Tag Archives: blog

ახალი მედიის ინსტრუმენტები

ახალმა მედიამ ჟურნალისტიკაში გარდატეხა მხოლოდ შინაარსობრივი თვალასაზრისით არ მოახდინა. მთავარი წვილი ახალი მედიის ინტრუმენტებს მიუძღვით, რომელთაც სრულიად შეცვალეს თანამედროვე ჟურნალისტის მიდგომა ამბის გაშუქებისადმი.
ცოტა თქვენგანმა თუ იცის შემდეგი ინტერნეტ სერვისები : Dropbox, Google Drive, Soundcloud, Wunderlist, storify და Qik. ზოგიერთი მათგანს იცნობთ კიდეც, მაგრამ იყენებთ კი, მის სრულ შესაძლებლობებს?
dropbox
Dropbox – ეს არის ონლაინ მეხსიერების ბარათი. ძალიან კარგი საშუალება დისტანციურად ფაილების მიმოცვილსათვის და ასევე მათი რედაქტირებისათვის. თქვენ ასევე შეგიძლიათ დიდი ზომის ფაილი გაუზიაროთ მეგობარს, ისე რომ მას არ დასჭირდეს Dropbox – ზე  დარეგისტრირება.

Google Drive – ეს არის უსაზღვრო შესაძლებლობების და პლაგინების მქონე ინტერნეტ გიგანტის სერვისი. ამჯამად, Drive-ის ერთ-ერთ პროგრამაზე – WeVideo-ზე შევჩერდები. ამ პროგრამის გამოყენების შემდეგ, კითხვას – საჭიროა თუ არა ჩავწეროთ კომპიუტერში სპეციალური პროგრამა ვიდეოს დასამონტაჟებლად, შეგვიძლია უარყოფითი პასუხი გავცეთ.

Wunderlist – დღეიდან შეგიძლია დაივიწყოთ  To Do ლისტის შესამქნელად გამოყენებული ბლოკნოტები. ახლა ეს ისეთი მარტივი და მოსახერხებელია, ადვილად შესაძლებელია თქვენი მუშაობა ორმაგად ნაყოფიერი გახდეს. ამ პროგრამის მეშვეობით შეძლებთ დაგეგმოთ  დღის განრიგი, გაუზიაროთ იგი მეგობრებს და ძალიან მარტივად შექმნათ თქვენი ორგანიზაციის გასაკეთებლი საქმეების სია, რომელსაც ყველა თანამშრომელი ერთდროულად იხილავს.

storify – უნიკალური Web პლატფრომა, სადაც ქმნით თქვენ ონლაინ მედია არხს და იწყებთ მაუწყებლობას.  საქმე იმაზე მარტივადაა ვიდრე ეს ჩვენ შეიძლება გვეგონოს. ამ სერვისის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ სტატია, ისე რომ მულტიმედიური ინფორმაციის მოსაძიებლად არ დაგჭირდეთ ახალი სამუშაო ტაბის გახსნა. გჭირდებათ ვიდეო, სურათი, სოციალური ქსელიდან კომენტარების ამოღება ან ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მიღება? თქვენ ეს ყველაფერი storify-ის სამუშაო პანელში დაგხვდებათ.

Qik – მობილური ტელეფონით ან მცირე მეხსიერების მქონე კამერით ვერ ჩავწერთ დიდი მოცულობის ვიდეოს. ამ დებულების გასაბათილებლად საჭიროა მხოლოდ ერთი ინტერნეტ სერვისი – Qik.  ამ პროგრამის მეშვეობით თავისუფლად შეგვიძლია ჩავიწეროთ დიდი მოცულობის ვიდეო, რომელიც შეინახება პირდაპირ ინტერნეტ სივრცეში, თანაც კამერის დაზიანების შემთხვევაში დაზღვეულები ვიქნებით ვიდეოს დაკარგვისაგან.

Soundcloud – ეს არის ონლაინ აუდიო შემნახველი საკანი, ფლეიერი და ძალიან კარგი უფასო საშუალება, ავტვირთოთ აუდიო ფაილები და შემდეგ უპრობლემოდ ჩავსვათ იგი ჩვენს საიტზე. მაგალითისთვის, აქვე განახებთ გადმოტანილი აუდიო ფაილების ვერსიებს.

გიორგი ურუშაძე


პირველი დაბადების დღე

დღეს, 5 აგვისტოს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა. დიახ, სრულმა 365–მა დღემ ჩაიქროლა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე უსაქმურობისგან დაღლილს დამეწყო წერა. თავიდა ცოტა არ იყოს ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს და მხოლოდ რამდენიმე დღიან გასართობად მიმაჩნდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დღემდე თქვენთან ერთად მოვედი და ბლოგ სფეროში მცირე ადგილის დაკავება მაინც შევძელი. ძნელია, წერო სისტემატიურად და თანაც ისე, რომ მკითხველს თავი მოაწონო. მითუმეტეს მაშინ, როცა ბლოგის მნიშვნელობა ყველას სხვადასხვანაირად აქვს გააზრებული.
ჩემი მიზანი არ ყოფილა დამეწერა პირად ცხოვრებაზე და ბლოგი გამომეყენებინა, როგორც დღიური. არა, უბრალოდ მე მინდოდა მეწერა ყველაფერზე და არა რაიმე კონკრეტულზე. გამეზიარებინა ჩემი მცირე გამოცდილება, ცოდნა სხვებისთვის და პირიქით, მიმეღო მკითხველისაგანაც იგივე. არ ვიცი რამდენად შევძელი ამ ფუნქციების შესრულება, მაგრამ მე ეს ნამდვილად მინდოდა.

დღეიდან შევეცდები კიდევ უფრო გავააქტიურდე და თუ ამას მკითხველის რაოდენობაც შეუწყობს ხელს მთლად ბედნიერი ვიქნები. რამდენიც არ უნდა იძახოს ბლოგერმა, რომ ის მხოლოდ თავის გულის მოსაფხანად წერს და არ აინტერესებს სტატისტიკა, არ ენდოთ, რადგან არ არსებობს ბლოგერი, რომელსაც ყოველდღიურად თვალი არ გაურბის ციფრებისაკენ. 🙂

ახლა კი, შემოგთავაზებთ ერთი წლის განმავლობაში ბლოგის სტატისტიკას.

ასე რომ, დღეისათვის

ჯამში 28,572 Hits , მეორე მთვლელის მიხედვით 35500

top.ge- ს მთვლელით 14753 ვიზიტორი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო 4 სექტემბერს, როდესაც ჰიტების რაოდენობამ 710–ს მიაღწია.

ჯამში, სულ 94 პოსტია დაწერილი. 1,193 კომენტარი, 17 კატეგორია და 510 თაგია ბლოგზე.

ბლოგის პირწიგნაკის გვერდს 200 მოწონება აქვს.

ბლოგს 262  follower ჰყავს.

რაც შეეხება ყოველდღიურ სტატისტიკას, როცა პოსტებს აქტიურად ვწერდი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა ბლოგს, მაგრამ პასიურობის ჟამს ეს მაჩვენებელი დაბლა იწევს, რაც სრულიად ბუნებრივიცაა…

რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ბლოგს დაბადების დღე მივულოცო და ვუსურვო განვითარება და ერთგული მკითხველების მომრავლება.


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: