ოპოზიცია მსოფლიო ვარსკვლავებს წერილებს უგზავნის.


კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა დაჩი ცაგურიამ ცნობილ კანადელ მომღერალს, სელინ დიონს, რომელიც გაერო-ში მშვიდობის ელჩის სტატუსით სარგებლობს, ფოსტით წერილი გაუგზავნეს – სააკაშვილი დიქტატორი და მოძალადეა, მსოფლიო ვარსკვლავებს გთხოვთ, მისი მოწვევით ნუ ჩამოხვალთ საქართველოში და ამით მას რეკლამას ნუ გაუკეთებთ. ფოსტით გზავნილი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ინიციატორებმა გადაწყვიტეს, მსოფლიო შუბიზნესის და ხელოვნების სხვა ვარსკვლავებს მსგავსი წერილები ფაქსით გაუგზავნონ. ხელისუფლების კარის ქართველი მომღერლებისთვის კი სხვა ღონისძიებები აქვთ ჩაფიქრებული. ზოგადად ამ აქციის გზავნილის არსია ”ნუ უმღერით სისხლიან დიქტატორს!
ამ ყველაფერმა ჩემში ერთგვარი პროტესტის გრძნობა გამოიწვია. განა ამ ადამაინებს ქვიათ საქართველოს პატრიოტები და ვითომ სუფთა ქართული პატრიოტიზმი ადგმევინებთ ამ ნაბიჯს?  ისინი ხომ ამ საქციელით საქართველოს ზიანს უფრო მიაყენებენ ვიდრე ფსევდო პატრიოტიზმს გამოხატავენ და საქართველოს განვითარებას შეუწყობენ ხელს. მე ნაკლებად მჯერავს, რომ მსოფლიო ვარსკვლავები ამ ადამიენებს დაუჯერებენ და ყველაფერს იმას უარყოფენ, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ მსოფლიო სატელევიზიო სივრცეში. საქართველო ნელ-ნელა წინ მიიწვეს და სულაც არ მსურს ასეთმა ადამაინებმა მის განვითარებას ხელი შეუშალონ.. ხო ეს ცოტა გამუქებული ნათქვამია, მითუმეტეს, რომ ამ ადამიანებს არც ვიცნობ და აქედან გამომდინარე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მათი საქციელი ჩემთვის სრულიად მიუღებელია.
ლაშა ჩხარტიშვილი

მათი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი სააკაშვილის ხელისუფლების  წინაღმდეგ იყო აქციების დარბევა, იმ აქციების, როდესაც ხალხი ოპოზიციამ ხელკეტებით გამოიყვანა. ასევე კორუფცია, ადამიანების ქუჩაში დახვრეტა და ტეროტი. მე მინდა გკითხოთ თქვენ, ვინც ეხლა ამ პოსტს კითხულობს, განა ასეთი რამ საქართველოში კიდევ ხდება ? და თუ ხდება, მოდით და ამიხილეთ თვალები.

მე მათ იმ შემთხვევაში გავუგებდი და დავეთანხმებოდი კიდეც, როცა დავინახავდი მათ ქმედით ნაბიჯებს, რაიმე მიღწევებს, ბრძოლას, მაგრამ მე სამწუხაროდ ვხედავ სკამისკენ მისწრაფებას(საუბარია ზოგადად ოპოზიციაზე).. მათი ეს საქციელი არ მეჩვენება სასიკეთო იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. მესმის, რომ ამ კონცერტებში იხარჯება ფული და უფრო მნიშვნელოვანია ეს ფული გამოყენებულ იქნას გაჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად, მაგრამ მეორე მხრივ მე ასევე მესმის, რომ ასეთი კონცერტებიც საჭიროა ქვეყნის პოპულარიზაციისათვის, ინვესტორების მოზიდვისათვის და ტურიზმის განვითარებისათვის.

მე მათ ამ საქციელს მოვნათლავდი ზაფხულის დასიცხვის შედეგად გამოწვეულ მეტიჩრობად….. რადგან მათ საქციელში ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკურ ნაბიჯს. განა მსოფლიო მომღერლები უარს იტყვიან ჰონორარზე და საქართველოში ჩამოსვლაზე? მითუმეტეს, როდესაც ის ფაქტები რაც მათ მოიყვანეს, მეტწილად სიცრუეა.. ზოგიერთი თქვენგანი ფიქრობს და კითხვაც ებადება : აქციის დარბევა ხო მართლაც განახორციელა ხელისუფლებამ? – დიახ ეს სიმართლეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ აქციის მონაწილეების საქციელიც, ასევე ისიც, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მომხდარა ასეთი ფაქტი. აი სულ ახლახან აქცია დაარბია ინგლისის მთავრობამ, იმ ქვეყნის მთავრობამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია….

არ დაგავიწყდეთ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია…… : )

Advertisements

7 responses to “ოპოზიცია მსოფლიო ვარსკვლავებს წერილებს უგზავნის.

  • ვახო

    ეს არა მარტო შენი სუბიექტური აზრია. მეც ასე ვფიქრობ და სრულად გეთანხმები.

  • teennewson

    didi madloba…. kargia, rom metanxmebi… : )

  • Mystic D

    “ასევე კორუფცია, ადამიანების ქუჩაში დახვრეტა და ტეროტი. მე მინდა გკითხოთ თქვენ, ვინც ეხლა ამ პოსტს კითხულობს, განა ასეთი რამ საქართველოში კიდევ ხდება ?” – ნამდვილად ხდება, უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი გაუხმაურებელი რჩება გარდა იმ გამონაკლისებისა, როცა რაღაც ინფორმაციამ შეიძლება გაჟონოს რომელიმე დამოუკიდებელ გაზეთში ან ტელევიზიაში. კორუფციას რაც შეეხება, როგორც იტყვიან, უფრო მაღალ ეშელონებში გადაინაცვლა. თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ ვარსკვლავების ჩამოყვანაში ცუდს ვერაფერს ვხედავ რადგან ეს ყველაფერი,როგორც შენ თქვი, ქვეყნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. და იმედია იმ წერილის შინაარს მხოლოდ სელინ დიონი გაითვალისწინებს და სხვა არავინ რადგან გამიჩნდა იმედი იმისა, რომ ამდენი ვარსკვლავების შემდეგ შეიძლება ის ერთადერთიც ჩამოვიდეს(ჩამოიყვანონ) 🙂

  • teennewson

    და დამისახელე ქვეყანა, სადაც ეს ყველაფერი რაღაც დოზით მაინც არ ხდება? მე ვერ ვიხსენებ ასეთ იდეალურ ქვეყანას….. კი მეც ვერ ვხედავ ცუდს და სწორედ ამიტომ ”გამაღიზიანა” ამ ადამიანების ქცევამ…… მეც კარგად ვიცი, რომ რაღაცეები გარკვეული დოზით მაინც ხდება, მაგრამ სასიკეთო ძვრები აშკარად იგრძნობა და ჩემი აზრით ოპოზიცას შეუძლია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს,. ვიდრე წერილების გაგზავნაა : )

  • teennewson

    და ვინაა ის ერთადერთი ვისზეც იძახი? თუ საიდუმლო არაა რაღათქმაუნდა… : )

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: