”რეაქტიურობა-პროაქტიურობა”


როგორია ჩვენი აწმყო?
საიდან მოვდივართ, ანუ ცხოვრების როგორი გზა გამოვიარეთ?
როგორი გვინდა, რომ იყოს ჩვენი მომავალი, ანუ სად გვინდა რომ ვიყოთ?

რატომ ვართ აქ და რა განაპირობებს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას და მომავალში რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემლად მრავალი მეცნიერი მუშაობდა, შეიქმნა არაერთი მიდგომა.

პირველი მიდგომა არის დეტერმინიზმის მიდგომა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ხასიათი იმთავითვე განპირობებულია სამი ფაქტორით და საკუთარი ცხოვრების მანძილზე ადამიანები ვეღარაფერს ვეღარ ცვლიან თავის ხასიათსა და შესაძლებლობებში.
ეს დეტერმინიზმებია:

1) ბიოლოგიური დეტერმინიზმი – გენეტიკური განპირობებულობა, როდესაც ადამიანის თვისებებს და მის შესაძლებლობებს განსაზღვრავს მისი წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოცემული გენების კომპლექსი.
2)ფსიქოლოგიური დეტერმინიზმი – როდესაც ადამიანის ხასიათის განსაზღვრა და საბოლოოდ ჩამოყალიბება ხდება ბავშვობის ასაკში სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის და მშობლებთან ურთიერთობის კვალდაკვალ.
3)სოციალური დეტერმინიზმი – როდესაც ადამიანის ხასიათს და მის ქცევას განსაზღვრავს სოციუმი.

დეტერმინიზმის მიდგომა ძალზე ხისტად იქნა აღქმული და გაჩნდა ახალი მიდგომა – დამოკიდებულობითი მიდგომა. აქაც გამოიყო ადამიანის დამოკიდებულების 3 ფაქტორი.

1)ფიზიკური დამოკიდებულება
2)ემოციური დამოკიდებულება
3)სოციალური დამოკიდებულება

ამ მიდგომის მიხედვით ადამიანი თავად კ არ არის საკუტარი ქცევების შემოქმედი, არამედ ის, თუ როგორი იქნება მისი ქცევადამოკიდებული ამ სამ გარემო ფაქტორზე. ის ერთგვარად რეაგირებს ამ ფაქტორებზე. ანუ ადამიანის ქცევა არის რეაქცია გარემოს სტიმულზე და არა მის ფასეულობებზე დაშენებული აზროვნების პროდუქტი.

ამ მიდგომას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ერთ-ერთი იყო ვიქტორ ფრანკლი, რომელმაც შემოიტანა უკანასკნელი თავისუფლების ცნება. უკლებლივ ყველა ადამიანს გააჩნია უკანასკნელი თავისუფლება, რაც არ უნდა შეზღუდული იყოს მისი თვითგამოხატვის უფლებები, ეს არის შინაგანი თავისუფელბა გააკეთო არჩევანი ! და ეს არჩევანი უნდა ემყარებოდეს შენს ფასეულობებს!  ამ მიდგომის მიმდევარია ასევე სტივენ კოვი, რომელმაც შემოიტანა რეაქტიურობა-პროაქტიურობის ცნება.

რეაქტიური ადამიანის ქცევა არ არის მის ფასეულობებზე დაფუძნებული ქცევა, იგი იმ ფაქტორებზე რეაგიებით ახორციელებს თავის ქცევევბს, რომლებზეც ზემოთ გვქონდა აუბარი.

პროაქტიური ადამიანის ქცევა კი 2 ძირეულ ცნებას ეყრდნობა – ადამიანის ცხოვრებისეული ფასეულობები და თავისუფალი არჩევანის უნარი.

და შენ როგორი ადამიანი ხარ, რეაქტიური თუ პროაქტიური?

Advertisements

12 responses to “”რეაქტიურობა-პროაქტიურობა”

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: