ხმლიანი ბერი და ანტი ქრისტე


დილის 8 საათია…. მაღვიძარა გამალებით რეკავს და მატყობინებს, რომ დამთავრდა წუთები ნეტარებისა…

ვახელ თვალებს და ოთახში გაკვირვებული მზერით ვიყურები, ვიხსენებ თუ რა მიზეზი ჰქონდა ამ თავხედ არსებას, რომ ასე უტიფრად შეძლო ჩემი გაღვიძება.

მახსენდება…
დღეს ხომ თბილისში უნდა წავიდე, აწ უკვე ჩემს უნივიერსიტეტში, რათა გავიარო რეგისტრაცია და გავხდე ოფიციალური სტუდენტი…. მიხარია, მაგრამ მეზარება …
სიხარული სიზარმაცეზე მეტად ძლიერი აღმოჩნდა და შეძლო ჩემი ლოგინიდან წამოყენება.გავემზადე, დათქმულ ადგილას შევხვდი მეგობრებს და გავეშურეთ სადგურისკენ…სამწუხაროდ გადავწყვიტეთ, რომ მატარებლით  წავსულიყავით თბილისში… ჩვენ ხომ არ ვიცოდით წინ რა ”სასიამოვნო” მგზავრობა გველოდა…
სადგური, როგორც წესი სავსე იყო ადამიანებით, კონკრეტულად სოფლიდან ჩამოსული მოვაჭრეებით, რომელთაც გასაყიდად სხვადასხვა პროდუქტი მიაქვთ თბილისში.
ეს იმის დასტური იყო, რომ წინ სასიამოვნო გზა გველოდა, თანაც ისე, რომ დასაჯდომ ადგილს ვერ მოვიპოვებდით.
როგორც იქნა რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ შემოვიდა ჩვენი საოცნებო მატარებელი, მაგრამ რათ გინდა ხალხის მასა საკუთარი ვედროებით დაიძრა და საოცარი სისრაფით ახტა ვაგონში.  ასე, რომ ჩვენ ძლივსძლივობით ავბობღდით და რათქმაუნდა დავიწყეთ ადგილის ძებნა, ადგილის არა დასაჯდომად, არამედ ფეხზე დასადგომად. მივაგენით კიდევაც პატარა ადგილს, ცოტა ვედროების გაწევ-გამოწევა კი დაგვჭირდა, მაგრამ როგორღაც ვიპოვეთ დასადგომი. ჩემმა მეგობარმა
მოახერხა და ძირს განთავსდა, მე კი ჩვეულ ხერხს ”ჩაკუზვას” მივმართე… : )

მატარებელში ერთი სიანტერესო ფაქტიც მოხდა….
მოკლედ სადგურზე ხშირად ვხედავდი შავ ანაფორაში გამოწყობილ, ხმლით დამშვენებულ მღვდელს, ალბათ უფრო სწორი იქნება ვთქვა ბერს, რადგან მისი ჩაცმულობა ამაზე უფრო მეტყველებს. მას ხელში ყოველთვის წმ. ნინოს ჯვარი ან რაიმე სხვა წმინდანის ხატი უპყვრია.
მასთან ერთად აქმადე არ მიმგზავრია, მაგრამ დღეს იგი ჩემთან ერთად მგზავრობდა, უფროსწორედ მატარებელში ქადაგებდა მეორედ მოსვლის და  სამი 6 იანის შესახებ, ის ამბობდა , რომ არავინ არ უნდა ავიღოთ ახალი პასპორტები, რადგან ეს პირად კავშირშია ანტი ქრისტესთან. ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან იმოქმედა, რის გამო იმ ხატებსაც ვეამბორე, რომელიც მას ხელთ ეპყრა. მან კი თავისთავად დამლოცა და ზეთი მაცხო, რაც ძალიან მესიამოვნა, ამასთანავე ბუკლეტიც გადმომდა, რომლის კითხვა იქვე დავიწყე.
აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო ინფრომაცია და ისიც გავარკვიე, რომ ეს ბერი ილია მე 2 ის კურთხევით ქადაგებდა ამ ყველაფერს.მგზავრობისას ერთ საინტერესო არსებას, ერთ არაჩვეულებრივ ქალბატონსსაც შევხვდი, რომელიც თავისი უზარმაზარი ხელებით მეკიდებოდა და მატარებლის გაჩერების დროს ისეთი ძალით მებღაუჭებოდა თითქოს ჩემი მოქცევა ხელის გულში მონდომებიაო.როგორც იქნა ჩავაღწიეთ თბილისში და კითხვა-კითხვით მივადექი ჩემს უნივერსიტეტს, ჯავახიშვილის მე-5 კორპუსს, გავაირე რეგისტრაცია, ვნახე ჩემი კურსელები, რომლებთანაც აქამდე მხოლოდ ინტერნეტით მქონდა კონტაქტი და უკან დამშვიდებული დავბრუნდი, ამჯერად არა მატარებლით, არამედ მარშუტკით, რომელიც ბევრად კომფორტული აღმოჩნდა.
Advertisements

29 responses to “ხმლიანი ბერი და ანტი ქრისტე

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: