იოსებ სტალინი


სტალინი იყო უდიდესი გენია, რომლის წინაშე თავს ხრიდნენ მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსები: უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი და სხვა მრავალი. სტალინი, როგორც პიროვნება  იყო არის და მუდამ იქნება განსჯის საგანი. მისი ქცევები,  პოლიტიკა ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. დღემდე ვერ გაურკვევიათ მისი ნამდვილი ბუნება, წარმომავლობა, ბოლომდე არცაა ცნობილი მისი ხასიათის შტრიხები. დღემდე იწერება მასზე, დღემდე იგრძნობა ცხოველი ინტერესი ამ გენიალური ადამიანის მიმართ, მან ხომ ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, როგორც უძლიერესმა პოლიტიკოსმა და  მმართველობის ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა.

არ დავიწყებ სტალინზე დაწვრილებით ბიოგრაფიული ინფორმაციის მოწოდებას, რადგან ვიკიპედია ამის იდეალური საშუალებაა, უბრალოდ მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა ამ ადამიანის შესახებ….

მოგეხსენებათ იოსებ სტალინი დაიბადა გორში, ისევე, როგორც მე, ამიტომ აქ ჩემს ქალაქში ყველამ კარგად იცის მისი პიროვნების შესახებ, განსაკუთრებულად ჩვენი მშობლების,  ბებია-ბაბუების თაობამ. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება მოისმინო გაცხარებული საუბარი ამ გენიალური ადამიანის შესახებ. გაიგებ მის ქება-დიდებას, არარსებულის მიწერას და განდიდებას, ასევე მოისმენ უარყოფით კომენტარებსაც, მისი კულტის უარყოფას და საერთოდ მისი პოლიტიკის დაგმობას.” />” />
პირადად მე ორივე კატეგორიის ადამიანები  შემხვედრია, მაგრამ ერთი რამ უნდა აღინიშნოს, ვისაც სტალინზე ბევრი წაუკითხია, ბევრი მოუსმენია და ასე თუ ისე კარგად ერკვევა, მის ცხოვრებისეულ დეტალებში იგი ძალიან იშვიათად თუ გამოდგება სტალინის მოწინააღმდგე, მაგრამ ვისც ძალიან მცირე სმენია და თითქმის არაფერი წაუკითხავს ამ ადამაინის შესახებ,  ისე თავგამოდებით  გმობს სტალინის კულტს იფიქრებ მისი ჟამთააღმწერელიაო. ეს კი ამაზრზენი საქციელია უგუნური ადამიანისგან. როცა არ იცნობ პიროვნებას შეუძლებელია მონაჭორის მიხედვით განსაჯო  და მითუმეტეს დაადანაშაულო იგი.
ჩემი აზრით სტალინი იყო ნამდვილი გენია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრ შეცდომასთან ერთად ძალიან დიდი საქმეებიც ჩაიდინა, ბოლოს და ბოლოს მან ხომ მე-2 მსოფლიო ომი მოიგო და დაამხო გერმანიის ჰეგემონია მთელს მსოფლიოში.

ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რაც ქართველებს  მის წინააღმდეგ მოჰყავთ არის ის, რომ იგი საქართველოს არანაირად არ ეხმარებოდა, არ მისცა დამოუკიდებლად ჰყოფნის საშუალება, მაგრამ სტალინი ხომ გარუსებული იყო, მისთვის არ არსებობდა ცალკე სამშობლო, მას ერთი სამშობლო ჰქონდა და ეს იყო საბჭოთა კავშირი, სადაც საქართველოც მოიაზრებოდა. მიუხედავად ამისა, მრავალ ნაშრომში სტალინის შესახებ წერია, რომ მას მუდამ ენატრებოდა საქართველო და თავის სახლში ზუბალოვში თუ სხვა აგარაკზე პატარა საქართველო ჰქონდა მოწყობილი. მისი შვილი სვეტლანა ალილუევა აღწერს, რომ მამაში ის ყოველთვის გრძნობდა ქართულ ხასიათს და მასში გამჯდარი იყო ქართული ზნე-ჩვეულებები.
მართალია სტალინმა რეალური დახმარება არ გაუწია ქართველებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ის  თავის შვილებს, ნათესავებსაც კი არ ეხმარებოდა არაფერში. მან საკუთარი ვაჟი იაშაც კი გაწირა და არ გამოიხსნა გერმანელების ტყვეობიდან, როცა მას ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა.
სტალინთან ერთად ცხოვრება ძალიან რთული იყო, ამ ყველაფერს ვასკვნი იქდან, რომ მისმა შვილმა იაშამ თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ტყვია ასცდა. მისმა მეორე ცოლმა ნადეჟდამ კი ეს მოახერხა და თავი მოიკლა აგარაკზე. ამ მოვლენამ სტალინი ძალიან შეაშფოთა და მისი ცოლის ეს საქციელი ღალატად აღიქვა, მაგრამ სიბერის ჟამს, მაინც აპატია მას ეს  საქციელი, რადგან მას ის ძლერ უყვარდა.
მის გარშემო მრავალი ადამიანი ტრიალებდა, ზოგიერთი მათგანი სტალინის ნამდვილი მეგობარი იყო და მისი ერთგულიც დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ არსებობდნეს ისეთი ცბიერი ადამიანები, რომელებიც სტალინს ეპირფერებოდნენ და ბევრ შავ საქმესაც ახაორციელებდნენ, რომელიც შემდგომში რათქმაუნდა სტალინს მიეწერა. ასეთი ადამიანი იყო ლავრენტი ბერია, რომელმაც დააშორა ახლობლებს და შთააგონა, რომ ყველამ უღალატა და მხოლოდ ის იყო მისი ერთგული. სტალინს სჯეროდა მისი და ერთი წუთითაც არ უფიქრია მის მზაკვრულ განზრახვაზე, მითუმეტეს ბერია მას შეთითხნილი ფაქტებით აბრუებდა, სტალინს კი დრო არ ჰქონდა განესაჯა და გამოერკვია ყველაფერი, ამიტომ ფაქტების წინაშე უძლური იყო.
სტალინი და მიში ქალიშვილი სვეტლანა

სტალინი თითქოს ცივი ადამაინს შტაბეჭდიელბას ტოვებდა, მაგრამ მას ძალიან თბილად მოქცევაც შეეძლო საკუთარ შვილებთან, ამის დასტურია ის წერილები, რომელსაც ის თავის საყვარელ ქალიშვილს სვეტლანას უგზავნიდა.
აი ზოგიერთი მათგანიც:

1.   ”გამარჯობა ჩემო ბეღურა!
ნუ გამიწყრები, რომ ვერ გიპასუხე. ძალიან დაკავებული ვიყავი. ჯანმრთელად ვარ. თავს კარგად ვგრძნობ.
ვკოცნი ჩემს ბეღურას მაგრად, მაგრად….”

2. ”საყვარელო სვეტანკა!
მივიღე შენი 25.9-ს გამოგზავნილი წერილი. გმადლობთ, რომ არ მივიწყებ. კარგად ოღონდ უშენოდ მოწყენილი ვარ, ბროწეულები და ატმები ხო მიიღე? თუ მიბრძანებ კიდევ გამოგიგზავნი. ვასიას უთხარი, მომწეროს წერილი, აბა, ნახვამდის. მაგრად გკოცნი. შენი მამიკო..”

სტალინს და თავის ქალიშვილს, როდესაც ის პატარა გახლდათ ერთგავრი თამაში ჰქონდათ შემუშავებული წერილების წერის დროს. სვეტლანას სტალინმა მბრძანებელი შეარქვა და რასაც ის ”უბრძანებდა”ყველაფერს უსრულებდა , სტალინი კი მისი პირველი მდვანი გახლდათ..

3. ”გამარჯობა ჩემო დიასახლისო!
წერილი მივიღე გმადლობ. კარგად ვცხოვრობ. ვასიას ანგინა ჰქონდა, ავად იყო, ახლა უკვე კარგადაა. წავალ თუ არა სამსახურში? წავიდოდი, მაგრამ შენი ბრძანების გარეშე ვერ გავბედავ ადგილიდან დაძვრას. ხშირად ვარ ლიპკაში. აქ ცხელა. შენ როგორ გრძნობ თავს ყირიმში? ვკოცნი ჩემს ბეღურას”….

სვეტლანას წერილი:
”მამა! რადგან ყინავს გიბრძანებ ჩაიცვა ქურქი”!
სეტანკა-დიასახლისი-1938 წ. 15 დეკემბერი.

მგონი ეს წერილები რაღაც დოზით მიუთითებს სტალინის შინაგან სამყაროზე…..
აი სულ ამის თქმა მინდოდა ამ პიროვნების შესახებ….მაგრამ არაა გამორიცხული ეს პოსტი კიდევ განახლდეს……


36 responses to “იოსებ სტალინი

  • niksologi

    მხოლოდ გორელი ადამიანი თუ დაწერდა მსგავსად.
    იქაური ”დუხით” ხარ გაჟღენთილი და რომც არ მიგეთითებინა გორელი ვარო, ძნელი მისახვედრი მაინც არაა ეგ, ამ პოსტიდან და შენი სტალისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.
    ძეგლი რო აიღეს იმან როგორ იმოქმედა შენზე?

    დახვრეტებზე თუ გსმენია რამე და გადასახლებებზე? პრინციპში ეგენი ყველა ხალხის მტერი არ იყო?

    პ.ს. ჰიტლერის და სტალინის შედარებისას უკეთესობაზე საუბარი ცოტა არ იყოს და გაუმართლებელი მგონია

  • teennewson

    რათქმაუნდა მსმენია.. ეს პოსტი ცოთა სხვა კუთხით წავიყვანე, მაგრამ სტალინს ბერვ რამეში არ ვამართლებ…. უბრალოდ დიდი ადამიანი იყო ჩემი აზრით და ამას გავუსვი ხაზი….. ჰიტლერი და სტალინი ვინ შეადარა?

  • niksologi

    არა, არა შედარება არ გქონია.
    ორივე ერთ რანგში გადის ჩემთვის (ზედაპირულად თუ ვიტყვით)

    ძეგლზე რა რეაქცია გქონდა, უნდა ჩამოეხსნათ შენი აზრით?

  • teennewson

    ჰიტლერიც და სტალინიც ორივე პატრიოტი იყო ქვეყნის და საკუთარი ხალხი ძალიან უყვარდა ორივეს….. რაც შეეხება ძეგლს უბრალოდ გამგეობის წინ აღარ დგას, სტალინის სახლ-მუზეუმის წინ უნდა დაგდან, რაც უფრო ლოგიკურია ჩემი აზრით……

  • ketusi

    ყოჩაღ,კარგი პოსტი იყო.
    ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს,მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო,ადრე სხვა წარმოდგენა მქონდა მასზე გამომდინარე იქიდან,რასაც ზოგიერთი ამბობდა,მერე მე თვითონ რომ დავინტერესდი და მასალები მოვიძიე და წავიკითხე,სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.მასზე ცუდის თქმა ერთგვარი სამთავრობო პროპაგანდა იყო და ეს კეთდებოდა იმისთვის,რომ სტალისნის ფონზე ასეთი უუნაროები არ გამოჩენილიყვნენ!სტალინი გენიალური ადამიანი იყო.
    მე მასზე სტატია მაქვს,მხოლოდ ფაქტებია მოყვანილი მისი მოღვაწეობიდან,სტატია რუსულ ენაზეა,ეგებ დაგაინტერესოს,აი ლინკი :”სსრკ და სტალინი — მხოლოდ ფაქტები” — http://wp.me/p10AqM-137

  • niksologi

    არ ვიცი, მე ვერ გავიზიარებ აზრს მათი პატრიოტობის შესახებ.

    • teennewson

      შენი აზრიც მისაღებია ჩემთვის და ვიცი, რომ შენსავით ბევრი ფიქრობს. მაგრამ მე ვერ ვუარყოფ იმას, რომ ჰიტლერიც და სტალინიც ქვეყნის ინტერესებისთვის იბრძოდნენ…..

      • niksologi

        რატო ვერ დაგეთანხმები იცი? ქვეყნის ინტერესებში შედიოდა არიული რასის განადგურება?

        პოლიტიკა ძალიან საინტერესო რამეა და მე ნაღდად არ მიმაჩნია ”ბინძურ საქმედ”.

        რასაკვირველია მესმის რასაც ამბობ…

      • teennewson

        მესმის რასაც ამბობ. ბევრი ნაბიჯი ორივე ადამიანის არ იყო ქვეყნის ინტერესებისთვის განხორციელებული, ასეა დღესაც ნებისმიერი პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი ვერ იქნება გათვლილი….. ქვეყნის ინტერესებისთვის…. მე ვხედავ ძალიან ბევრ შეცდომას მათ პოლიტიკაში, მაგრამ ამავე დროს ბევრი რამეც მესმის.. ბევრი რამის აცილება შეიძლებოდა თავიდან, ბევრის კი ნამდვილად არა…..

  • teennewson

    ქეთუსი სხვათაშორის შენი პოსტი ვნახე დღეს და იმიტო დავწერე სტალინზე ეს სტატია…. მეც სხვა წარმოდგენა მქონდა მასზე ადრე, მაგრამ რაც გავეცანი მის ცხოვრებას და წავიკითხე წიგნები სრულიად შემეცვალა აზრი……

  • anna

    მე მიყვარს სტალინი !

  • temuchin

    სტალიანი? გენია? რა ალოგიკური კავშირია ამ ორ სიტყვას შორის. სტალინი = ნაგავი < აი ჭეშმარიტება.

  • teennewson

    yvelas tavis azri aqvs am pirovnebastan dakavshirebit… me rasac vfiqrob davwere… da vfiqrob rom stalini genia…. : ) da cheshmaritebas verc me, verc shen da verc veravin ver davadgent stalinttan mimartebashi…

  • Alexi Amniashvili

    მოვეშვათ ბებიების და ბაბუების აზრის გაზიარებას. ვიმსჯელოთ ჩვენ თვითონ… სტალინის დანახვა რამდენიმე მხრიდან შეიძლება, მომწონს როგორც მმართველი, ვაფასებ ასევე მის ნიჭსაც ყოფილიყო ამხელა სახელმწიფოს მმართველი. იმხელა სახელმწიფოს შენარჩუნება ჩემი აზრით ცოტა რთულიც იქნებოდა გადასახლებების და რეპრესიების გარეშე

  • teennewson

    ki mec magis gamo vafaseb, sxva ramis gamo sheudzlebelic kia daafaso…. rac vici imis mixedvit vmsjelob da aravis azrs ar vixvev..

  • Butterfly

    სტალინი მართლაც უჭკვიანესი პიროვნება იყო,მაგრამ რაში გამოიყენა კარგის მხრივ ეს თავისი ჭკუა???? რაღაც არამგონია პატრიოტი ყოფილიყო…

  • teennewson

    პატრიოტი იყო თან ძალიან.. უბრალოდ მისთვის ერთი მშობლიური ქვეყანა იყო და მას საბჭოთა კავშირი ერქვა, არა საქართველო სამწუხაროდ…..

  • ketusi

    სხვათაშორის,დღეს რომ ჩვენი კლასიკოსები კლასიკოსებად მოიხსენიებიან –ეს სტალინის დამსახურებაა, და კიდევ უამრავი სასიკეთო სქმე აქვს ცადენილი,რაც მის მამულიშვილობას ხაზს უსვამს!

  • ანონიმური

    ver vityvi rom stalini genia iyo, magram rac martalia isic unda itqvas rom martlac nichieri adamiani iyo…

  • tamoo

    luciperia da albad exla jojoxetshi iicvis. statias rac sheexeba chemi azrit absoluturad subiekturadaa dacerili gamomdinare erti carmoshobisa

  • tamoo

    udaod genia ixoo, magram borotebas emsaxurebod

  • teennewson

    რა თქმა უნდა სუბიექტურადაა დაწერილი. ნებისმიერ ადამიანს გარკვეული მიზეზების გამოც და ზოგჯერ უნებურადაც უჩნდება სიმპატია კონკრეტული პიროვნების მიმართ. ამ შემთხვევაში ჩემი მიზანი იყო ამ დიდი პერსონის სხვა კუთხით წარმოჩენა…

  • David Chargazia

    …ერთი ბერიას თანამერზოლი გარდაიცვალა. და ნახა ჯოჯოხეთში ბერია, რომელიც წელამდე ადამიანის სისხლში იდგა. ლავრენტი პავლოვიჩ!–––აღმოხდა მას––თქვენ მხოლოდ წელამდე? ––მე სტალინის მხრებზე ვდგავარ––განუმარტა ბერიამ სამარცხვინოა, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც კი ჰყავს ამ ურჩხულს თაყვანისმცემლები

    • teennewson

      სტალინის თაყვანისმცებლობიდან ძალიან შორს ვარ. და საერთოდ არ არსებობს ჩემთვის ცნება თაყვანისცემა ვინმეს მიმართ, გარდა ღმერთისა. უბრალოდ, მინდოდა განსხვავებული კუთხით დამეწერა სტალინზე და სხვა მხრივ განმეხილა მისი პიროვნება….

  • Gvantsa

    მე ვფიქრობ, სტალინი მართლაც ძლიერი და ნიჭიერი პიროვნება იყო.. ეგეთი ძლიერი პოლიტიკოსი 100000 წელიწადში ერთხელ ძლივს იბადება… ამბობთ საქართველო არ უყვარდაო სტალინს, არ აქცევდაო სათანადო ყურადღებას, არ იდგაო მის სადარაჯოზე და სხვა ქვეყნის აღორძინებას ცდილობდა… არადა სტალინმა პირველად საქართველოში სცადა ბედი პოლიტიკაში, ჩვენ ქართველები იმდენად ,,მაგრები” ვართ, რომ კი არ ვაღიარეთ არამედ სხვა ქვეყანაში გადავასახლეთ.., თავიდან მოვიშორეთ (ესეთი რაღაცეები დღესაც ხდება, ჭკვიანი ადამიანების ჩამოშორება.. მერე ხომ აღარ გაკეთდება ის ბინძური საქმე რასაც ,,პოლიტიკა” ჰქვია და ხომ ვეღარ გაისქელებენ ჯიბეებს.) ეს იყო ადამიანი, თანაც იმდენად ძლიერი, რაღაც უნდა ემართა, თანაც ჭკვიანურად.. უზარმაზარი პოლიტიკური ნიჭი ქონდა..რაც ჩვენ ქართველებმა დავგმეთ და რატომ გიკვირთ სამშობლოდან მოკვეთილმა ადამიანმა, რომელიც თვითონ სახელმწიფოს არ ჭირდება სადაც ნახა გასაქანი იქ დაიწყო მოღვაწეობა?? და თუ მართლა კარგად არ იცნობთ მის ,,ადამიანობას და მის ისტორიას” ძნელია ზედაპირულად ერთი შეხედვით ილაპარაკოთ.. მედალს ორი მხარე აქვს.. რატომღაც ჩვენ, ქართველები ერთი მხრიდან ვუყურებთ ამას… არ უყვარდაო საქართველოო, მაშინ არ გეცოდინებათ ისიც, რომ ვილმი ,,გიორგი სააკაძე” სწორედ მისი შეკვეთითაა გადაღებული.. და კიდე სხვა რამდენი, რამდენი ჩამოვთვალო.. მესმის ცუდიც გააკეთა და მე ახლა სულ არ გიქმნით სტალინის კულტს, უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, კარგად დააკვირდით და რაც შეიძლება მეტი წაიკითხეთ მასზე.. შეუცდომელი კი არავინაა 🙂
    პ.ს ახლა შეიძლება იფიქროთ, ,,ესეც მეორე გორელია უეჭველიო “, მაგრამმ არ ვარ 🙂

  • ლაშა

    ამ შემთხვევაში ამ ბლოგის ავტორს ვეთანხმები სრულიად, მიუხედავად იმისა რომ სტალინმა ბევრი შეცდომა დაუშვა, უფრო დიდი სიკეთე მოუტანას მთელს კაცობრიობას. სტალინი უდიდესი ადმიანია. რაც შეეხება საქართველოს, თავისი არსებობით სტალინმა უკვე ბევრი რამ გააკეთა საქართველოსვის. ჩერჩილმა მიმართა ქართველ გენერალს თეირნის კონფერენციაზე, ეს ქართველი გენერალი იყო მერაბ კვიტაშვილი, როელიც ინგლისში ცხოვრობდა და ბრიტანეთის არმიაშ მსახურობდა, თეირანის კონფერენციაზეც ბრიტანეთის სამეფოს წარმოადგენდა: “მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?” სხვათა შორის თეირანის კონფერენციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა სამი ქართველი გენერალი.

    P.S. გორელი არა ვარ 🙂

  • ანონიმური

    stalini udidesi adamiani iko, rogorc didi politikosi ise adamianic. stalinma udedesi roli sheasrula rom dges isev saqartvelo arsebobs, stalinma xalxi shimshilidan gamoikvana, aashena qarxnebi, xidebi, gzebi da sxva. . . .stalinma saditkveli chaukara saqartveloshi, tbilisshi metros ashenebas, erti sitkvit udidesi adamiani iko.ushecdomo aravin araa,plius minusebit vimsjelot, da gamovikvanot sashualoo.

  • ანონიმური

    სტალინი იკო პიროვნება, რომელიც საკუტარ ხელფას ზოგავდა და ხალხს უბრუნებდა უკან, მე _13 ხელფასი მაქედან მოდის. ააშენა საქარტველო . . . კველას კველაფერი ქონდა, ისეტ რელსებზე დააკენა, კაცი რომელიც იკო იმ მასონების ტევრი რომელმაც ს. ს რ კ შექმნა. კაცმა რომელმაც ინგლისი და ამერიკა აიდულა საბჯოტა კავშირს მიკედლებოდა, უდედესი პიროვნება იკო, გაუმარჯოს სტალინს ! გორელი არ ვარ !

  • ანონიმური

    თქვენ, ვისაც სტალინი არ მოგწონთ, ალბათ ძალიან ნაკითხი ხალხი ხართ და ხოტბას ასხამთ უცხო ჯიშის მაკედონელს და ნაპოლეონს, რომლებმაც ლამის ნახევარი მსოფლიო დაიბყრეს და ალბათ მილიონობით ხალხიც გაწყვიტეს. ისინი ალბათ სტალინზე დემოკრატები იყვნენ. ისე თქვენ გჯერათ, რომ მართლა სტალინის პირადი ბრძანებით დაიხვრიტა და გაციმბირდა ხალხი? გჯერათ, რომ სტალინი გასცემდა ბრძანებას უდანაშაულო გლეხის ან მუშის დაჭერაზე? ვისაც დიდ ჩხუბში მიუღია მონაწილეობა, მან იცის რომ შეიძლება შემთხვევით შენიანსაც მოარტყა ხელი. შეგიძლიათ თქვათ, რომ სტალინი ქართველი არ იყოთქო და სომხები მზად არიან მიითვისონ მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსი. თუ დაფიქრებულხართ, სტალინი რომ არ ყოფილიყო, ვინ იქნებოდნენ თუნდაც რუზველტი ან ჩერჩილი?

  • vakho

    სტალინი იყო; კაცზე მეტი, ღმერთზე ნაკლები. ბ ცინდელიანი

  • ნატო

    გამარჯობა,
    სამაგისტრო ნაშრომს ვწერ სტალინზე და გამოკითხვას ვატარებ იმ ადამიანებში ვისაც სტალინი მოსწონს.. თუ წინააღმდეგი არ ხართ და თან გცალიათ რომ რამდენიმე კითხვაზე გამცეთ პასუხი – მადლობელი დაგრჩებით
    პატივისცემით,
    ნატო

  • EKAGIGALUKA

    me martla ar mesmis da arc ki vici ra utxra im adamianebs vinc stalins nagavs uwodebs da mishas demokrats,aba mitxarit romeli tqvengani gaaketebt imas rac stalinma gaaketa?sheedzlo shvilis daxsna magram marto tavis shvils ver daixnida,.nutu vinc stalins landzgavs realobashi cxovrobs?ME URCHEVDI IMAT KARGAD WAIKITXON STALINIS CXOVREBA DA ISTORIA.

  • ანონიმური

    რაში მაინტერესებს როგორი პიროვნება იყო თუ საქართველოსთვის არაფერი გააკეთა. ჩვენს ქვეყანაში ერთი გამოერევა ეგეთი და ისიც უცხო ქვეყნის სამსახურში იღუპება.

  • გიო

    რაში მაინტერესებს როგორი პიროვნება იყო თუ საქართველოსთვის არაფერი გააკეთა. ჩვენს ქვეყანაში ერთი გამოერევა ეგეთი და ისიც უცხო ქვეყნის სამსახურში იღუპება.

  • vlad-morokov

    Мне очень жаль, что ничем не могу Вам помочь. Надеюсь, Вам здесь помогут. Не отчаивайтесь.

დატოვე კომენტარი

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)