ტელეპორტაცია


ამოუცნობი მოვლენები ჩემი საყვარელი თემაა და მინდა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ, ამჯერად უკვე ტელეპორტაციის შესხებ……

1954 წელს, სიკვდილამდე ერთი წლით ადრე, ალბერტ აინშტაინი კალიფორნიის ერთ-ერთ საზღვაო ბაზაზე მეცნიერთა მცირე ჯგუფთან ერთად საიდუმლო ექსპერიმენტზე მუშაობდა. ექსპერიმენტი ტრაგიკულად დასრულდა. როდესაც სპეციალური დანადგარი ჩაირთო, იქვე, რეიდზე მდგომი მცირე სამხედრო ხომალდი თავის ეკიპაჟთან ერთად მოულოდნელად გაქრა. ექსპერიმენტი სასწრაფოდ შეწყვიტეს და გემზე ძებნა გამოაცხადეს. გემი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ აღმოაჩინეს, იგი მშვიდად მიაპობდა იაპონიის ზღვის ტალღებს (რომელიც კალიფორნიიდან 6000 კილომეტრითაა დაშორებული), ეკიპაჟის ყველა წევრი მკვდარი იყო…
ექსპერიმენტი აღარ გაუმეორებიათ, აინშტაინი კი შეიძლება ვერც მიხვდა, რომ მისდა უნებურად, პირველად კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნური ტელეპორტაცია განახორციელა.
ბუნებრივი ტელეპორტაცია კი უხსოვარი დროიდან აკვირვებდა ადამიანებს: კენიაში, რუდოლფის ტბაზე, არის კუნძული ენვაიტენტი, რაც ადგილობრივი ტომის, ელმოლოს ენაზე”მოუსავლეთს”ნიშნავს. კუნძული სიგრძესა და სიგანეში სულ რამდენიმე კილომეტრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას დაწყევლილ ადგილად თვლიან და ახლოს არ ეკარებიან.
1935 წელს კენიაში მუშაობდა ინგლისელების ექსპედიცია ვივიან ფუშის ხელმძღვანელობით. ორი კოლეგა – მარტინ შელფისი და ბილ დაისონი უცნობ კუნძულზე გაემართა. გავიდა თხუთმეტი დღე. მეცნიერები აღარ დაბრუნდნენ. შეშფოთებულმა ხელმძღვანელმა კუნძულზე მაშველთა რაზმი გაგზავნა. მათ მეგობრების კვალს ვერ მიაგნეს. კუნძულზე მხოლოდ აბორიგენების მიერ მიტოვებული სოფელი აღმოაჩინეს. გამოიძახეს თვითმფრინავი, რომელიც ორი დღის განმავლობაში დაფრინავდა კუნძულის თავზე, მაგრამ ვერავის და ვერაფერს მიაგნო. ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფუშს უამბეს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, კუნძული ოდესღაც დასახლებული ყოფილა. ხალხი იჭერდა თევზებს, ნადირობდა, ვაჭრობდა მატერიკზე მცხოვრებ თანამემამულეებთან. მაგრამ გავიდა დრო და ისინი სანაპიროზე აღარ ჩნდებოდნენ.მაშინ კენიელებმა ზღვისპირა სოფელ ლოინგლანიდან კუნძულის დასაზვერად ტივი გააგზავნეს. კუნძულზე გადამსხდარი ხალხი განცვიფრებული შესცქეროდა მიტოვებულ სახლებს, ხელუხლებლად დარჩენილ ნივთებს და უკვე დამპალ თევზებს, ჩამქრალ კოცონებს.ადამიანები არსად ჩანდნენ. დაზვერვაზე მისულები სასწრაფოდ გაეცალნენ იქაურობას. მას შემდეგ კუნძულზე მისვლის სურვილი არავის გასჩენია.

ამის გარდა ძალიან ბევრი სხვა ისტორიაც მსმენია, მრავალი ადამაინი მსოფლიოში ყვება რომ მას განუცდია ტელეპორტაცია, უმოგზაურია დროში. ასეთი ამბავი ძალიან ხშირად ხდება ალიასკის ტერიტორიაზე და საერთოდ ამერიკის ეს შტატი ცნობილია ამოუცნობი მოვლენებით….


13 responses to “ტელეპორტაცია

  • M.K.

    და მაინც, მე რატომღაც მგონია, რომ წლების შემდეგ (რამდენის, არ ვიცი) ამ ყველაფერს სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან დაახლოებით ისე, ჩვენ რომ კოსმოსში გაფრენაზე გვიყვებოდნენ და მათ ძალიან გაუკვირდებათ, რატომ გვეგონა ეს მოვლენა უცნაური და ამოუცნობი…

  • teennewson

    კი ეგ აუცილებლად მოხდება ოდესღაც, მე ისიც არ გამიკვირდება ტელეპორტაცია ყველასთვის შესაძლებელი თუ გახდება გარკვეული დროის შემდეგ….

  • teennewson

    კი აბა, ხვალვე ამას ვერავინ შესძლებს…. : )

  • Mamuka Gubelidze

    chemi azrit teleportacia sheudzlebelia da adamiani verasdros shedzlebs teleportacias.
    radgan drois romeliime momentshi rom gamoigonebinat tundac 1000000 clit ukan an 10000000 0 clit cin dges gvecodineboda sheiqmneboda tu ara teleprtaciis kabina.

  • teennewson

    ტელეპორტაცია მაინც და მაინც არ გულისხმობს სხვა დროში გადასვლას, დღესდღეისობით რა ფაქტებიცაა ცნობილი მეტწილად იმავე დროში მოგზაურობას ეხება…. ანუ არსებობს რაღაც ბიოველები რომლის მეშვეობით სივრცეში გადაადგილდები და არა დროში….

  • nick

    ეს ის არაა აინშტაინმა რომ გააკეტა? ამაზე ვრცეეეელი და დიდი სტატია მაქ წანაკითხი 🙂

  • Mamuka Gubelidze

    ქტელეპორტაცია სხეულის სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ფიზიკური გადაადგილების გარეშე გადაცემას ეწოდება. ტელეპორტაცია ფიქტიური ფიზიკური მოვლენაა და იგი ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო ფანტასტიკაში. ტელეპორტაცია მიიღწევა ტექნოლოგიური საშუალებებისა და ხერხების გამოყენებით. თეორიულად ტელეპორტაციის რამდენიმე ხერხია აღმოჩენილი, პრაქტიკულად კი მხოლოდ ერთი — კვანტური ტელეპორტაციაა დადასტურებული.

    2001 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ხელმძღვანელობამ დოქტორ ერიკ დეივისს (Dr. Eric W. Davis) დაავალა ტელეპორტაციის მეცნიერული შესწავლა. დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების შედეგები წარმოადგინა 2004 წლის 1-ელ აგვისტოს. ამ მოხსენებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამეცნიერო წრეებში, რამეთუ თავის მოხსენებაში იგი რეკომენდაციას იძლეოდა გაღრმავებულიყო ფსიქიკური ტელეპორტაციის შესწავლა.

    დოქტორმა დეივისმა თავისი გამოკვლევების დროს ტელეპორტაციის კონცეფცია ხუთ დასად დაჰყო:

    sf-ტელეპორტაცია (sf როგორც science-fiction (ინგ.) — სამეცნიერო ფანტასტიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში განვითარებული ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით“. მოხსენებაში ფაქტობრივ მეტი არაფერია ნათქვამი sf-ტელეპორტაციის შესახებ და იგი გამოკვლევის მიღმაა დარჩენილი.
    VM-ტელეპორტაცია (VM როგორც metric of the vacuum (ინგ.) — ვაკუუმის მეტრიკა) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცეში ვაკუუმის თვისებებისა თუ სივრცე-დროის მეტრიკის (გეომეტრიის) შეცვლის გზით“. ამ ტიპის ტელეპორტაციაში გამოყენებული ხერხები ისეთ თეორიულ ცნებებს ემყარებიან როგორიცაა ნულოვანი წერტილის ენერგიის გამოყენება, სივრცე-დროის სიმრუდის ადგილობრივი დეფორმაცია ჭიახვრელის შესაქმნელად და ვაკუუმის გამტარობისა და სინათლის სიჩქარის შეცვლა. მოხსენება მხარს უჭერს ამ მიმართულებით თეორიული და ექსპერიმენტალური კვლევების წარმართვასა და გაძლიერებას.
    Q-ტელეპორტაცია (Q როგორც quantum (ინგ.) — კვანტი) არის „ერთი კვანტური სისტემის მდგომარეობისა და მისი კორელაციების უსაგნო გადაადგილება სივრცეში მეორე სისტემისაკენ. სადაც სისტემა შეიძლება აღნიშნავდეს ნივთიერებისა თუ ენერგიის განმხოლოებულ ან დაჯგუფებულ ნებისმიერ ნაწილაკს, მაგ.: ბარიონებს (პროტონი, ნეიტრონი და სხვ.), ლეპტონებს (ელექტრონი, პოზიტრონი და სხვ.), ფოტონებს, ატომებს, იონებს და ა.შ. მოხსენების ეს ნაწილი აღწერს პროცედურას, რომელიც მოგვაგონებს სერიალ Star Trek-ში გამოყენებულ ტელეპორტაციის ხერხს : გადასაგზავნი ნივთისა თუ არსების შემადგენელი ყველა ნაწილაკის ზედმიწევნით ანალიზი, ნივთის (არსების) დემატერიალიზაცია, ნივთიერებისა და მასთან დაკავშირებული კვანტური ინფორმაციის გადაცემა და ნივთის (არსების) აღდგენა დანიშნულების წერტილში. ეს მეთოდი იყენებს კვანტურ ტელეპორტაციას კვანტური ინფორმაციის გადასაცემად კვანტური ჩახლართულობის გზით. მოხსენებსი დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად მნიღვნელოვანი წარმატებებისა კვანტური ტელეპორტაციის სფეროში, მეცნიერება ჯერჯერობით უძლურია განახორციელოს თუნდაც რთული ნივთების, გინდაც მარტივი უჯრედების, ტელეპორტაცია. მოხსენება აყენებს წინადადებას, რომ გაღრმავდეს ამ სფეროში ამჟამად წარმოებული სხვადასხვა გამოკვლევა.
    E-ტელეპორტაცია (E როგორც exotic (ინგ.) — ეგზოტიკური) არის „ადამიანების ან ინერტული სხეულების „უსაგნო“ გადაადგილება სივრცის სხვა განზომილებათა თუ პარალელურ სამყაროთა გამოყენების გზით“. მოხსენების ამ ნაწილში დოქტორი დეივისი მოკლედ მიმოიხილავს განსხვავებულ თეორიებს (მარვალობითი სამყარო, სიმთა თეორია და ბრანული კოსმოლოგია…), რომლებიც ვარაუდობენ ჩვენთვის ცნობილი 4 განზომილების გარდა სხვა განზომილებების ან ჩვენის სამყაროს პარალელური სამყაროების არსებობას. E-ტელეპორტაციის იდეის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ეს განზომილებები და სამყაროები გამოყენებულ იქნეს როგორც ერთგვარი მოკლეზე მიმავალი გზა, რომელიც მოგვცემდა ჩვენი ფიზიკური სამყაროს ორ უკიდურესად დაშორებულ წერტილს შორის სწრაფი მოგზაურობის საშუალებას. მოხსენება ასკვნის რომ ეს თეორიები მიუხედავად მათი მომხიბვლელობისა იმდენად ნედლი და უმწიფარია სადღეისოდ, რომ ძალიან ადრეა მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ფიქრი.
    p-ტელეპორტაცია (p როგორც parapsychologic (ინგ.) — პარაფსიქოლოგიური) არის „ადამიანების ან უსულო საგნების გადაადგილება პარანორმალურ საშუალებათა გამოყენებით“. დეივისის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მოიუხედავად გასულ საუკუნეში ამ მოვლენის ირგვლივ დადასტურებული მრავალი თაღლითობისა, სამხედრო და სამოქალაქო მკვლევართა მიერ ბოლოს ხანებში მოპოვებულ იქნა დამაფიქრებელი შედეგები და რომ ამ სფეროში საჭიროა კვლევების გაგრძელება.

  • teennewson

    არა ალბერტმა გააკეთა :დ კი ძალაინ ბევრი დაწერილია ამ მოვლენაზე.. აინშტაინის ცდა კი ცნობილია……

  • Chiamaria

    ვაიმე, როგორ მინდა 500 წლის მერე კიდევ დავიბადო და ტელეპორტაცია გამოვცადო :))

  • teennewson

    და რა იცი რო არ დაიბადები ან სამოთხესი თუ მოხვდები იქ შესაძლებელი არ იყოს? 🙂 ისე ერთი პოსტი უნდა დავწერო იმაზე თუ მერამდენჯერ ვართ მოსულები დედამიწაზე და არსებობს ტუ არა ასეთი რამე.. 🙂

    • Chiamaria

      მაგაზე კი მიფიქრია მაგრამ მე ხო არ მემახსოვრება ეგ.. მე კიდევ მინდა მახსოვდეს და ვიცოდე რომ მე, მე შევძელი ეს. :))) რავიცი გაიგეთ რა მინდა? : )))

  • teennewson

    კი როგორ ვერ გავიგეთ….. აი ეგ კი ძნელი იქნება, მაგრამ რა ვიცით რას გვიმზადებს ცხოვრება.. : )

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძის ბლოგი

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)