მაინც რა არის სილამაზე ?


მაინც რა არის სილამაზე? ემორჩიელება თუ არა იგი დადგენილ სტანდარტებს და აქვს თუ არა მას განსაზღვრული ჩარჩოები?

დამეთანხმებით ალბათ და გაიფიქრებთ, რომ სილამაზე ყველა ჩვენგანის მიერ სხვადასხვაგავარად აღიქმება. მართალია შეიძლება ვიღაცისთვის ერთი კონკრეტული პიროვნება არ იყოს ლამაზი, მაგრამ მეორე ადამიანისთვის იგივე პიროვნება ამქვეყნად ყველაზე ლამაზ არსებას წარმოადგენდეს.

მოკლედ შევთანხმდეთ, სილამაზე ინდივიდუალურად აღქმადია ყველა ჩვენთაგანისთვის.

მარადიული კითხვა, რომელიც ყველა ადამიანს გვაწუხებს, მათ შორის რათქმაუნდა ქართველებსაც: ვართ თუ არა ლამაზი ერი?

ამ კითხვის დროს ჩვენი ბუნებრივი რეაქცია შემდეგია :

ჩვენისთანა მშვენიერი
განა არის სადმე ერი?

ვიცი გამოჩნდებიან მოწინააღმდეგეები, რომლებიც იტყვიან, რომ ქართველები აღიარებენ, სხვა ეროვნებების სილამაზესაც. მაგალითად უკრაინელების, მაგრამ ისინი ხომ გადატყლარჭულ-გამოპრანწულ თხებს გვანან ქართველებთან შედარებით. რაა შეედრება ქართულ, ნამდვილ, ბუნებრივ სილამაზეს (რომელიც დიდი ხანია თვალშისაცემი აღარაა).

მეორე კატეგორიის მოწინააღმდეგეებსაც დავეთანხმები, რადგან მეც ვფიქრობ, რომ საქართველოში მოიძებნება ბევრი ლამაზი ადამიანი, რომელთა შეხედვა სიამოვნებას მოგგვრის, მაგრამ როგორც ზემოთ შევთანხმდით სილამაზე ინდივიდუალურად აღქმადია, ამიტომ ამ თემაზე კამათს მოვეშვათ.

რა ჯობია ლამაზ შეყვარებულს ან მეუღლეს? იგი ხო შენი სიამაყის საგანს წარმოადგენს, შენთვის ხომ მეასეხარისხოვანია მისი გონება და სულიერება?!

მთავარია ფეხები კისრიდან ეწყებოდეს და ანგელოზის გამომეტყველებით გიმზერდეს. უბრალოდ მარტივად ხმას ნუ ამოაღებინებ და ნუ ჩააქრობ საკუთარ ილუზიებს სილამაზის შესახებ, მაგრამ მე როცა ამ პოსტის სათაურს ვარჩევდი შეიძლება სულაც არ ვგულისხმობდი ფიზიკურ სილამაზეს.

სილამაზე პირობითია, იგი წარმავალია.

თიქთქოს ვიცით, რომ სულიერება უფრო მნიშვნელოვანია ადამიანში, მაგრამ, როგორც წესი პირველ ეფექტს ყოველთვის გარეგნობა ახდენს.
იგი ერთგავრ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მიუთითებს პიროვნული ღირებულებებზე ჩვენ მაინც ადამაინებს გარეგნული ნიშან-თვისებებით ვაფასებთ.

ამ წუთას ალბათ კომენტარის დატოვებას აპირებ, გინდა თქვა ჩემთვის მნიშვნელოვანაი არ არის გარეგნული მხარეო.

ასეთ შემთხვევაში ან სიმართლეს ღაღადებ და ღირსეული გამონაკლისი ხარ ან უბრალოდ საზოგადოების რიგითი წევრი.

Advertisements

26 responses to “მაინც რა არის სილამაზე ?

  • ლიზი

    ძალიან საკამათო რამ დაგიწერია)) მე პიორადად ჩემს აზრს დავწერ. რომ იძახიან “სილამაზეს არ აქვს მნიშვნელობა და მთავარია გულით როგორიაო”, სადღაც არ მჯერა სინამდვილეში ასე რომ ფიქრობდეს ადამინი.მე იმას არ ვიძახიო რომ ვინც “ლამაზი” არაა იმას არ შეიყვარებენთქო. სულაც არა. მაგრამ პირველი მაინც ვიზულია. ჯერ უნდა მოგეწონოს რომ დალაპარაკების სურვილი გაგიჩნდეს და მერე ირკვევა ლამაზი და ჭკვიანია და შენთვის საინტერესოა თუ ლამაზი, უინტერესო და ცალრიელა ფუტლიარია,რომელთანაც მეორედ შეხვედრის სურვილი აღარ გაქვს. და ერთიც შეიძლება სიგიჟემდე შეგიყვარდეს “ნაკლებად ლამაზი”, არა პირველივედანახვისტანავე არამედ როცა გაიცნობ და მიხვდები ის სწორედ ისაა ვინც შენ ყველაზე ლამაზად მიგაჩნია. ან და კიდევ ერთია “ლამაზი: შენთვის როგორია ესაც გასარკვევია))))))))) მერწმუნეთ მინახია ისეთი ლამაზიც რომ სული შეგეკვრება, მაგრამ საკმარისია წინადადება თქვას და სულ აღარ მოგეჩვენოს ლამაზი. და პირიქით. მაგრამ ნურავინ ნუ იტყვის პირველად გარეგნობას არ აქცევს ყურადრებას თუ იმ ადამიანს არ იცნობს)) უფ რამდენი დავწერე და კიდევ რამდენის დაწერა შეიძლებოდა)))))

  • teennewson

    კი მართლაც საკამათო თემაა, ჩვენი აზები თითქმის 100 %-ით ემთხვევა ერთმანეთს. სრულიად გეთანხმები. : )

  • ketusi

    ყველაფერსი გეთანხმები და კომენტარის ავტორსაც სრულად ვეტასნხმები,რარა დავამატო არ ვიცი.
    ღმერტი რასაც გვაძლევს–ის ვართ.
    გარეგნობა შეიძლება ვერ შეცვალო!
    მაგრამ თავის მოვლას არავინ გვიშლის!
    ჩემის აზრით სილამაზე=მოვლილ ადამიანს გარკვეულწილად.

  • teennewson

    კი ქეთუსი ადამიანი თუ მოვლილია და საკუთარ თავის ფასი იცის, მისი თვალებიდან სხვა მუხტი იგრძნობა, რაც ადამიანს ნამდვილად ალამაზებს.

  • ♥ Miss.Catalan.. ♥

    ააა შე ჭკვიანო სტუდენტო :დ პოსტიკუნა მომეწონა (გაგიკვირდებადა) ხოდა ბოლო ნაწილში გეთანხმები,…აი ნამდვილად არ მიაჩნია რო გარეგნობა უმნიშვნელოა,არ ვიტყვი რომ გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ..ადამიანთან კონტაქტის სურვილი რომ გამიჩნდეს გარეგნობით უნდა მომეწონოს.არ ვამბობ,რომ აი უსიმპა,,წი”კურეს ,,პრინცი” ან ულამაზესი ,,პრინცესა” უნდა იყოს,მაგრამ რომ დაინახავ გულზეც არ უნდა შემოგეყარპს:,,ვაიმე ეს რა უბედურებაა,ნუთუ ჩემს წასაყვანად მოვიდნენ!” ან,,ღმერთო შენ მიშველე” ასეთ რეაქციას არ უნდა იწვევდეს ადამიანი…შეიძლება არ ვარ მართალი,მაგრამ მე ესე ვფიქრობ.

  • teennewson

    მართალი ხარ, გარეგნობა , როგორც ზემოთ ვთვქვი ადამიანის სავიზიტო ბარათია, შეიძლება ლამაზი არ იყო, მაგრამ თავს მაინც უნდა უვლიდე… : )

  • Butterfly

    იცი რა…გეთანხმები ყველაფერში ნამდვილად,მაგრამ ხო იცი ყველაფერს ორი კი არა მრავალი მხარე აქვს :))) ხომ შეიძლება ადამიანი სულაც არ იყოს ლამაზი და პროსტა კაი ტიპი იყოს(რავი მე მასე ვეძახი ხოლმე:დ) აი უბრალოდ კაი ტიპი(გოგოსაც ვგულისხმობ და ბიჭსაც)…სულაც არაა აუცილებელი ლამაზი ნაკვთები ჰქონდეს…ცოტა შარმი და ვსო ეგაა რა :დ:დ

  • teennewson

    ki martalia tamt, mara im sharms movla da warmochena unda… : )

  • Chiamaria

    ეხლა შეიძლება ვინმე ამაში არ დამეთნახმოს, მაგრამ მაინც ვიტყვი.
    შორენა ბეგაშვილი- ულამაზესი გოგოა… სანამ პირს გააღებს.. იტელექტი-0, ასე მგონია ცხოვრებაში გადაცემის ტექსტის გარდა არაფერი წაუკითხავს.
    სილამაზე თავისთავად ყველასთვის სასურველია, მაგრამ თუ იმ შენს გარეგნობას კიდევ აზროვნებას არ დაუმატებ, არაფერში გარგია. დღეს ლამაზი და ახალგაზრდა ხვალ, ხვალ გაუნათლებელი ნაოჭებიანი იქნები და ვეღარავის “მონუსხავ” ღიმილით, ხოდა თავად მიხვდით, რა არის ცხოვრებაში მთავარი,,, ჯანმრთელობის შემდეგ

  • ლიზიკუნა

    მომწონს ლამაზი ხალხი)) მაგრამ რა ვქნა არ მომწონს ეს შორენა და დამახჩეთ))) იტყვი ხმამაღლა და რას ამბობ მაგას როგორ იძახიო. არ მომწონს. მე მაგ ქალში ვერ ვხედავ ვერც სინაზეს, ვერც ეშხს, არც მიმზიდველობას, მომხიბვლელობას)) ითვლება ლამაზად კი ბატონო , მაგრამ მე არ მომწონს)) ნუ რა თქმა უნდა პირი არ უნდა გააღოს რომ სიდებილე არ თქვას ეს უდაოა)) აი ხომ არ არის…. ლამაზია , მაგრამ არ გიზიდავს არანაირად, ან პირიქით არ არის ისეთი ლამაზი მაგრამ თვალს ვერ წყვეტავ)) ეს მხოლოდ ვბიზუალზე მაქ ლაპარაკი. ინტელექტი კიდე სხვა თემაა))

  • teennewson

    orives getanxmebit, rac sheexeba shorenas garegnobit adre ufro momwonda, magram am bolo dors rogorc lamaz qals ver agviqvam, ufro seqsualuria, vidre lamazi.

  • nick

    უი რა მაგარი რამ დაგიწერია და ეს მე როგორ ვერ ვნახე, სილამაზე პირობითია ; ) ჩემთვის ლამაზი შეიძლება შენთვის მახინჯი იყოს, ამაზე დავას აზრი არ აქ : ) პრინციპში რაა აქ სადაო? არც არაფერი!

  • teennewson

    sadavo wesit ar unda iyos, magram am temaze mudam daoben.. : )

  • ანონიმური

    daoben magram uazrod azri igivea

  • გრაფინია

    სილამაზე, ეს მე ვარ 😀 😀
    გარეგნობას მნიშვნელობას არ ვანიჭებო არავინ თქვას, უბრალოდ გააჩნია სილამაზეს ვინ რას უწოდებს 🙂 პირველ ეტაპზე გარეგნობას დიდ ყურადღებას ვაქცევ ნებისმიერი ადამიანის გაცნობისას, მაგრამ ურთიერთობის გაღრმავების დროს ვიზუალი როგორც წესი უკან გადაინაცვლებს ხოლმე და პიროვნულ თვისებებს მეტ მნიშვნელობას ვანიჭებ ^_^

  • teennewson

    მოგესალმები თვით სილამაზევ…. 🙂 კი გარეგნობა ყოველთვის ახდენს პირველ ეფექტს, მათ შორის ჩემთვისაც, მაგრამ ბოლოს მაინც პიროვნული თვისებები გადაწონის გარეგნულ სილამაზეს… : )

  • nestandarejan

    არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არცერთი გემოვნების წარმომადგენელს არ მოეწონება, უბრალოდ, ისე უკიდურესად მახინჯებიც არიან, რომ არ შეიძლება რამენაირად მოგეწონოს — გარეგნობას ვგულისხმობ; და, მე მათი ბედი ძალიან მაფიქრებს, ნუთუ იმისთვის დაიბადნენ, რომ ყველამ ზიზიღით შეხედოს და დასცინოს ?! დიდი უსამართლობაა ღმერთის მხრიდან — რატომ არ გვაძლევს ყველას თავისებურ, რომელსამე გემოვნებაზე მორგებულ სილამაზეს?! მე მქონდა შემთხვევა, როცა ადამიანი არ მომწონდა, თვალში არ მომდიოდა და რომ გავიცანიიი!… ახალა მზე და მთვარე ამომდის მასზე და არამარტო მე… იცი, როგორი ნ ლამაზია იგი ჩემთვის, ახლა უკვე, გარეგნულადაც?!

  • teennewson

    კი, სრულიად გეთანხმები. უბრალოდ, გაცნობის მომენტში გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. გაცნობის შემდეგ უკვე სხვა თვისებებს აქცევ ყურადღებას და თუ იპოვე მასში რაიმე ღირებული. ის უკვე ლამაზი ადამიანი ხდება შენთვის.

  • nestandarejan

    ჰო,მაგრამ სილამაზით ტკბობა მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ,მონდომებულად ვზრუნავ საკუთარ გარეგნობაზე, რომ რაც მაქვს, ის მაინც წარმოვაჩინო კარგად… რომ ვინმეს ჩემზე გული მოუვიდეს, მოუვლელ და ძუნძგლიან ადამიანზე, აბა , ვის მიუვა გული ?!

  • teennewson

    ბუნებრივი სილამაზე, რომც ქონდეს ადამიანს, მაინც მუდამ უნდა ზრუნავდეს საკუთარ გარეგნობაზე. : ))

  • ანონიმური

    ,,თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს………,,

  • levani

    ეს არის ყველაზე მაგარი რაღაც ცხოვრებაში წამიკითხამს

  • keto zara

    ra tkma unda mnishvnelovania silamaze magram masze shexedva unda sheidzlebodes. tu is shinaganad lamazia es mis garegnobashic unda gamoixatebodes(tavis movlas vgulisxmob)

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: