Tag Archives: საქართველო

ბლოგ სფერო საქართველოში

საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე. წაიკითხე მეტი >

Advertisements

ნწუ !არ გვინდა ფული !

დღეს გიო აშკარად მღალატობს მუზა…ლოგიკური კითხვა : ”აბა რატომ წერ?” და პასუხი გნებავთ ლოგიკური ან თუნდაც არალოგიკური ? :დავპირდი პუშკინას და არ მინდა ეს პირობა დავარღვიო : )მოკლედ არ ვაპირებ ეს ადამიანი ვაქო და ვადიდო(ეყოს კაცო ისედაც ბევრს უყვარს:დ)სულ სხვა თემაზე მინდა დღეს საუბარი,რომელიც ბევრჯერ ყოფილა დავის საგანი და შეიძლება გაცვეთილიც ვუწოდოთ,მაგრამ

ახლახანს ვუყურე ”სპეციალურ რეპორტაჟს” და სიმართლე გითხრათ თავი სერიალში მეგონა.ოჯახის წევრს,საყვარელ ადამიანს კლავ იმისთვის,რომ რაღაც მათხოვრული და მიზერული თანხა(ზოგი იტყვის 35 000 რა მიზერულიაო,მაგრამ დამიჯერეთ სულ უცნობის მოკვლაც არ ღირს ამ თანხის და საერთოდ არანაირი თანხის სანაცვლოდ და მით უმეტეს შენი დის,ძმის,მამის,დედის,ბიძაშვილის და ა.შ.)მიიღო მემკვიდრეობით. წაიკითხე მეტი >


იოსებ სტალინი

სტალინი იყო უდიდესი გენია, რომლის წინაშე თავს ხრიდნენ მსოფლიოს უდიდესი პოლიტიკოსები: უინსტონ ჩერჩილი, ფრანკლინ დელანო რუზველტი და სხვა მრავალი. სტალინი, როგორც პიროვნება  იყო არის და მუდამ იქნება განსჯის საგანი. მისი ქცევები,  პოლიტიკა ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას. დღემდე ვერ გაურკვევიათ მისი ნამდვილი ბუნება, წარმომავლობა, ბოლომდე არცაა ცნობილი მისი ხასიათის შტრიხები. დღემდე იწერება მასზე, დღემდე იგრძნობა ცხოველი ინტერესი ამ გენიალური ადამიანის მიმართ, მან ხომ ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა, როგორც უძლიერესმა პოლიტიკოსმა და  მმართველობის ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა.

არ დავიწყებ სტალინზე დაწვრილებით ბიოგრაფიული ინფორმაციის მოწოდებას, რადგან ვიკიპედია ამის იდეალური საშუალებაა, უბრალოდ მინდა ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა ამ ადამიანის შესახებ….

მოგეხსენებათ იოსებ სტალინი დაიბადა გორში, ისევე, როგორც მე, ამიტომ აქ ჩემს ქალაქში ყველამ კარგად იცის მისი პიროვნების შესახებ, განსაკუთრებულად ჩვენი მშობლების,  ბებია-ბაბუების თაობამ. აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეიძლება მოისმინო გაცხარებული საუბარი ამ გენიალური ადამიანის შესახებ. გაიგებ მის ქება-დიდებას, არარსებულის მიწერას და განდიდებას, ასევე მოისმენ უარყოფით კომენტარებსაც, მისი კულტის უარყოფას და საერთოდ მისი პოლიტიკის დაგმობას. Continue reading


პოლიტიკურ ლაბირინთში.

გვეშველება რამე? ეს კითხვა ძალიან ხშირად გაგვიგია ყველას ჩვენს გარშემო, ეშველება რამე საქართველოს? ისმის ეს კითხვაც იმ ადამინებისგან, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ საქართველოპში გატარებულ ახალ რეფორმებს. ასეთი ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ მიღწეულ შედეგებს და მხოლოდ უარყოფითზე ამახვილებენ ყურადღებას. შეიძლება ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობს. ფიქრობს, რომ საქმე მთავრობის თავგადაკლულ მომხრესთან აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის. უბრალოდ მე ვხედავ იმ მიღწევებს, რაც დღეს საქართველოში შეინიშნება. დაწყებული გზების გაყვანიდან, დამთავრებული საგანმანათლებლო რეფორმით… ყოველმა ჩვენგანმა იცი, რომ ტარდება რეფორმები, მაგრამ ნაკლებმა ადამიანმა იცის, რომ რეფორმებს შედეგბი ასე უცბად არ მოყვება და იდეალური არც რეფორმა არსებობს, არც ხალხი და რათქმაუნდა, არც მთავრობა. მე მესმის, რომ ხალხში ყოველთვის არსებობს წინააღმდეგობა და უარყოფითი დამოკიდებულება ამა თუ იმ რეფორმის თუ მთავრობის მიმართ. ეს ძალიან ლოგიკური და მისაღებიცაა, რადგან ასეთი დამოკიდებულებით მთვარობას მოდუნების საშუალებას არ აძლევ, მაგრამ, როდესაც ეს მუდმივდ გრძელდება და ვერ ხედავ იმ მიღწევებს, რაც რეალურად ჩვენს თვალწინ ხდება, საქმე უკვე ძალიან ცუდათაა და სერიოზული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება ამ პრობლემის გადასალახავად. მთვარი პრობლემა მოდი პირდაპირ ვიტყვი დეგრადირებული საზოგადოების ნაწილია, რომელიც ვერ აანალიზებს კარგად რაღაცეებს და ყველაფერს მთავრობას აბრალებს… წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: