Tag Archives: ბლოგი

მე – სოციალურად აქტიური

20121204-215419.jpg

საქართველოში ბოლო რამდენიმე წელიწადია იმატა ბლოგერების რიცხვმა და შესაბამისად საზოგადოების დინტერესებამაც სოციალური მედის ამ მიმართულების მიმართ. სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ ინფორმაციის გავრცელების ახალ, შესამჩნევად ეფექტურ საშუალებას, რაც ხშირ შემთხვევაში გამოიხატება მათ მიერ გამოცხადებული კონკურსებით ბლოგერებისათვის და ჯურნალისტებისათვის. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც არაა გამონაკლისი. მათ მიერ გამოცხადებული კონკურსები გამორჩევა საინტერესო თემატიკით და მიმზიდველი პრიზებით. ერთ-ერთი ასეთი კონკურსი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში გამოცხადდა, რომლის ფარგლებში ნებისმიერ ბლოგერს შეეძლო დაეწერა სტატია, თემაზე: რა გზით შეიძლება არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოსახლეობის წახალისება?
მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკიდებულებისა კონკურსების მიმართ, გამომდინარე საზოგადოებაში დმაკვიდრებული დოგმისა: „მე მაინც ვერ გავიმარჯვებ“ , „ყველაფერი წინასწარაა ჩაწყობილი“ გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა და გამომეცადა ჩემი ძალები.
დავწერე სტატია და გავაგზავნე მითითებულ მისამართზე. ამის შემდეგ კონკურსის მსვლელობა სრულიად გადამავიწყდა. არ ველოდი პასუხებს. წარმოუდგენლად მიმაჩნდა საკუთარი თავის გაამრჯვებულთა სიაში ამოკითხვა. არა იმიტომ, რომ ზედმეტად თავმდაბალი ადამიანი ვარ, ან ცუდი წარმოდგენა მაქვს საკუთარ შესაძლებლობებზე, არამედ იმიტომ რომ ძნელია წარმოიდგინო საკუთარი თავი ასეთი კონკურსის გამარჯვებულის ამპლუაში. თუმცა, შეუძლებელი არაფერია.
ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი, რომელმაც მაუწყა, რომ მე – ადამიანს, რომელსაც თავი უიღბლოთა სიის მოწინავე რიგებში წარმოედგინა, აღმოაჩინა რომ, სწორედ ის გახდა კონკურსის გაამრჯვებული. ემოციები ორმაგად გამძაფრდა როდესაც გავიგე, რომ საჩუქარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი გადმომცემდა და ეს საჩუქარი ipad 2 იქნებოდა. ხო, ამ დროს – ცხოვრება მშვენიერია.
საჩუქრის გადმოცემის დღე ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას დაამთხვიეს. იქ ობამა ზეიობდა გაამრჯვებას, აქ კი – მე.
როგორც აღმოჩნდა ეს პრიზი ჩემი წარმატების საწინდარი გახდა ბლოგ სფეროში, რადგან სულ რამოდენიმე დღის წინ კიდევ ერთ, ბლოგერთა კონკურსში გავიმარჯვე, რომელსაც საქართველოში ზიანის შემცირების ქსელი და ევროკავშირი ახორციელებდა, თემაზე: ნარკომანია, აივ-ი, შიდსი და C ჰეპატიტი. რომლის ფარგლებში რამდენიმე ბლოგერი და უკვე შემდგარი, წარმატებული ჟურნალსიტები ლოპოტაზე გავემგზავრეთ, სადაც მიმოვიხილეთ ამ თემების გაშუქების ხარისხი და მისი გადმოცემის ფორმები, რის შედეგადაც აღმოვაჩინეთ მრავალი უზუსტობა და ინფორმაციის ნაკლულობა ქართულ მედია სივრცეში.

Advertisements

დღეიდან ისევ…..

20121127-005202.jpg

და აი, ვიწყებ……

დიდი ხანია ჩემი კლავიატურა ბლოგის რითმებზე არ აწკაპუნებულა, სწორედ ამიტომ მკითხველის წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი იმ დღიდან დავიწყო მოყოლა, როცა ბლოგის კარები გამოვიხურე, ბლოგოთახში შუქი ჩავაქრე, თუმცა ოდნავ მბჟუტავი სინათლე მაინც დავტოვე უკან დასაბრუნებელი გზის საპოვნელად.

ბლოგი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე ენერგიულად და ყოველდღიური პოსტებით დაიწყო, ბოლო პერიოდია გამოეთხოვა აქტიურ ცხოვრებას და მინებდა საკუთარი პატრონის სიზარმაცეს. თუმცა ვცრუობ, საქმე არაა სიზამრაცეში, პირიქით ბევრ პროექტში მოვინდომე ჩართვა, რამაც შეიწირა ჩემი საყვარელი საქმიანობა. მაგრამ ამ პერიოდს წერის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ხანდახან აქ, ხანდახან რვეულში ჩანახატად ვაკეთებდი ხოლმე მოკლე შენიშვნებს თუ პოსტებს. ერთ-ერთმა ასეთმა უცაბედმა საკონკურსო პოსტმა წარმატებაც კი მომიტანა და დამარწმუნა, რომ უნდა ვწერო, რადგან საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებს და ამავდროულად გიფასდება კიდეც ძალიან მნიშვნელოვანია.

საუბარია ბლოგზე განთავსებულ პოსტზე – “შემოხაზე შენი თავისუფალი არჩევანი” . რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ბლოგერთა კონკურსში გაიმარჯვა და ამით დიდი ბედნიერება მომანიჭა. მოვიპოვე მშვენიერი ipad 2, რომლის საშუალებითაც ახლა ამ პოსტს ვწერ. თანაც საშუალება მომეცა შევხვედროდი აშშ-ს ელჩს. ეს ხომ ყოველდღე არ ხდება. ძალიან მაგარი გრძნობა, როცა შენი დაწერილი პოსტი წარმატებას მოგიტანს და შეიგრძნობ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ შენი დამსახურებაა.

ამას გარდა, მუდამ ვფიქრობდი იმაზე თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა ქართულ მედია სივრცეში ისეთის, რაც დღემდე საქართველში არაა კარგად ფეხმოკიდებული და განვითარებული. ამ ძიებაში აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს სტუდენტებისათვის განკუთვნილი თანამედროვე, ახალგაზრდული მედია საშუალება, რომლის დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ უწყვეტ რეჟიმში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, დეკემბრიდან მე და ჩემი გუნდი წარმოგიდგენთ ახალ, სტუდენტურ, ახალგაზრდულ, თანამედროვე ელექტრონულ და ბეჭდურ ჟურნალს – Tsutimes. სახელიდანვე გამომდინარე მიხვდებით, რომ ჟურნალი თსუ-ს კედლებში ყალიბდება.

აი, ასე მიედინება ჩემი ცხოვრება. დღეიდან შევეცდები მკითხველს თავი შევახსენო, როგორც ჩემი ბლოგის საშუალებით, ისე აწ უკვე tsutimes – ის ფურცლებიდან.

20121127-012111.jpg


პირველი დაბადების დღე

დღეს, 5 აგვისტოს ბლოგს ერთი წელი შეუსრულდა. დიახ, სრულმა 365–მა დღემ ჩაიქროლა მას შემდეგ რაც გადავწყვიტე უსაქმურობისგან დაღლილს დამეწყო წერა. თავიდა ცოტა არ იყოს ეჭვით ვუყურებდი ამ საქმეს და მხოლოდ რამდენიმე დღიან გასართობად მიმაჩნდა. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ დღემდე თქვენთან ერთად მოვედი და ბლოგ სფეროში მცირე ადგილის დაკავება მაინც შევძელი. ძნელია, წერო სისტემატიურად და თანაც ისე, რომ მკითხველს თავი მოაწონო. მითუმეტეს მაშინ, როცა ბლოგის მნიშვნელობა ყველას სხვადასხვანაირად აქვს გააზრებული.
ჩემი მიზანი არ ყოფილა დამეწერა პირად ცხოვრებაზე და ბლოგი გამომეყენებინა, როგორც დღიური. არა, უბრალოდ მე მინდოდა მეწერა ყველაფერზე და არა რაიმე კონკრეტულზე. გამეზიარებინა ჩემი მცირე გამოცდილება, ცოდნა სხვებისთვის და პირიქით, მიმეღო მკითხველისაგანაც იგივე. არ ვიცი რამდენად შევძელი ამ ფუნქციების შესრულება, მაგრამ მე ეს ნამდვილად მინდოდა.

დღეიდან შევეცდები კიდევ უფრო გავააქტიურდე და თუ ამას მკითხველის რაოდენობაც შეუწყობს ხელს მთლად ბედნიერი ვიქნები. რამდენიც არ უნდა იძახოს ბლოგერმა, რომ ის მხოლოდ თავის გულის მოსაფხანად წერს და არ აინტერესებს სტატისტიკა, არ ენდოთ, რადგან არ არსებობს ბლოგერი, რომელსაც ყოველდღიურად თვალი არ გაურბის ციფრებისაკენ. 🙂

ახლა კი, შემოგთავაზებთ ერთი წლის განმავლობაში ბლოგის სტატისტიკას.

ასე რომ, დღეისათვის

ჯამში 28,572 Hits , მეორე მთვლელის მიხედვით 35500

top.ge- ს მთვლელით 14753 ვიზიტორი.

ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო 4 სექტემბერს, როდესაც ჰიტების რაოდენობამ 710–ს მიაღწია.

ჯამში, სულ 94 პოსტია დაწერილი. 1,193 კომენტარი, 17 კატეგორია და 510 თაგია ბლოგზე.

ბლოგის პირწიგნაკის გვერდს 200 მოწონება აქვს.

ბლოგს 262  follower ჰყავს.

რაც შეეხება ყოველდღიურ სტატისტიკას, როცა პოსტებს აქტიურად ვწერდი საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა ბლოგს, მაგრამ პასიურობის ჟამს ეს მაჩვენებელი დაბლა იწევს, რაც სრულიად ბუნებრივიცაა…

რაღა დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ბლოგს დაბადების დღე მივულოცო და ვუსურვო განვითარება და ერთგული მკითხველების მომრავლება.


ბლოგ სფერო საქართველოში

საქართველოში აგერ უკვე მე-5 წელიწადია მეტნაკლები წარმატებით ფეხის მოკიდებას ცდილობს სრულიად ახალი და საინტერესო ინტერნეტ სფერო ”ბლოგინგი” . ეს არის ერთგვარი ინტერნეტ ჟურნალი, სადაც ბლოგერები ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, როგორც პირად ისე საზოგადოებისთვის საინტერესო სხვადასხვა თემებზე. ეს სფერო ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია სიტყვის თავისუფლების გამოსახატავად. აქ არ ხდება ეგრეთწოდებული ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამტკიცება ან პოპულარიზაცია, აქ თქვენ შეიგრძნობთ თავისუფლებას და ადამიანური მსჯელობის მთელ თავისებურებებს უკიდეგანო სივრცეში, ყოველგვარი დადგენილი საზღვრების გარეშე.

რამდენიმე წლის წინ რომ გეკითხათ ქუჩაში უბრალო გამვლელისათვის რას წარმოადგენს ბლოგი ან ბლოგერი, თქვენ ვერ მიიღებდით შესაბამის პასუხს. დღესდღეისობით კი ეს სიტუაცია თანდათანობით გამოსწორდა და საზოგადოება მეტნაკლებად გათვიცნობიერდა ამ საკითხში, მაგრამ ამისდა მიუხედავად დღესაც საკმაოდ მოიძებნება ისეთი ადამიანების კატეგორია, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ ამ სფეროზე. წაიკითხე მეტი >


გოგონა დრაკონის ტატუთი

ამ წიგნის სახელი ჯერ თუ არაფერს არ გეუბნებათ, მაშ მოემზადეთ თქვენს თვალწინ გადაიშლება ახალი თანამედროვე ბესთსელერის შემაძრწუნებლად საინტერესო შტრიხები. შტრიხები, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდგომ სამუდამოდ ჩაგებეჭდებათ გონებაში. თქვენ მოექცევით მისი ზემოქმედების ქვეშ და შთაბეჭდილებებით დამძიმებული დახურავთ წიგნის ბოლო გვერდს.

წიგნთან პირველი კონტაქტის დროს თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს გარეკანი, სადაც ზურგმოშიშვლებული გოგონა დრაკონის ტატუთია გამოსახული, ამაზე წიგნის დამაინტრიგებელი სათაურიც მეტყველებს და ის წინათქმაც, რომელიც წიგნის უკანა ყდაზეა განთავსებული. ეს ყველაფერი უკვე საკამრისია იმისთვის, რომ კომფორტულად მოკალათდეთ და შეუდგეთ მილენიუმის ტრილოგიის პირველი ნაწილის ერთი ამოსუნთქვით ჩაკითხვას.

ალბათ მიხვდი, რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება, რომელიც საათების განმავლობაში გადაგისვრით წიგნიერების ამოუცნობ სამყაროში და მოგწყვეტთ რეალურ ერთფეროვნებას.

ხო ვიცი ამ წუთებში ათასნაირი აზრი გიტრიალებს, გიჩნდება სურვილი დაიწყო კითხვა, მაგრამ ამავდროულად ფიქრობ, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი მორიგი ფუჭი სიტყვები იყოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წიგნის განდიდებას ან მის პროპაგანდას ისახავს მიზნად. მაგრამ ჩემი მიზანი არ არის განვადიდო წიგნი ან მისი ავტორი. ჩემი სურვილია მკაფიოდ გადმოვცე ის ემოციები, რაც წიგნის წაკითხვის დროს ჩემს ცნობიერებას წვდებოდა და მთელი თავისი ძლიერებით ითრევდა სტიგ ლარსონისეულ სამყაროში. წაიკითხე მეტი >


მოწყენა, უაზრობა და გამოსავალი.

რატომღაც მოვიწყინე, ასე მგონია უაზრობა გაბატონდა ჩემს გარშენო და საინტერესო  არაფერი არ ხდება. ამდენი მოლოდინითაც დავიღალე. ჯერ იყო ეროვნულო გამოცდების პასუხებს ველოდებოდი, როგორ იქნა გვაღირსეს ოთხივე საგნის ქულები, ახლა კი ჩარიცხვებს და გრანტს ველოდები. ყოველ ღამე ამაზე ვფიქრობ და მგონი გაგიჟების პირას ვარ მისული. 😀 თან სულ იმაზე ფიქრით ვიღრღნი ტვინს, რომ უკეთ დაწერა შემეძლო გამოცდაზე და უკეთესი ქულების მიღება, მაგრამ სხვის დაბალ ქულებს, რომ ვიგებ ცოტა მშვიდდები და კალაპოტში ვჯდები : ) მაგრამ ეს ყველაფერი სულ რამდენიმე ხანი გრძელდება, მალე ისევ მოდის ჩემი მტანჯველი აზრები, ამოიჩემებს ერთ ადგილს და ღრღნის და ღრღნის გამალებული. მე კიდე ასე უსაქმურად, გადაღლილი ვზივარ კომპიუტერთან. არც წიგნის კითხვის თავი მაქ და არც რამე სხვა სიგიჟის ჩამდენი ვარ  : ) ეს დღეებია ახალი გასართობი აღმოვაჩინე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ მალე თავის ტკივილად იქცევა, ხო ბლოგზე გესაუბრებით… ესაა ჩემი ახალი გასართობი და მომავალი თავის ტკივილი, თავის ტკივილი რატომ ? თუ გაინტერესებ გეტყვი, იმიტომ, რომ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ვეჩვევი აქაურ ჩემის აზრით მაგიურ გარემოს და მინდა, რომ სულ ახალ-ახალი პოსტები დავდო და დავხვეწო კიდევაც ჩემი უაზრო სიტყვების მოდინება :D.. მგონი აღმოვაჩინე მართლაც სანიტერესო გასართობი, მითუმეტეს წერა ყოველთცის მომწონდა და ამ ბლოგით მაინც ჩავიკლავ ჩემს ამ მოთხოვნილებას…. მოკლედ ჩემი საქმე ასეა -გინდა წერო? მაშინ უნდა წერო : ))):D…..


მინდა ვიყო ბლოგერი

ერთ დღესაც გავიღვიძე და მივხვდი, რომ რაღაც ახლის გაკეთება მომინდა, მომბეზრდა ყოველდიურად facebook -ში ჯდომა და უაზრო მიწერ-მოწერა. თანაც ხელსაყრელი პირობებიც მაქვს ჩემდა სამწუხაროდ, ზაფხულია მე კიდე ვერსად მივდივარ, რაღა დამრჩენია ამ სიცხეში წერის გარდა, თანაც ეროვნული გამოცდებიც წელს ჩავაბარე და პასუხებს ველოდები, მოკლედ ემოციურად საკმაოდ დატვირთული ვარ. ასე, რომ თქვენ გაგანდობთ ჩემს აზრებს, რაც არ უნდა სულელურად მიიჩნოთ ისინი. მინდა წერა და მოდი თქვენი ნებართვით დავიწყებ ამ ბლოგერობას, ერთად ვნახოთ რა გამომივა. ამ გადასახედიდან საკმაოდ საინტერესოდ მიმაჩნია, იმედია ამაში კიდევ უფრო დავრწმუნდები. ხო და კიდევ მთავარი, ვინც ჩემს ბლოგზე მოხვდებით, ეს იქნება გამოცდილი ბლოგერი, უბრალო მკითხველი თუ გზააბნეული არ მოგერიდოთ რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებ….


infolab.ge

Just another WordPress.com site

EdulaB

Your Way in Education

Entertainment

What’s good, bad and happening, from pop culture to high culture

ninia's

,,ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ"

gabo.ge

ადამიანი კიბერსამყაროდან

teen news about all

ერთი შემაძრწუნებლად საინტერესო ბლოგი :)

%d bloggers like this: