Tag Archives: ემოცია

დღე პირველი

დღე პირველი, როცა ვიგრძენი შიში, იმისა რის გაკეთებასაც ვაპირებდი. დღე პირველი, როდესაც ვიგრძენი შემეძლო გამეკეთებინა ღირებული, საკუთარი თავისთვისაც და სხვა ადამიანებისთვისაც და დღე პირველი, როდესაც მთელი არსებით შევიგრძენი ბედნიერება და ის ამაოება, რომლითაც ყოველდღე ვსაზრდოობ.

აჰა, გათენდა ის პირველი დღე, როდესაც ემოციების მთელი კოლონა გაცოცხლდა ჩემში და სითბოების ნეტარი ძალა ჩამეღვარა მთელ სხეულში, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა თან მდევს და არ მანებებს ვიფიქრო ამა ცხოვრების ამაოებებზე. არამედ მაიძულებს ვიყო ისეთი არსება, რომელიც იმსახურებს იწოდებოდეს ადამიანად და არა გამოუსადეგარ, უსულო, ხორცშესხმულ არსებად.

პირველი წუთები იყო შიშნარევი, შემდეგი წუთები კი სევდანარევი და ბედნიერებით აღსავსე.

თვალები გამალებით მისჩერებოდნენ და ცდილობდნენ გარეთ არ გამოეშვათ სველი ემოციები. გული უჩვეულოდ ჩქარა სცემდა და არაამქვეყნიურ ხმაურს გამოსცემდა. ცდილობდა ბედნიერების გრძნობა, რომელსაც ის ამ წუთებში განიცდიდა სხვა ორგანოებისთვისაც გადაეცა. წაიკითხე მეტი >

Advertisements

პროფესიული გზაჯვარედინი

შენ წინ გზაჯვარედინია, არ იცი საით წახვიდე. რას დაუკავშირო ის უხილავი ძაფი, რომელიც შენი ტვინიდან იწყება და შენს მომავალ ცხოვრებას უკავშირდება…
ირგვლივ იხედები და შუქნიშნების ნაცვლად ხედავ წარწერებს შენთვის ნაცნობს და ჯერ კიდევ მიუწვდომელს. ხო სწორად მიხვდი ამ აბრებზე დიდი ასეობით გამოკვეთილად წერია პროფესიები, რომლებიც შენს გონებაში ერთმანეთს მონაცვლეობით მუდამ სტიქიურად ბრუნავდნენ და არ აცლიდნენ ერთმანეთს მთავარი ადგილის დაკავებას. ხან ერთი პროფესია მოექცეოდა შენი გონების ზენიტში, ხან მეორე და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ. წაიკითხე მეტი >


ბარიერი სახელად ”განსხვავებულობა”

მივდიოდი უმისამართოდ, არ ვიცოდი რაზე ვფიქრობდი , საით მიმაქროლებდა უკიდეგანო ფიქრთა მორევი, რომელიც იმ წუთში ჩემს თავში ცუნამივით ბორგავდა და ტრიალებდა.

მივდიოდი და ვფიქრობდი: რა განსხვავებულია ის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო არსებობს, რა განსხვავებულია ცხოვრება სხვა ადამიანების ხედვაში…

ვფიქრობდი რა განსხვავებუად კიდევ უფრო ვრწმუნდებოდი ჩემს განსხვავებულებაში…

ნაბიჯს კიდევ უფრო ვუჩქარებდი და მასთან ერთად სუნთქვა მიჩქარდებოდა, სისხლი თავში ადიოდა და ტვინს აიძულებდა უფრო გამალებით ემუშავა. ირგვლივ არ ვიყურებოდი, კონკრეტული მიმართულება მქონდა არჩეული, რომელიც არ ვიცი საით მიდიოდა, უკიდეგანო იყო ჩემი გზა, ისევე , როგორც ჩემი აზრები. წაიკითხე მეტი >


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)

%d bloggers like this: