Tag Archives: სააკაშვილი

არჩევნები – 2012

დილის 7 საათი, სოფელი დიღომი, საარჩევნო ოლქი #3,უბანი 56. არჩევნები 2012 ოფიციალურად გახსნილად ცხადდება. დილის 8 საათიდან ამომრჩეველთა ნაკადი უწყვეტად მოედინება. წელს, მათი რაოდენობა უპრეცედენტოა. ისინი ერთი მიზნის გარშემო ერთიანდებიან. ეს საკუთარი, თავისუფალი არჩევანის დაფიქსირება გახლავთ.

ჩემი მოვალეობაა პირნათლად დავაკვირდე არჩევნების მიმდინარეობის პროცესს და ვუზრუნველყო მისი გამჭირვალობა. ვფიქრობ, რთული მისიაა იმ ისტორიის გათვალისწინებით, რამაც ქართველების გონებაში ღრმა კვალი დატოვა.  მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, არჩევნები 2012 თითქმის იდეალურად მიმდინარეობს. არ შეინიშნება არცერთი გაყალბების მცდელობა. იგი სრულიად ჯდება განვითარებული, დემკრატიული ქვეყნების სტანდარტებში. ეს, ჩვენთვის სიახლეა.

მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა, იყო რამდენიმე პროვოკაციის მცდელობა. კონკრეტულად, ობიექტური მედიის მექად შერაცხულმა ინფო9-ს ჟურნალისტმა სცადა საარჩევნო უბანზე არეულობის შემოტანა და ამით “გემრიელი” კადრების მოპოვება, თუმცა მისი ეს მცდლეობა კრახით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” წარმომადგენლები ჰყავდა არა მარტო პარტიის სახელით, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციის სახელითაც. მაგალითად ” ქალი და არჩევანი”-ის წარმომადგენელი სრულებით არ მალავდა, რომ იგი პარტიული იყო და არჩევნებზე ოცნების ინტერესების დაცვას არ ერიდებოდა. სხვა ოცნების წარმომადგენლებიც ცდილობდნენ საარჩევნო პროცესში ზოგჯერ მართლაც, რომ არაფრისმთქმელი ხარვეზების აღმოჩენას და მათ გაფეტიშებას. “ქართულ ოცნებას” საკუთარი ოპერატორი ემსახურებოდა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში განუწყვეტლივ იღებდა. მათგან განსხვავებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები სიმშვიდით გამოირჩეოდნენ. ალბათ, მათ ისედაც იცოდნენ ის სურათი, რაც ხმების დათვლის შემდეგ დაიხატა.

ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო საარჩევნო უბანზე,  რომ მიმხვდარიყავი თუ საით, ვის გაამრჯვებისკენ მიექანებოდა პროცესი”ქართული ოცნება” ხალხის საერთო რჩეული იყო, თუმცა არა მისი მაჟორიტარები. ისინი ხმას აძლევდნენ ბიძინა ივანიშვილს და არა მის გუნდს. ისინი დაუფარავად აღნიშნავდნენ, რომ დავით უსუფაშვილს, რომელიც საბურთალოზე იყრიდა კენჭს, არადროს არ მისცემდნენ ხმას, რომ არა ივანიშვილი.

საღამოს, 8 საათზე საარჩევნო უბანი დაიხურა და დაიწყო ხმების დათვლა. ყოველ წამს, ყურში ერთი ხმა ჩამესმოდა: “მაჟორიტარი 41, პროპორციული 41”. აქ-იქ თუ გაიგონებდი 5 იანს ან კიდევ უფრო იშვიათად სხვა ციფრს. ამ ყველაფრის ამსხაველი ვიდეო მასალაც მაქვს, მაგრამ არ ვთვლი საჭიროდ მის გამოქვეყნებას.

შუა ღამისას ხმების დათვლაც დამთავრდა. საბოლოო შედეგები კი ამ უბანზე შემდეგნაირად გამოიყურება:

საუბნო პროპორციული:

1 – “კახა კუკავა – თავისუფალი საქართველო” -2
4- “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 1
5- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 129
9- “სამართლიანი საქართველოსათვის” – 1
10- “გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება” -9
17- “სახალხო მოძრაობა” – 0
19- “თავისფულება-ზვიად გამსახურდიას გზა” – 0
23 -“ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი” – 15
24 ” ახალი მემარჯვენეები” – 1
26 – “სახალხო პარტია” – 0
30- “მერაბ კოსტავას საზოგადოება” – 1
35- “მომავალი საქართველო” – 0
36 – “საქართელოს მშრომელთა საბჭო” -0
38 – “შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია” -9
40- “საქართველოს სპორტსმენთა კავშირი” – 1
41 – ბიძინა ივანიშვილი -ქართული ოცნება” – 918

საუბნო მაჟორიტარული:

1 -ნანა დევდარიანი -4
4 –  გურამ ჩახვაძე – 0
5 – ანდრია ურუშაძე – 128
10 – ნოდარ სარჯველაძე -10
23 -ჯონდო ბაღათურია – 128
24 -მამუკა კაციტაძე – 1
30 -გიორგი ლილუაშვილი – 2
36 – ამირან ლუაშვილი – 0
38 – სიმონ პეტრიაშვილი- 7
41- დავით უსუფაშვილი – 802

ახლა, მხოლოდ ერთი რამ დაგვრჩენია. ძალიან კარგად გავაანალიზოთ დღევანდელი რეალობა და სწორი ნაბიჯები გადავდგათ. “რუსთავი 2”-თან მომხდარი ფაქტი სრულებით არ გვაუწყებს დემოკრატიის ზეიმს. ასე რომ წინ დიდი სამუშაო ელის ახლად არჩეულ ხელისუფლებას. მათ, ჩვენი იმედები, უნდა გაამართლონ.

Advertisements

მე, რომ მილიონერი ვიყო

ალბათ ყველა თქვენგანს გიოცნებიათ მილიონერობაზე და იმ ფუფუნებაზე რაც ამ წოდებას მოაქვს.

ყველა ჩვენგანს ხომ განსხვავებული სურვილები, ოცნებები გვაქვს, მაგრამ მათ ერთი საერთო რამ აერთიანებთ – ეს არის ფული… რათქმაუნდა მე მხოლოდ მატერუალურ მხარეს ვგულისხმობ, თორემ მეც დაგეთანხმებით იმაში, რომ ფული არ ნიშნავს ბედნიერებას და მისი საშუალებით ნამდვილად ვერ იყიდი ვერც ადამიანურ გრძნობებს და ვერც ღირებულებებს.

ფული ხელის ჭუჭყიაო ამბობენ, მაგრამ ამის და მიუხედავად ყველა ჩვენთაგანი მზადაა ღრმად შეტოპოს ამ ჭუჭყში და ამოიგუნგლოს ხელები მისით.
…….

მოკლედ მე, რომ მილიონერი ვიყო:

  • ავაშენებდი მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარს.
  • გავხსნიდი უნივერსიტეტს.
  • ვიყიდიდი უზარმაზარ სახლს, თავისი უზარმაზარი აუზით და ჩოგბურთის კორტებით.
  • გავხსნიდი ძერსკების სკოლას და მერე სერთიფიკატებს დავურიგებდი… წაიკითხე მეტი >

ოპოზიცია მსოფლიო ვარსკვლავებს წერილებს უგზავნის.

კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა და ადამიანის უფლებათა დამცველმა დაჩი ცაგურიამ ცნობილ კანადელ მომღერალს, სელინ დიონს, რომელიც გაერო-ში მშვიდობის ელჩის სტატუსით სარგებლობს, ფოსტით წერილი გაუგზავნეს – სააკაშვილი დიქტატორი და მოძალადეა, მსოფლიო ვარსკვლავებს გთხოვთ, მისი მოწვევით ნუ ჩამოხვალთ საქართველოში და ამით მას რეკლამას ნუ გაუკეთებთ. ფოსტით გზავნილი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ინიციატორებმა გადაწყვიტეს, მსოფლიო შუბიზნესის და ხელოვნების სხვა ვარსკვლავებს მსგავსი წერილები ფაქსით გაუგზავნონ. ხელისუფლების კარის ქართველი მომღერლებისთვის კი სხვა ღონისძიებები აქვთ ჩაფიქრებული. ზოგადად ამ აქციის გზავნილის არსია ”ნუ უმღერით სისხლიან დიქტატორს! წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: