გრძნობების შეგრძნობის ხელოვნება ანუ ბედნიერების საიდუმლო


ჩემს ძველ ნივთებს ვათვალიერებდი და შემთხვევით სკოლის დროინდელი თემების რვეული ვიპოვე.
გადავხედე მაშინდელ ნაწერებს, ბევრი ვიცინე, გავიხსენე ძველი დრო და დავაკვირდი ჩემი წერის სტილს. აღმოვაჩინე, რომ მცირედი განსხვავება არის ეხლანდელსა და 2 წლის წინანდელ ნაწერებს შორის…

ერთი საინტერესო თემაც აღმოვაჩინე, რომელიც სიყვარულზე მეწერა, ისე კი გამიკვირდა, აღარ მახსოვდა თუ სიყვარულზეც მქონდა დაწერილი თემა, თანაც სკოლისთვის.

აი ისიც :

სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამავე დროს დამრჩეს გრძნობა, რომ თითქოს არაფერი მითქვამს.
სიყვარული ეს ის ამოუცნობი გრძნობაა, როდესაც ადამიანი გრძნობს გრძნობების მთელ კოლონას. როცა გიყვარს, მხოლოდ მაშინ შეგიძლია იგრძნო თავი სრულფასოვან ადამიანად.

სიყვარული უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომ იგი არა მარტო ჭკუას კარგავს, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეებიც კი დაიპყროს. ასევე შეუძლია ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს, ანუ ამ დროს ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობებოს მთელ გამას : ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.

შეეკითხეთ ნებისმიერ ადამიანს თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავივ აგიხსნით ამ სიტყვის არსს.
გახშირებული გულისცემა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი, უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია, მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჯე, განკურნებაც გაითვალისწინა.
ამ გრძნობის სიძლიერე ნებისმიერ დროში უცვლელია. ის ისეთივე ძლიერი გრძნობაა დღევანდელობაში, როგორიც იყო წარსულში, შეიძლება ამაში ბევრი ადამიანი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვისაც ეს უდიდესი გრძნობა გამოუციდა მიხვდება, რომ ეს ასეა და სიყვარულის გარეშე ჩვენს ცხოვრებას უბრალოდ აზრი არ აქვს.
განა ძველად ადამიანებს ერთმანეთი უფრო მეტად უყვარდათ, ვიდრე დღევანდელობაში?  – არა რათქმაუნდა, უბრალოდ სიყვარულმა გარეგნული სამოსელი შეიცვალა, ხოლო შიგნით კი ისევ ისეთი წრფელი, ლამაზი და ძლიერი გრნობა დარჩა.

ჩემთვის სიყვარული იცით რა არის? – ის რისთვისაც ადამიანი გაჩნდა, ის რის გამოც ცხოვრება ღირს, ის რის გამოც ბევრი ადამიანი იტანჯება, მაგრამ ამის და მიუხედავად ადამიანმა ეს გრძნობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა განიცადოს, რათა მთელი არსებით შეიგრძნოს სიტყვა ”სიყვარულის” მნიშვნელობა, რომლის განმარტებაც ჩვენი გულის კუნჭულში ღრმადაა მიმალული.

მოდით და ახლა ამოხსენით სიყვარულის საიდუმლო, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია, რადგან სიყვარული გრძნობების შეგრძნობის ხელოვნებაა, რომლის გარეშეც ადამიანი უსულო ნივთს წარმოადგენს. ამიტომ ჩემი აზრით თანამედროვეობაში სიყვარული ისევ ისეთი ძლიერი და აღმაფრენი გრძნობაა, როგორც ეს ძველად, თუნდაც ”რომეოსა და ჯულიეტას” დროს იყო, უბრალოდ დღეს სიყვარულის გამოხატვის საშუალებები შეიცვალა, მაგრამ მთავარი ერთია -გიყვარდეს, უყვარდე და ამით ბედნიერების საიდუმლოც ამოხსნლია.

Advertisements

15 responses to “გრძნობების შეგრძნობის ხელოვნება ანუ ბედნიერების საიდუმლო

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: