სიყვარულის ტრენინგი


არ მინდა ამ თემაზე ძალიან ბევრი ვისაუბრო, უბრალოდ მოკლედ მოვყვები ერთ საინტერესო ისტორიას, რომელიც თავს გადამხდა… საერთოდ არ მიყავრს პირად თემებზე საუბარი, მითუმეტეს როდესაც საქმე სიყვარულს ეხება, მაგრამ ეს პოსტი გამონაკლისი იქნება…..

ჩემს ქალაქში ანუ გორში არსებობს ერთი ძალიან მაგარი ორგანიზაცია სახელად ”ბილიკი”, სადაც ვიყავი ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელი. ეს იყო კლუბი სადაც ყველა სკოლიდან იყო შერჩეული ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი და გაწევრიანებული ჩემს კლუბში. ყოველკვირეულად გვქონდა შეხვედრები, სადაც მე და კიდევ ერთი ჩემი თანაშემწე ვატარებდით ტრენინგებს, გასვლით ღონისძიებებს და შეხვედრებს ცნობილ, ინტელქტუალურ ადამიანებთან, ვაწყობდით საღამოებს და ასე შემდეგ…..” />

მოკლედ როდესაც დავიწყეთ ბავშვების მიღება კლუბში, ბევრ რამეს ვაქცევდით ყურადღებას, მათ შორის გოგონების გარეგნობას. 😀 ანუ თუ ვინმე მომეწონებოდა, ის  რათქმაუნდა კლუბში მიღებულად ითვლებოდა.

მოკლედ გავიდა დღეები, მივიღეთ ბავშვები , მე კიდევ ერთ-ერთი მათგანი მომეწონა, თან ვიცოდი, რომ იმასაც მოვწონდი და სწორედ ამიტომ ცოტა გავააქტიურდი… 🙂 დავიწყეთ მიწერ-მოწერა და ასე შემდეგ.. ერთ დღესაც თავში ცოტა გიჟური აზრი დამებადა.. გაჩნდა კითხვა როგორ ამეხსნა სიყვარული? და მეც მოვიფიქრე, ჩამეტარებინა კლუბში ტრენინგი სიყვარულზე და ყველას თვალწინ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს….

მოკლედ ერთ დღეს , როცა ყველანი მოვიდნენ, მათ შორის ისიც, მივესალმე ბავშვებს და ვუთხარი, რომ ჩვენი დღევანდელი თემა არის სიყვარულითქო, თან იმ გოგონას გავხედე და სახეზე გაკვირვება შევატყე, ოღონდ სასიამოვნო გაკვირვება 🙂 დავიწყეთ საუბარი, ვიბოდიალე ძალიან ბევრი და მგონი საკმაოდ ამაღელვებლადაც, ავხსენი თუ რას ნიშნავს ჩემთვის სიყვარული და ბოლოს ვაღიარე, რომ ვინც მიყვარს ამ ოთახში იმყოფებათქო, ბავშვებს მეტი რაღა უნდოდათ დაიწყეს ყვირილი, ჩემი სახელის ძახილი, დაჟინებით მეხვეწებოდნენ გამემხილა იმ ბედნიერის ვინაობა 😀 😀 … თავიდან ცოტა შევყოყმანდი, გავფითრდი, ენა მერეოდა უკვე, არ ვიცოდი რა მექნა, მაგრამ უცებ გავიხედე და დავინახე იქვე წითელი  ქაღალდისაგან გამოჭრილი გულის ფორმის ფიგურა, მივუახლოვდი, ავიღე და ვთქვი: ვისაც ამას გადავცემ ის არის ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარსთქო და ამ სიტყვების თქმის შემდეგ მივუახლოვდი და ეს გულის ფორმა გადავეცი….. შემდეგ? შემდეგ ძალინ ბევრი რამ მოხდა, განვითარდა რაღაცეები, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი სასიამოვნო მოგონებად დარჩა…. : ))აი ასეთი იყო ჩემებური სიყვარულის ტრენინგი, რომლიც საკმაოდ შევამოკლე….: ))
ვთაგავ ნიას

Advertisements

35 responses to “სიყვარულის ტრენინგი

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: