Tag Archives: მოქალაქე

შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი

იბადები არჩევანის უფლებით. იზრდები და ხვდები, რომ შენი არჩევანი წარმართავს შენს ცხოვრებას. სრულდები 18 წლის და კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრებ, რომ შენს არჩევანს შეუძლია წარმართოს არა მარტო შენი, არამედ მთლიანად ქვეყნის ბედი.

თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი ის ძირითადი ღირებულებებია, რომელიც ყველა ჩვენგანს გვაგრძნობინებს, რომ ვართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მოიწყოს ცხოვრება ისე, როგორც ეს მას სურს.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ჟღერს. ადვილია ილაპარაკო თავისუფალ ნებაზე თუ არჩევანის გაკეთებაზე, როცა მას წინ არაფერი ეღობება.

დაბადების ადგილი: საქართველო
სახელი და გვარი: გიორგი ურუშაძე
წლოვანება: 19 წლის.
დიახ, ეს ჩემი პირადი მონაცემებია. ადვილი მისახვედრია, რომ წელს პირველად მომიწევს არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ კითხვა: მომიწევს? არა, რატომ.. მე ხომ არ ვარ ვალდებული წავიდე არჩევნებზე. მაშ, რამ უნდა გადამადგმევინოს ეს ნაბიჯი ?

სინამდვილეში პასუხი ნათელია. მე უნდა დავიჯერო, რომ ჩემი არჩევანი არ დარჩება მხოლოდ ჩემ პირად საკუთრებად და ის შეუერთდება ყველა თავისუფალი მოქალაქის თავისუფალ ნებას, იქცევა ერთ მთლიან გამოვლინებად საქართველოს მოსახლეობის ნებისა. მაგრამ ამ ყველაფერს ხელს უშლის ის მწარე გამოცდილება და წარსული, რამაც ქართველების ცნობიერებაში ღრმა კვალი დატოვა. გაყალბებული არჩევნები, მოპარული ხმები და წართმეული არჩევანის უფლება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელიც ქართველებს დღემდე აბრკოლებს და უკარგავს არჩევნებზე წასვლის სტიმულს.

ხალხის გარკვეულ ნაწილს ჰგონია, რომ არჩევნებზე წასვლა უბრალოდ, დროის კარგვაა. რადგან მათი აზრით ყველაფერი წინასწარ გადაწყვეტილია და ზედა ეშელონებში უკვე განაწილებული აქვთ პროცენტული მაჩვენებლები ამა თუ იმ პარტიისა.

ხალხის ნდობის დაბრუნება. აი, რა არის გამოსავალი. აი, მიზეზი რის გამოც ხალხი არჩევნებზე წავა. მაგრამ ეს ხომ არაა მარტივი. მათ ჯერ კიდევ არ უგემიათ ბოლომდე სამართლიანი არჩევნების გემო, ამიტომ ძნელია მხოლოდ დაპირებებით მოხიბლო და ამით ისე განაწყო ისინი, რომ მათ ეს მორიგი ტყუილი არ ეგონოთ.

ამიტომ მე როგორც ერთ–ერთი მათგანს მთავარ გამოსავლად მიმაჩნია პროგრამა: „ჩემი პირველი არჩევნები“.

ახლა, კი ავხსი თუ რას გულისხმობს ეს პროგრამა. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც წელს პირველად ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას შეგვიძლია წამოვიწყოთ საყოველთაო კამპანია, რომლის პირდაპირი სამიზნე იქნება ის ხალხი, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.  კამპანია იწარმოებს შემდეგი ლოზუნგებით:

ლოზუნგი პირველი, სამიზნე – ახალგაზრდობა

„გააკეთე შენი პირველი არჩევანი ქვეყნის სასიკეთოდ“.

ლოზუნგი ორი, სამიზნე – სრულიად საქართველოს მოსახლეობა.

„წადი არჩევნებზე და კვლავ იწამე არჩევანის თავისუფლება“

ამ პროგრამის დახმარებით ერთ მხრივ ავიყოლიებთ ახალგაზრდობის იმ ნაწილს, რომელიც წელს პირველად აკეთებს საკუთარ არჩევანს, მეორე მხრივ კი საქართელოს მოსახლეობას დავაფიქრებთ. მე მჯერა, რომ ისინი იწამებენ ახალგაზრდობის მონდომებას. წავლენ არჩევნებზე არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ საკუთარი შვილების მომავლის გამო. ცდა ნამდვილად ღირს, რადგან სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ისინი შეისმენენ საკუთარი შვილების მოწოდებას და მათი გულისთვის გადაგამენ სწორ ნაბიჯს, წავლენ არჩევნებზე.

როცა ამ კონკურსის შესახებ შევიტყვე და გავიგე მისი მიზანი. ბევრი ვიფიქრე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. პასუხის მისაღებად ისევ ხალხს მივმართე. დავუსვი კითხვა: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მათი წახალისება?  მათი პასუხები სხვადასგვარი იყო, თუმცა ძნელი არ იყო იმის გამოცნობა, რომ მათ ვერანაირი დაპირება ვერ მოხიბლავდა, თუ ის წამოსული იქნებოდა მთავრობის, ან რომელიმე კანდიდატის მხრიდან. სწორედ ამიტომ ახალგაზრდობა მიმაჩნია იმ ძალად, რომელსაც შეუძლია ხალხი კეთილგანაწყოს ამ პროცესის მიმართ და მისცეს სტიმული 1 ოქტომბერს წავიდეს არჩევნებზე და შემოხაზოს საკუთარი რჩეული. ჩვენ, ახლაგაზრდობამ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენთვის სასურველი მომავლისათვის.

Advertisements

infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

iranisti's blog

ირანისტის ბლოგი

USA TODAY College

Preparing students for tomorrow with USA TODAY

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

%d bloggers like this: