ქართველები პოლიტიკურ ლაბირინთში


საქართველო ეს ის ქვეყანაა, სადაც ნებით თუ უნებლიეთ ნებისმიერი ადამიანი ჩართულია პოლიტიკურ ცხოვრებაში, სადაც არაა მნიშვნელოვანი ხარ თუ არა კომპეტენტური პიროვნება ამა თუ იმ საკითხში. მთავარია შეგიძლია საუბარი, მითუმეტეს  მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პოლიტიკური თერმომეტრის სკალა, უმაღლეს ნიშნულამდეა მისული.

ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად საკმარისია გახვიდე ქუჩაში და მიმოიხედო გარშემო. განწყობა, რომელიც ხალხშია გამეფებული ერთ მხრივ შემაშფოთებელია, მაგრამ მეორე მხრივ სრულიად ბუნებრივია იმ მოვლენების ფონზე, რომელიც დღეს ვითარდება ჩვენს ქვეყანაში.

უკლებლივ ყველა: სქესის, ასაკის თუ სოციალური ფენის მიუხედავად მსჯელობს ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხზე. ის თემები, რომლებიც დღემდე აქტუალური იყო ცალკე პენსიონერისთვის თუ ცალკე თინეიჯერისთვის დღეს შედარებით უკანა პლანზე ინაცვლებს და ადგილს უთმობს პოლიტიკურ ლაბირინთში დაკარგულ და პასუხგაუცემელ თემებს.

ეს ტენდეცია რათქმაუნდა კიდევ უფრო კარგად აღიქმება ტელევიზიებში თუ ჟურნალ–გაზეთებში. ცალკე ეგრეთწოდებული ოპოზიციური თუ პირიქით სახელისუფლებლო არხები ამ სიტუაციას კიდევ უფრო აბუქებენ, ისინი მთელი შემრთებით აშუქებენ საკუთარ ინტერპრეტირებულ ვარიანტებს, რითაც კიდევ უფრო მეტ სალაპარაკო თემას აძლევენ ხალხს.

ხაზს ვუსვამ დაე ილაპარაკონ და ქონდეთ სალაპარაკო თემა, რადგან ეს არაა პრობელმაა. პრობლემა ისაა, რომ როდესაც ქვეყანაში ძირითადი სალაპარაკო თემა არის პოლიტიკა, ესეიგი არსებობს რეალური პრობლემაც, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მოგეხსენებათ პოლიტიკურად შედარებით მშვიდი მდგომარეობაა, სწორედ ამის დასტურია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის რამოდენიმე პროცენტმა პრეზიდენტის სახელიც კი არ იცის. ეს სულაც არ აღიქმება დადებით ფაქტად, მაგრამ ამ მოვლენით დასტურდება, რომ ქვეყანაში, სადაც მშვიდი პოლიტიკური მდგომარეობაა, საზოგადეობა საკუთარ თავს საშუალებას აძლევს დაისვენოს პოლიტიკური ციებ–ცხელებსიგან და ბოლოს და ბოლოს პოლიტიკური ლაბირინთის ბოლოს სინათლე დაინახოს.

ეს პრობელმა თავის მხრივ კიდევ მრავალ პრობლემას შობს, კონკრეტულად აკნინებს ისეთი თემების წინ წამოწევას, როგორიცაა: კულტურა, ხელოვნება, სპორტი თუ სხვა საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელ სფეროებს…

Advertisements

6 responses to “ქართველები პოლიტიკურ ლაბირინთში

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: