აგვისტოს სისხლიანი დღეები


დღეს 8 აგვისტოა… 3 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია კიდევ ერთხელ სცადა.  3 წელი გავიდა, მაგრამ ჭრილობები დღემდე არ შეგვხორცებია, დღემდე ვგრძნობთ უზომო ტკივილს, რომელიც სულს გვიფორიაქებს, მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს და განა სხვანაირად ცხოვრება შესაძლებელია საკუთარი ნაწილის გარეშე ? საკუთარი მოძმის, საკუთარი ტერიოტორიის გარეშე? არა რათქმაუნდა.  მე მტკივა, შენ გტკივა -ეს საერთო ქართული ტკივილია და მანამდე იარსებებს, სანამ ჩვენს კუთვნლ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ.  3 წლის წინ ქართველი ერი უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა. ჩვენ გვართმევდენენ საკუთარ მიწა-წყალს, ეროვნულ თვითშეგნებას, .. ომი, ბრძოლა, სისხლი, სიკვდილი ეს ყველაფერი იმ პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა,  თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით იდგა, მაგრამ ამავდროულად თავს ყველაზე დაუცველად, ყველაზე მარტო ვგრძნობდით.” />  რეალურად ჩვენ ყველამ მიგვატოვა და პირისპირ დავრჩით უდიდესი მონსტრის წინაშე , ისეთი მონსტრის წინაშე , რომელსაც სისხლი მოსწყურებია და საკუთარი მსხვერპლიც უკვე შერჩეული ჰყავს და რაღათქმაუნდა მსხვერპლის როლში კვლავ საქართველოა, ისევე როგორც მრავალი სუაკუნის განმავლობაში. მაგრამ ქართველმა ერმა ამ განსაცდელის მიუხედავად მაინც შეინარჩუნა ერთიანობა, გამოიჩინა გამძლეობა, ბრძოლისუნარიანობა და ის ნაპერწკალი , რომელიც ყოველი ქართველის გულში იმალებოდა კვვლავ გაღვივდა, კვლავ გაერთიანდა ეროვნული პრინციპების, თვითშეგნების, საკუთარი ტერიოტორიების დასაცავად.  ქართველი გმირები ბრძოლის ველზე ეცემოდნენ და ამით საკუთარ კვალს ტოვებდნენ მსოფლიო ისტორიაში, ამით საქართველოს გადარჩენის იმედს გვისახავდენ. მრავალი ქართველი ვაჯკაცის სისხლი დაიღვარა, მრავალი ქართველი დედა ძაძებში შეიმოსა, მრავალი ბავშვი დაობლდა, მრავალი ქალი დაქვრივდა და ეს ყველაფერი რის ფასად? ჩვენი ტერიოტორიები კვლავ ოკუპირებულია, ჩვენი ჭრილობა განახლებულია და ისევ ისე ძველებურად გვტკივა ჩევნი დაკარგული ნაწილები, როგორც 20 წლის წინ.
პირადად მე, ისევე , როგორც თქვენ ამ ომის მსხვერპლი ვარ. 8 აგვისტოს ჩემი მშობლიური ქალაქი გორი დაბომბეს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე გადასატანი იყო. მეგონა, რომ უკან ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი, მეგონა, რომ 8 ში ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მეშინოდა ახლობლების დაკარგვის, მეშინოდა მათ თვალებში ჩახედვის, რადგა იქ მხოლოდ შიშს და სევდას ვხედავდი. მაგრამ მე დღეს ჩემს ქალაქში ვზივარ და ამ პოსტს ვამზადებ თქვენთვის. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი კარგად დამთავრდა. იმედია ასე იქნება ყველა დევნილის შემთხვევაშიც და ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან საკუთარ სახლებს. მე ამის მჯერა !!!

Advertisements

5 responses to “აგვისტოს სისხლიანი დღეები

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: