facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს


მე ჩავები თეგ–თამაშში, რომლის იდეის ავტორია  Ado Doodlez. 

 საერთოდ ჩემი დამოკიდებულება ზოგადად facebook-ის მიმართ ამ პოსტში მაქ გამოხატული და თუ გსურთ გაეცანით > facebook მანია… (მოდი ცოტა კრიტიკულად და ცინიკურად შევხედავ ამ ყველაფერს)

და მაინც რას ვიზავ  facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს? უბრალოდ გავიფიქრებ, ღმერთო ამხელა ბედნიერების ღირსი განა იყო კაცობრიობა? დიახ თქვენ შეცდომით არ წაიკითხეთ ეს ფრაზა, რეალურად მართლაც ასე ვფიქრობ, განა რა მოგვიტანა facebook -მა ისეთი, რომ ღირდეს მის გამო ნერვიულობა, დროის ფუჭი კარგვა და უაზრო  ალიაქოთი…

დიახ მესმის უკვე დაიბადა თქვენში წინააღმდეგობის ტალღა და ერთი სული გაქვთ პოსტის კითხვა ჩაამთავროთ, რათა  კომენტარებში უამრავი კონტრარგუმენტი მოიყვანოთ ჩემი პოსტის წინააღმდეგ, ეს ლოგიკურიცაა, რაგდან ბევრი თქვენგანი დამოკიდებულია ამ სოციალურ ქსელზე. ახლა გებადებათ კითხვა განა შენ არ ხარ დამოკიდებული facebookz-ზე? ჩემი გულწრფელი პასუხიც არ დააყოვნებს და გეტყვით, რომ დიახაც ვარ დამოკიდებული და სწორედ ამ დამოკიდებულებისგან მინდა განთავისუფლება.. რათქმაუნდა  მე სულაც არ გამიხარდება ამ ქსელის გაუქმება, მაგრამ არც კატასტროფა იქნება ეს ჩემთვის, პირიქით უფრო მეტს მოვიცლი სხვა მეტად ნაყოფიერი საქმიანობისთვოს. მაგალითად: ჩემს ბლოგში კიდევ უფრო ბევრ ახალ პოსტს დავწერ, უფრო ბევრი დრო დამრჩება კითხვისთვის და ასე შემდეგ……..

არ დავიწყებ ჩამოთვლას და იმის მოყოლას, როგორ დამწყდება გული  ჩემი სურათები, რომ დაიკარგება, ამაზრზენი თამაშების მოთხოვნები, რომ აღარ შემაწუხებს და რომ ვეღარ დამალაიქებენ, რადგან ჩემთვის ეს ყველაფერი მეასეხარისხოვანია…
ცხოვრება facebook-ის გარეშე არანაკლებ ლამაზ ფერებში მეხატება, ვიდრე მასთან ერთად და კიდევ გვახსოვდეს შეუცვლელი არაფერია…. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას სხვა სოციალური ქსელი ჩაანაცვლებს….

დამთაგა: ველურმა ორქიდეამ 
ვთაგავ: ენტოცია – წვეთი ზღვაში

Advertisements

5 responses to “facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: