დღე პირველი


დღე პირველი, როცა ვიგრძენი შიში, იმისა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. დღე პირველი, როდესაც ვიგრძენი შემეძლო გამეკეთებინა ღირებული, საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც და დღე პირველი, როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება და ის ამაოება, რომლითაც ყოველდღე ვსაზრდოობ.

აჰა, გათენდა ის პირველი დღე, როდესაც ემოციების მთელი კოლონა გაცოცხლდა ჩემში და სითბოების ნეტარი ძალა ჩამეღვარა მთელ სხეულში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა თან მდევს და არ მანებებს ვიფიქრო ამა ცხოვრების ამაოებებზე. არამედ მაიძულებს ვიყო ისეთი არსება, რომელიც იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად და არა გამოუსადეგარ, უსულო, ხორცშესხმულ არსებად.

პირველი წუთები იყო შიშნარევი, შემდეგი წუთები კი სევდანარევი და ბედნიერებით აღსავსე.

თვალები გამალებით მისჩერებოდნენ და ცდილობდნენ გარეთ არ გამოეშვათ სველი ემოციები. გული უჩვეულოდ ჩქარა სცემდა და არაამქვეყნიურ ხმაურს გამოსცემდა. ცდილობდა ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ის ამ წუთებში განიცდიდა სხვა ორგანოებისთვისაც გადაეცა.

ემოციები ბობოქრობდნენ, გრძნობები იბრუნებდნენ პირვანდელ სახეს და უერთდებოდნენ თქვენ წრფელ სურვილებს.
სადღაც სიღრმეში ვგრძნობდი, რომ  მე ვიპოვე ჩემში მბჟუტავი მარცვალი, რომლის გაღვივებასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი და აი დადგა დღე პირველი, როდესაც მე ხელახლა დავიბადე და მათთან ერთად შევიგრძენი ცხოვრების უფერული დღეების დავიწყება და სინამდვილის აღქმა წრფელი ბუნებით.

ახლა თავს აღარ ვგრძნობ უნარშეზღუდულად იმის გამო, რომ არ შემიძლია სათანადოდ გადმოვცე ჩემი ემოციები, რადგან მივხვდი, რომ ეს ცნება უბრალოდ არ არსებობს. მე არ ვარ უნარშეზღუდული, ისევე, როგორც: შენ ეკა, ბეკეკო, გიორგი, ნინო, ლევანი, ხატია, მაკა, ნატო, გურიკა.  თქვენ უბრალოდ განსაკუთრებული ადამიანები ხართ, განსაკუთრებულად წრფელი და ნათელი ბუნებით.

არ მინდა დავიღვარო სიტყვებად, რომელიც ხშირად არაფრისმთქმელია. მინდა ყოველი ქმედებით ვამტკიცებდე ჩემ წრფელ სურვილებს თქვენდამი. მინდა სიცოცხლის ბოლმდე შევიგრძნო თქვენი უმანკო გამოხედვა და ამქვეყნად ყველაზე ძლიერი სიყვარული სიკეთისადმი.

თქვენ მე მაჩუქეთ სიყვარული, რომელსაც სამუდამო სამყოფლად გულის ნაწილი დავუთმე. თქვენ მე მაჩუქეთ ნახატები, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს გვერდით, ისევე, როგორც თქვენს მიმართ ჩემი წრფელი სიყვარული.

ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს წრფელი ურთიერთობა ვაჩუქეთ, რომელმაც უხილავი ძაფი გააბა და სამუდამოდ დააკავშირა ჩვენს არაცნობიერში მიმალული საერთო ძაფებით გამონასკვული იდენტური გრძნობები.

ჩვენ, ხომ უბრალოდ ერთმანეთს ვჭირდებით!

და ბოლოს
თქვენ ალბათ ვერ წაიკითხავთ ამ ყველაფერს და თუნდაც წაიკითხოთ ალბათ ვერ შეძლებთ გაიაზროთ იგი. მაგრამ მე დიდი იმედი მაქვს, ჩემს თავლებში და ქმედებებში იმაზე დიდი სიყავრულს და სითბოს ამოიკითხავთ, ვიდრე ამ წერილში შევძელი გადმომეცა.


22 responses to “დღე პირველი

Leave a reply to teennewson კომენტარის გაუქმება

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

ქრისტინას ბლოგი

ქრისტინას ბლოგი

gabo.blog

გოჩა გაბოძე

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)