Tag Archives: მუჰამედი

მუჰამადი [ბიოგრაფია; მოღვაწეობა]

მუჰამადი დაიბადა დაახლ. 570 წელს, ე.წ. “სპილოს წელს”, თავისი დედის სახლში, მექის გარეუბანში.
მუჰამადის მამა _ ‘აბდ ალ-ლაჰი (არაბ. ალაჰის მონა) გარდაიცვალა იასრიბში მუჰამადის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ, როცა ის სირიიდან ბრუნდებოდა. ‘აბდ ალ-ლაჰის მიერ დატოვებული ქონება შეადგენდა 1 აქლემს, რამდენიმე თხას და 1 აბისინიელ მონას (ქალი – ბარაქა). დედა _ ამინა (კურაიშის ტომი). ისლამამდელ მექაში არსებობდა ჩვეულება _ მომთაბარეთა ოჯახებისათვის მიეცათ აღსაზრდელად ახალშობილები. წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ბანუ სა‘დის ქალები ჩამოდიოდნენ მექაში, რათა აღსაზრდელად წაეყვანათ მცირეწლოვანი ბავშვები. მუჰამადი მიაბარეს _ ხალიმას. ამ დროს მუჰამადი 6 თვის იყო. მუჰამადს კარგად ექცეოდნენ ოჯახში და იქ გაატარა 4 წელი. მუჰამადის ბიოგრაფები სწორედ ამ პერიოდს უკავშირებენ ლეგენდარულ გადმოცემას, რომლის მიხედვითაც ანგელოზებმა გული გაუპეს მუჰამადს და გაუწმინდეს უწმინდურობისაგან. წაიკითხე მეტი >

Advertisements

ისლამის წარმოშობა

ისლამის სამშობლო არაბეთის ნახევარკუნძულია. ისლამი ჩაისახა ჰიჯაზის ქალაქ მექაში, მე-7 საუკუნის პირველ მესამედში. ისლამის წარმოშობა არაბულ საზოგადოებაში გამოწვეული იყო მთელი რიგი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზებით. ისლამის წარმოშობის წინ არაბები იყვნენ პატრიარქალურ-თემური წყობილების რღვევისა და კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პირობებში. როგორც ყველა ტომობრივ საზოგადოებაში, ტომს და მასში შემავალ ყველა გვარს თავისი წინამძღოლი ჰყავდა. თუმცა ეს არ ნიშნავდა ერთპიროვნულ მმართველობას. ისლამამდელ არაბეთში კოლექტიური მმართველობის პრინციპი მოქმედებდა, ფუნქციები განაწილებული იყო. ვ საუკუნის შუა ხანებში კურაიშელებმა თავიანთი წინამძღოლის _ კუსაიÁს მეთაურობით გააძევეს ხუზá‘ას ტომი მექიდან. მათ დაიკავეს მექა და მისი სანახები. მექა იყო ჰიჯაზის ყველაზე მსხვილი დასახლებული პუნქტი _ სავაჭრო და რელიგიური ცენტრი. წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: