ბებერი ნაძირალა


ცხოვრება ამაზრზენია და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი.
დავრწმუნდი რა ამაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რომ ადამიანები კიდევ უფრო შემზარავები არიან საკუთარი არაადამიანური ქცევებით.

რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა მაწუხებს, რამდენი გაშმაგებული აზრი აწვება აზროვნების ბუდეს და ამოხტომას ლამობს, რადგან ვერ გაურკვევია, ასეთი აზრები ხომ არ შეესაბამება იმას, რისიც მას აქამდე სჯეროდა. ნუთუ ყველა ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს საშინელი დანაშაული, ისე, რომ არ იფიქროს შედეგზე, იმ ადამიანზე, რომელსაც ის გულს სტკენს. ეს კიდევ მარტივი ნათქვამია, გულის სტკენა არაფერია, რადგან ზოგჯერ ერთი ადამიანი თავისი არაადამიანური ქცევით სხვას ცხოვრებას უნგრევს, უმახინჯებს იმ გზას, რომელიც მას გასავლელი აქვს , სადღაც აქრობს და მას მხოლოდ თვითგვემას ან არარსებულ მომავალს უსახავს. უნადგურებს ცნობიერებას და იმ ყველაფერ ძვირფასს , რაც ყველა ადამიანში უნდა ცოცხლობდეს მთელი თავისი ძლიერებით.

მაინც რა ხარ ადამიანო ასეთი შეუცნობელი, როგორ შეგიძლია ავნო ისეთ არსებას, რომელსაც სახელად ”ბავშვს” ვუწუდებთ.
არა შენ მე ვერ გიწოდებ ადამიანს, შენ ამ ქვეყნად მოვლენილი საცოდაობა ხარ, შენ არაფერი ხარ, შენ მტვერი ხარ საშინელი ქვეყნიერებისა.

მითუმეტეს შენ აღარ ხარ პატარა, შენ უკვე მოხუცი ხარ. შენ გალიე ცხოვრება და საკმარისი გამოცდილებაც დაგიგროვდა. ბოლოს და ბოლოს სადაცაა ჩაძაღლდები, ეს სიტყვა იმიტომ, რომ მეტის ღირსი ნამდვილად არ ხარ.

აზრი აქ მოგმართო? შენ ხომ მაინც ვერ წაიკითხავ, შენ ხომ ბებერი იდიოტი ხარ, მაგრამ იმდენად ძლიერია შენს მიმართ ზიზღის, შეცოდების გრძნობა, რომ არ შემიძლია არ ამოვუშვა და არ გავათავისუფლო ჩემი თავი ამ გრძნობებისგან.

მკითხევლო ალბათ გიკვირს, რატომ ვწერ, ვისი მისამართით ან საერთოდ რას ეხება ეს პოსტი.

მე უბრალოდ ერთს გეტყვი. ეს ეხება ერთ ბებერ ნაძირალას, რომელსაც მე ყოველდღე ვესალმებოდი , მე ის ღირსეული ადამიანი მეგონა, ბოლოს და ბოლოს ასაკის გამო ვცემდი პატივს, მაგრამ გუშინ გავიგე, რომ მან საშინელი საქციელი ჩაიდინა, კონკრეტულად მას სახში პატარა გოგონა აყავდა ხოლმე და ძალიან ცუდ რაღაცეებს აკეთებინებდა. არ მინდა განვავრცო ეს თემა, რადგან იმდენად საშინელი ამბავია, ვერც კი დავწერ. თუმცა უკვე მიხვდით რისი თქმაც მინდოდა.

პ.ს.

ახლა ეს ბებერი ნაძირალა გაქცეულია, ის ბავშვი კი კარგათაა, რადგან ის ბავშვია და ვერ გარკვეულა რა მოხდა მის თავს.

და ბოლოს…  (სქესობრივი აქტი რათქმაუნდა არ მიგულისხმია ”ძალიან ცუდ რაღაცაში”) ეს შეუძლებელიც იქნებოდა, მაგრამ რაც ჩაიდინა, ის იმდენად ამაზრზენია, რომ….  მოდი აქ დავამთავრებ.


19 responses to “ბებერი ნაძირალა

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)