და ვერ გადაეცი მკითველს ის ემოცია , რასაც გრძნობ ის პოსტი აუცილებლად აბსურდული გამოვა… აი ეს პოსტიც ასეთი აბსურდულია..  ეს პოსტი ნამდვილად არ მიემატება დანარჩენი პოსტების რიცხვს, რადგან ეს უბრალოდ უაზრობაა… მაგრამ ამ ქვეყანაზე ხომ ბევრი რამ უაზრობაა და ადამიანები მაინც ჩავდივართ ამ საოცარ უაზრობებს….
მოდი მაინც გადავუხვევ ამ უაზრობიდან და ცოტა ბლოგერობასაც შევეხები…. წაიკითხე მეტი >


საუკეთესო პერიოდი ანუ გზა ბილიკისაკენ

261971_10150227218337562_276813237561_7321905_499899_n მინდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პერიოდზე მოგიყვეთ.
მოგიყვეთ არა მარტო ჩემზე, არამედ იმ ორგანიზაციაზე, რომელმაც მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
მოკლედ ეს ორგანიზაცია გახლავთ საზოგადეობა ”ბილიკი”, რომელთანაც  პირველი შეხება 13 წლის ასაკში მქონდა.

ახლა კი ნელი ნაბიჯით გამოყევით ამ პოსტის ბილიკს….მისმა სიგრძემ არ შეგაშინოთ.. ბილიკის დასასრულს თქვენ სინათლეს დაინახავთ 🙂
………

ერთხელ სკოლის მთავარ ჰოლში გავიარე და დავინახე განცხადება, რომელიც საცოდავად ეკიდა განცხადებების დაფაზე. გამიკვირდა, რადგან როგორც წესი განცხადების დაკიდება და მისი ჩამოხევა ერთია ხოლმე. ამიტომ ინტერესის გამო მივუახლოვდი და წავიკითხე წაიკითხე მეტი >


მინდა ვიყო ბლოგერი

ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაც ახლის გაკეთება მომინდა, მომბეზრდა ყოველდიურად facebook -ში ჯდომა და უაზრო მიწერ-მოწერა. თანაც ხელსაყრელი პირობებიც მაქვს ჩემდა სამწუხაროდ, ზაფხულია მე კიდე ვერსად მივდივარ, რაღა დამრჩენია ამ სიცხეში წერის გარდა, თანაც ეროვნული გამოცდებიც წელს ჩავაბარე და პასუხებს ველოდები, მოკლედ ემოციურად საკმაოდ დატვირთული ვარ. ასე, რომ თქვენ გაგანდობთ ჩემს აზრებს, რაც არ უნდა სულელურად მიიჩნოთ ისინი. მინდა წერა და მოდი თქვენი ნებართვით დავიწყებ ამ ბლოგერობას, ერთად ვნახოთ რა გამომივა. ამ გადასახედიდან საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია, იმედია ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდები. ხო და კიდევ მთავარი, ვინც ჩემს ბლოგზე მოხვდებით, ეს იქნება გამოცდილი ბლოგერი, უბრალო მკითხველი თუ გზააბნეული არ მოგერიდოთ რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ….


Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)