გოგონა დრაკონის ტატუთი


ამ წიგნის სახელი ჯერ თუ არაფერს არ გეუბნებათ, მაშ მოემზადეთ თქვენს თვალწინ გადაიშლება ახალი თანამედროვე ბესთსელერის შემაძრწუნებლად საინტერესო შტრიხები. შტრიხები, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდგომ სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში. თქვენ მოექცევით მისი ზემოქმედების ქვეშ და შთაბეჭდილებებით დამძიმებული დახურავთ წიგნის ბოლო გვერდს.

წიგნთან პირველი კონტაქტის დროს თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გარეკანი, სადაც ზურგმოშიშვლებული გოგონა დრაკონის ტატუთია გამოსახული, ამაზე წიგნის დამაინტრიგებელი სათაურიც მეტყველებს და ის წინათქმაც, რომელიც წიგნის უკანა ყდაზეა განთავსებული. ეს ყველაფერი უკვე საკამრისია იმისთვის, რომ კომფორტულად მოკალათდეთ და შეუდგეთ მილენიუმის ტრილოგიის პირველი ნაწილის ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხვას.

ალბათ მიხვდი, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება, რომელიც საათების განმავლობაში გადაგისვრით წიგნიერების ამოუცნობ სამყაროში და მოგწყვეტთ რეალურ ერთფეროვნებას.

ხო ვიცი ამ წუთებში ათასნაირი აზრი გიტრიალებს, გიჩნდება სურვილი დაიწყო კითხვა, მაგრამ ამავდროულად ფიქრობ, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მორიგი ფუჭი სიტყვები იყოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნის განდიდებას ან მის პროპაგანდას ისახავს მიზნად. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის განვადიდო წიგნი ან მისი ავტორი. ჩემი სურვილია მკაფიოდ გადმოვცე ის ემოციები, რაც წიგნის წაკითხვის დროს ჩემს ცნობიერებას წვდებოდა და მთელი თავისი ძლიერებით ითრევდა სტიგ ლარსონისეულ სამყაროში.

ჩემი ურთიერთობა წიგნთან საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. მისი გადაშლა და იმედების გაცრუება თანხვედრილად მოხდა, რადგან პირველი ფურცლებიდან სულაც არ დავიმუხტე იმ საოცარი ინტერესით, რომელიც ჩემში წიგნის დანარჩენმა ნაწილმა აღძრა.

მოქმედება შვედეთში ვითარდება, სადაც 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. იგი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ცნობილ ჟურნალისტს მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც საკამოდ საინტერესო პიროვნებად გვევლინება, იგი არა მარტო წარმატებული ჟურნალისტი, არამედ სამართლიანი ადამიანიცაა, მისთვის თითქმის არ არსებობს გადაულახავი წინაღობა და ის ზღვარი, რომელიც მის შესაძლებლობებს აღემატება.

ამ დახასიათების მერე იმედია, ამპარტავნობაში არ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი თავი სწორედ ისეთი წარმომიდგენია 40 წლის ასაკში, როგორიც მიქაელია, რადგან ჩვენი ინტერესები გარდა ეკონომიკური მიმოხილვისა გაზეთში ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, სურვილი მაქვს ვიცხოვრო იმ ცხოვრებით, როგორითაც წიგნის მთავრი გმირი ცხოვრობს, ჩემთვის ეს უფრო მიმზიდველია, ვიდრე ის ცხოვრება, რომლითაც წიგნის სხვა პერსონაჟები ცხოვრობდნენ, მაგალითად ჰენრიკ ვანგერი ან რომელიმე სხვა წარმატებული პერსონაჟი.

წიგნში სამყაროს მეორე პოლუსზე მცხოვრები, საზოგადოების მიერ გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა ლიზბეთ სალანდერი გვევლინება. იგი საზოგადეობის იმ ფენას წარმოადგენს, რომელიც საკუთარი განსხვავებულობით არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის ხალხს, არა და სინამდვილეში იმაზე ღრმა სულის პატრონია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მისი პერსონა, მართლაც, რომ წიგნის მთავარ ღირებულ ნაწილს ქმნის, იგი საკუთარი ცხოვრების წესით არღვევს ბარიერებს და იმ ჩამოყალიბებულ დოგმებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

ორივე მთავრი გმირის რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების გზები ერთმანეთს კვეთს და საერთო მიზნის მისაღწევად იწყებს ბრძოლას, ეს გზა მართალია ძნელი და დაბრკოლებებით სავსეა, მაგრამ იმდენად საინტერესო, რომ მკითხველის გონებაში ტოვებს იმ ღრმა კვალს, რომლის დატოვება მხოლოდ ჭეშმარიტად ხელოვანი მწერლის ნაწარმოებს შეუძლია.

როგორც ზემოთ ავღნიშნე მიქაელი რაღაც თვისებებით ჩემს თავს მაგონებს, მაგრამ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით საოცრად გავს ლიზბეთს , როგორც გარეგნულად ასევე შეიძლება თვისებებითაც, რადგან ორივე მათგანი განსხვავებული ადამიანია საკუთარი ცხოვრების წესით, ორივე მათგანს არ აინტერესებს საზოგადეობის ნორმები და ორივე მათგანი ცხოვრობს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და არა სხვების სიამოვნებისთვის. წიგნის კითხვისას, როდესაც ლიზბეთის პერსონაჟს ვეცნობოდი, რატომღაც სწორედ თვალწინ ეს ადამიანი მიდგებოდა.|
არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია, რომ ამ მიგნებაში თქვენც დამეთანხმებით. აი ფოტოც და თქვენ განსაჯეთ ჩემი ფანტაზიის შედეგი.

მოკლედ მე გირჩევდით, რომ ეს წიგნი აუცილებლად წაიკითხოთ, არა იმიტომ, რომ მე აღმაფრთოვანა, არამედ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნით გადაბარგდეთ სამყაროში, სადაც წიგნები ბრძანებლობენ თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე.


17 responses to “გოგონა დრაკონის ტატუთი

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)