ბლოგ სფერო საქართველოში


საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე.

ბლოგს შეიძლება ჰქონდეს მრავალი დატვირთვა, კონკრეტულად იგი შეიძლება იყოს: პირადი, თემატური, შერეული ან რაიმე სპეციფიური ორგანიზაციის ინტერნეტ გვერდი. ამ ბოლო დროს გახშირდა ბლოგის, როგორც ინტერნეტ ჯურნალის გამოყენება.

იმისთვის, რათა უფრო კარაგდა გააცნობიეროთ ბლოგის მნიშვნელობა აუცილებელია მოკლედ გაეცნოთ მისი შექმნის ისტორიას.
მაშ ასე : თანამედროვე ბლოგი გულისხმობს უფრო კერძო პირთა პირად ონლაინ დღიურებს, რომელთა უმეტესობა თავს უწოდებს ჟურნალისტებს. თუმცა ბლოგინგის ისტორია დიდი ხნით ადრე იწყება.. 1994 წელს ჯასტინ ჰოლმა დაიწყო პერსონალური ბლოგინგი, როცა კოლეჯის სტუდენტი გახლდათ, იგი მიიჩნევა ყველაზე ადრეულ ბლოგერად. მოგვიანებით გაჩნდა კამერით გადაღებული ონლაინ დღიურების იდეა, რომელიც ტექსტთან ერთად იდებოდა ბლოგზე და მნახველს შეეძლო ეყურებინა და შეეფასებინა ბლოგერის პირადი ვიდეოები.
ვიდეოსა და ტექსტის შეფარდება დაიწყო 1994 წლიდან, როცა ონლაინ ჟურნალები აღიარეს ლეგალურად. გაუბედავი სტარტის შემდეგ ბლოგინგი ნელ ნელა იპყრობს საზოგადოებას და 1999 წლიდან, უკვე პოპულარობას იხვეჭენ Bruce Ableson (დაიწყო ბლოგინგი 1998 წელს), Brad Fitzpatrick (დაიწყო ბლოგინგი 1999 წელს), Evan Williams (1999 წელი) ამ უკანასკნელმა დააფუძნა blogger.com 1999 წლის აგვისტოში , რომელიც შეიძინა Google მა 2003 წელს.

დროთა განმავლობაში ბლოგინგი იხვეჭს პოპულარობას, ბლოგერები თამამად ავრცელებენ თავის აზრს და მათ მიმდევრებიც უჩნდებათ, ნათელი ხდება, რომ ბლოგინგს შეუძლია პოლიტიკური გავლენაც მოახდინოს და აი, 2004 წელს არჩევნებში პლიტიკური ლიდერები იყენებენ ბლოგებს თავის პოზიციების გასამყარებლად, 2005 წლის იანვარში “Fortune magazine” მა გამოავლინა რვა ბლოგერი, რომელთა იგნირირება ბიზნეს ფენის წარმომადგენლებს აღარ შეეძლოთ, ესენი იყვნენ: Peter Rojas, Xeni Jardin, Ben Trott, Mena Trott, Jonathan Schwartz, Jason Goldman, Robert Scoble, and Jason Calacanis.
2009 წელს ქვეყნების ლიდერებმა აღიარეს ბლოგინგის მნიშვნელობა და გავლენა საზოგადოების აზრზე: ისრაელის ხელისუფლება იყო ერთ ერთი პირველი, რომელმაც დააყენა ოფიციალური სახელმწიფო ბლოგი.
ბლოგერთა საზოგადოება ცნობილია როგორც “ბლოგსფერო”, ბლოგის ოფიციალური თარიღად დადგენილია 31 აგვისტო. ამჟამად უკვე ჩვეულებრივი ამბავია, რომ უამრავი ადამიანი ბლოგიდან ეცნობა მსოფლიო სიახლეებსა და არა მხოლოდ სიახლეებს, საინტერესო ფაქტებსაც და ზოგად ცნობებს სხვადასხვა თემის შესახებ.

საინტერესოა რას ფიქრობენ ქართველი ბლოგერები და რას ნიშნავს მათთვის ბლოგინგი, ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შემოგთავაზებთ მათსავე ინტერვიუს.

1. რას ნიშნავს თქვენთვის ბლოგინგი?

ბლოგერი – ნათია დემეტრაშვილი:(ბლოგი – siyvarulovna.wordpress.com)
ბლოგინგი – ინფორმაციის მიღება-გავრცელების ერთ-ერთი გზა, დროის გასაყვანი, გასართობია. პლუს ჩემი ცხოვრების ნაწილი, იმიტომ რომ ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და ეხლაც ვიტყვი რომ ინტერნეტ დღიურს წარმოადგენს.

ბლოგერი – ქეთუსი:(blogi – ketusi.com)

საკუთარი აზრების, შეხედულებების, გამოცდილების გაზიარებას, ჰობის, ურთიერთობის ახალი ფორმის გამონახვას, გარკვეულ თვითრრეალიზაციას.

ბლოგერი – სალომე:(ბლოგი – kanarioo.blogspot.com)
განტვირთვის და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.

2. რამდენია წელია რაც ამ სფეროში ხართ და თვლით თუ არა რომ სიტყვა ბლოგერი აღიქმება, როგორც პროფესია?

ბლოგერი – ნათია დემეტრაშვილი:
1 წელი და 10 თვე. ბლოგერსაც გააჩნია. ამ ბოლო დროს ორგანიზაციები სერიოზულად დაინტერესდნენ სოც.მედიით. კადრებში სჭირდებათ ადამიანი ვინც გაუძღვება ფბ.ფეიჯს, ბლოგს, იუთუბს, ტვიტერს და ა.შ და ამ შემთხვევაში ტერმინი ბლოგერი შეგვიძლია გავიგოთ როგორც პროფესია.

ბლოგერი – ქეთუსი:
ბლოგი მაქვს 1 წელი და 4 თვე, ნელ-ნელა საზოგადოება ეცნობა ამ სფეროს და უფრო პოპულარული და კითხვადი ხდება.გარკვეული ორგანიზაციები ინტერესდებიან ბლოგზე ინფორმაციის და რეკლამის განთავსებით,ასევე სოც. ქსელებზე ბლოგერის მიერ ინფოს განთავსებით და მართვით.

ბლოგერი – სალომე:
3 წელია. ზოგჯერ კი, პოსტის შინაარსიდან გამომდინარე. თუ პირადულ ისტორიებს ვწერ, ვერ აღვიქვამ პროფესიად.

3. რა ეტაპები გაიარა ქართულმა ბლოგ სფერომ და დღეს რა ეტაპზე იმყოფება?

ბლოგერი –  ნათია დემეტრაშვილი:
არ ვიცი ნამდვილად. მაგრამ ეხლა ერთ-ერთ იმ საფეხურზეა რომ ითქმის განვითარების პროცესშიაო. ცოტაც აკლია და ეგაა.

ბლოგერი – ქეთუსი:
მე ვფიქრობ,რომ კიდევ განვითარდება,ისე,როგორც ნებისმიერ სხვა საქმეს, ამასაც დროით გამოცდა ელის,დრო აჩვენებს რომელი ბლოგი შეინარჩუნებს რეიტინგს. ჩვენთან დიდი ხანი არ არის, რაც ბლოგების წარმოება დაიწყეს, ასე რომ ყველაფერი წინაა.

ბლოგერი – სალომე:
მიმაჩნია, რომ დღესდღეისობით გაცილებით პოპულარული საქმიანობაა, ვიდრე მაშინ როცა ბლოგერობა გადავწყვიტე და მიხარია.

4. რა განაპირობებს თქვენი ბლოგის პოპულარობას?

ბლოგერი –  ნათია დემეტრაშვილი:
პირადი თემები.

ბლოგერი – ქეთუსი:
ჩემი ბლოგი არ არის მხოლოდ პირადი, მაქვს ბევრი ტუტორიალი ბლოგის გაკეთებასთან დაკავშირებით და ასევე ინტერნეტ შოპინგთან დაკავშირებით და მოდური ტენდენციების შესახებ და კიდევ უამრავი საინტერესო რამ, რაც ზოგადად მოთხოვნადი ინფორმაცაა.

ბლოგერი – სალომე:
ალბათ, გულწრფელობა და ემოციურობა.

5.რითი განსხვავდება ქართული და უცხოური ბლოგები ერთმანეთისგან?

ბლოგერი –  ნათია დემეტრაშვილი:
არაფრით.

ბლოგერი – ქეთუსი:
ორი ძირითადი განსხვავებაა:1.ტექნიკურ საკიტხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ბლოგია,უამრავი ინფორმაცია დევს.2–ჩვენთან ჟურნალისტური გამოძიებები და თვითონ ჟურნალისტიკაც მოიკოჭლერბს,წამოჭრილ ტემებზე სამთავრობო უწყებები სათანადო რეაგირებას არ ახდენენ,საზღვარგარეთ კი ყველაფერი სხვაგვარადაა.სხვა დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

ბლოგერი – სალომე:
ქართულ ბლოგებს მაშტაბური ანაზღაურება და მაგ მხრივ დაფასება არ აქვთ.

6.როგორ წარმოგიგენიათ მომავალში ქართული ბლოგ სფერო? 

ბლოგერი – ქეთუსი:
მომავალში ვფიქრობ,რომ დაიხვეწება, გადარჩევა მოხდება. ბლოგერები ბლოგის უკეთ წარმართვას ისწავლიან, იმედი მაქვს, რომ ბლოგის მონეტარიზაციაც უფრო ადვილი იქნება.

ბლოგერი – სალომე:
გაცილებით მრავალფეროვნად, შინაარსიანად და შთამბეჭდავად, ვიდრე დღეს არის.

ამ ინტერვიუს შემდეგ ალბათ უფრო ადვილია ჩასწვდეთ ბლოგის იმ მნიშვნელობას, რომელიც ყველა ჩვენთაგანს კარგად უნდა გვქონდეს გათავისებული, რადგან ჩვენ საზოგადეობას ბლოგერები გვაწვდიან საკუთარ თვალდახედვას და არა დაკოპირებულ ან ვინმეს მიერ დავალებულ სტატიებს. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს არა მარტო კონრეტული გამოცემების მოსაზრება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, არამედ იმ უკვე მრავალრიცხოვანი ბლოგერების მოსაზრებებიც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ნაკლებ ტენდეციურები არიან.
საქართველოში ბლოგერების რიცხვი ყოველდღირად მატულობს, ამ საქმიანობით ერთნაირად არიან დაინტერესებული ორივე სქესის წარმომადგენლები. ასე, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა…

Advertisements

10 responses to “ბლოგ სფერო საქართველოში

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: