ჩვენ ადამიანები თითქმის ყოველთვის უკმაყოფილონი ვართ ჩვენი ცხოვრებით და არ ვაფასებთ იმას რაც გვაქვს, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. დიახ ეს რეალობაა, რომელსაც ვერ გავექცევით. ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდ სახეს იღებს და ადამიანში ადამიანურ თვისებებს კლავს. აქრობს გრძნობებს, ემოციებს და ადამიანს რობოტად აქცევს, რომელმაც ეგრეთწოდებული ”თასკები” უნდა შეასრულოს. – ეს ყველაფერი რატომ ? იმიტომ ,რომ ჩვენ გვავიწყდება, რომ იმითაც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რაც გაგვაჩნია, რადგან არსებებონენ ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ბევრად უარეს მდგომარეოაში იმყოფებიან. მათ ხალხი ”უნარშეზღუდულებს” უწოდებს, რასაც მე არ ვიზიარებ, ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უფრო უნარშეზღუდულია, ვიდრე ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი. მათ ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით აქვთ წრფელი გრძნობები, ნათელი სული და უზომოდ მოკაშკაშე, მუდამ ბავშვური , იმედით სავსე თვალები. მათ არ იციან ამა ცხოვრების საშინელი კანონი, რომელიც ბევრ ჩვენგანს გვაიძულებს გავხდეთ ისეთები, როგორიც საზოგადოების უმრავლესობაა, ანუ ? – პირქუშნი, საკუთარი პრობლემებით დამძიმებულნი , არაგულწრფელნი და არაემოციურნი.
მე მესმის ეს არაა ჩვენი ბრალი, ეს ცხოვრებამ მოიტანა, მაგრამ ისიც მესმის, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება ასეთი ადამინების მიმართ. მათ ხომ არაფერი არ დაუშავებიათ, ისინი ისეთი უცოდველები არიან, როგორც ჩვენ დაბადებისას.. განა შეიძლება არ დაეხმარო ასეთ ადამაინს? განა შეიძლება ზურგი აქციო ? ან კიდევ უარესი დასცინო და მისი წრფელი ბუნება შეურაწყო? – პირიქით მათი დახმარებით გამოწვეული სიხარული უნდა გვივსებდეს გულს, მათი უმანკო მზერა ჩვენთვის სტიმულის მომცემი უნდა გახდეს. ჩვენ შეგვიძლია მათგან ბევრი რამე ვისწავლოთ, დავფიქრდეთ ცხოვრებაზე და მივხვდეთ რა არის მართლა ღირებული და რა არა. როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვოთ შეცოდება მათ მიმართ და შევხედოთ, როგორც თანასწორ ადამიანებს…
მათი დანაშაული არ არის ფიზიკური თუ გონებრივი ნაკლი, მათი დანაშაული არ არის მშობლების მიერ მათი მიტოვება….. ისინი ისედაც მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მოდით ჩვენ ნუღა მივაყენებთ ზიანს ჩვენი საქციელით… შეიძლება სიტყვიერად არაფერი ვუთხრათ ცუდი, რაც მათ გულს ატკენს, მაგრამ შეიძლება ისეთი ზიზღით შევხედოთ, რომ მათ თავი დამნაშავედ იგრძნონ, იმისთვის, რომ ისინი არსებობენ, ეს კი საშინელებაა… ისინი ხომ მგრძნობიარენი არიან, ამიტომ ჩვენი ყოველი ქმედება გულთან ახლოს მიაქვთ….. და ბოლოს არავითარი ბარიერები, არავითარი დამაბრკოლებელი წინაღობა არ უნდა არსებობდეს ჩვენსა და მათ შორის.. შევიყვაროთ და მივიღოთ ისეთები როგორებიც არიან, ბოლოს და ბოლოს ჩვენ მათზე მეტი ნამდვილად არაფრით არ ვართ…..
იხილეთ ამ თემაზე პოსტი: peoplle.wordpress.com
აგვისტო 15, 2011
ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით !
Advertisements
აგვისტო 15th, 2011 at 1:52 PM
მშვენიერია, განსაკუთრებით ერთმა შენმა სიტყვამ გამაღიმა რომელმაც ძალიან სიმპათიურად განმაწყო ამ სტატიის მიმართ, ისედავ ვარ ხომ იცი არა შენი პოსტების მამართ ? აი ეგ ” ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამინი უფრო უნარშეზღუდულია, ვიდრე ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი.” სრული ჭეშმარიტებას ღაღადებს შენი ეს სიტყვები : )))) I LIKE THIS POST!
აგვისტო 15th, 2011 at 1:57 PM
დიდი მადლობა ამ კომენტარისთვის.. შენი აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის….. : ) შენი პოსტის შთაგონებითაა დაწერილი , ასე, რომ კარგი გამოვიდოდა : )
აგვისტო 15th, 2011 at 1:59 PM
გმადლობ :*:*
აგვისტო 15th, 2011 at 2:04 PM
🙂 გეთანხმებიიიი 🙂 მე მყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (უნარშეზღუდული ადამიანი არ არსებობს) მეგობრები და მათგან ძალიან დიდ სითბოს ვიღებ 🙂
აგვისტო 15th, 2011 at 2:08 PM
კი მასეა…… : ) საოცარ სითბოს ასხივებენ……
აგვისტო 23rd, 2011 at 1:13 PM
სულაც არ ვარ უკმაყოფილო ჩემი ცხოვრებით 🙂 ეს მაძლევს იმის ძალას რომ მუდმივად წინ ვიარო…..
აგვისტო 23rd, 2011 at 1:49 PM
მთლად უკეთესი…. 🙂
აგვისტო 28th, 2011 at 6:50 PM
სიტყვები არ მყოფნის…
ეს ადამიანები ყველაზე მეტ სითბოს და სიყვარულს იმსახურებენ..
აგვისტო 29th, 2011 at 6:11 AM
მე ეს პოსტი ძალიან მომეწონა ♥
ნოემბერი 2nd, 2011 at 2:27 PM
me myavs shezguduli shesadzleblobebis mqone nacnobi. Dzalian tbili adamiania da unarebit bevr sxva-jansags sjobs. Dzalian magrad ukravs pianinoze, 1 tvis win germaniashi iyo (germanulis olimpiadashi gaimarjva). Getanxmebi unar shezguduli adamiani ar arsebobs!
P.s. Dzalian kargi da tbili postia.
ნოემბერი 2nd, 2011 at 3:05 PM
didi madloba.. chveni azrebi emtxveva ertmanets.. : )
ნოემბერი 2nd, 2011 at 3:11 PM
კარგი პოსტია
მართალია,მათ დახმარება და მეტი სითბო უნდათ! კარგ პირობებში მშვენივრად ახერხებენ თვითრეალიზაციას და ეს კარგია!
დეკემბერი 20th, 2011 at 6:47 PM
zalian misageba chemtvis iseti adamianebi visac jer kidev aqvt sherchenili is grnoba romelsac sheizleba vuwodot “tanadgoma”me viwyeb malee..did gegmebs.saxelwodebit “chven ertmanetistvis!”imedia am gegmebs xorci sheexmeebaa..me mjera sakutari tavis da uflis,,
დეკემბერი 20th, 2011 at 6:50 PM
da rac sheexeba shens sityvebs..zalian kargia,,me piradad chamaxeda chem gulshi,,da gadamaxeda saertod cxovrebaze…martla kargia(K)
დეკემბერი 20th, 2011 at 6:57 PM
დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. ამ სტატიის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეგ იყო… წარმატებები შენს საქმიანობაში… :*
თებერვალი 25th, 2012 at 7:10 PM
[…] ხომ უბრალოდ ერთმანეთს ვჭირდებით! და ბოლოს თქვენ ალბათ ვერ წაიკითხავთ […]
სექტემბერი 13th, 2014 at 2:24 AM
var 18wlis bichi var garegnulad normaluri,, erti nakli maqvs tandayolllili bavshobidan marcxena xelis ganuvitarebloba meti araferi,, mchirdeba samsaxuri romelic umagles ganatlebas ar moitxovs da ucxo enebis codnas,, mindoda swavla magram ver viswavle mshoblebi adre gardamecvala.dzalian minda chemi samsaxuri minda rame vaketo da shesabamisi anazgaureba mqondes da chemi tavi varchino.,var komunikabeluri kargad vmetyveleb da kargad gamomdis adamianebtan urtiertoba,,tu vinmes shegidzliat gverdshi damidget da rame mapovninot upali gagaxarebt,,vimyofebi dasavletshi,dareket am nomerze 599 15 85 78 da ikitxet temo.. winaswar madlloba gmerti tqvensken